TITUS
Peshangi, Shahnavaziani
Part No. 3
Previous part

Chapter: I  
Manuscript page: 22  
Page of edition: 10 
Strophe: T.  
Verse: 1   აქა ამბავი უებროს ხემწიფიშუილის ვახტანგისა,
Verse: 2  
რომლისა მგზავსი არა ნახულა ადამითგან დღეთამდე.






Strophe: 36  
Verse: a        მათგან დარჩა ვაჟი ვინმე,   შუილი იმა ჴელმწიფეთა;
Verse: b        მის საჴელად ვახტანგ დასდვეს,   აქებდიან კაცთა ძეთა;
Verse: c        ცოტა იყო, ხუთის წლისა,   ასწავლიდენ გმირთა ზნეთა;
Verse: d        მართ მაშინვე დაამგზავსეს*   დამრღუეველად სალთა კლდეთა.


Manuscript page: 23  




Strophe: 37  
Verse: a        სულ შეიყარა ქართუელნი,   თავადი თუ სად არისა;
Verse: b        არჩივეს ბრძენთა სიტყუანი,   პლატონის შესადარისა;
Verse: c        თქუეს თუ "გარდაჴდენ მეფენი,   ვახტანგ პატრონად კმარისა,
Verse: d        ანუ ვინ სჯობდა წასული,   ვაჟი მგზავსია მთუარისა!"






Strophe: 38  
Verse: a        შეკრეს პირი ერთობილთა,   შეიმოწმეს იგი რჩევა;
Verse: b        ერთგულთა და მისანდოთა   არ ინდომეს სხუისა თქმევა;
Verse: c        ვინცა იყო მეუნებლე,   მათ დაუწყეს შემოსევა;
Verse: d        დაასრულეს* საუბარი,   დაშლას ვერვინ გაერევა.






Strophe: 39  
Verse: a        კათალიკოზი* მოუძღუის,   მოსდევს სად რჯული თავია;
Verse: b        დიდთა დიდ გუართა თავადთა   დროშა მიუძღუის, ქავია;
Verse: c        მიჰყუების აზნაურები   უანგარიშო, ზუავია;
Verse: d        მედგრად მორთულთა მთიულთა   ფარი ეკიდა შავია.






Strophe: 40  
Verse: a        შემოეხუივნეს გარეშე   ამა ჴემწიფის ძესა და;
Verse: b        ყუელამ შეჰკადრა სალამი   ამა უსწოროს მჴნესადა;
Verse: c        დაუწყეს სიტყუა ხოშ გუარი   ამა კეთილთა მქნესადა;
Verse: d        სადიდებელნი პასუხი,   ვინ იცის, სადით თქუესა და.


Manuscript page: 24  




Strophe: 41  
Verse: a        მოახსენეს: "მეპატრონე   შენის მეტი არვინ არსა;
Verse: b        შენ შეგფერობს ტახტოსნობა,   შეუყუარდი ამად არსა;
Verse: c        აწ დღეითგან შენი ვართო,   ეპატრონე ამა სარსა;
Verse: d        ჩუენ გმსახურებთ სარტყელ შერტყმით,   საქმისაგან დაუმცდარსა".






Strophe: 42  
Verse: a        კუალაცა ჰკადრეს: "მით მეფეთა   შენ დაგიგდეს ტახტი* სრული,
Verse: b        ლახტი* დიდის ვახტანგისა,   ჴმალი მკუეთი, იგ ბასრული,
Page of edition: 11  Verse: c        რაში ეტლთა მიმგზავსებით,   ღრუბელთაგან ჩამოსული;
Verse: d        მოემართე ლომის მგზავსო,   მტერი შეჰქენ გაბასრული".






Strophe: 43  
Verse: a        ვახტანგ ბძანა: "თქუენი სიტყუა   დავიჯერე მემცა განა,
Verse: b        მკუიდრი ჩემი საპატრონო   მამხდომია, ღმერთმა* ბძანა,
Verse: c        ერთგულნო და მისანდონო,   თქუენ არ მოგჴუდეს ჩემგან ნანა,
Verse: d        ვის არ უნდი სადიდებლად,   მას შიგა უც გულსა დანა.






Strophe: 44  
Verse: a        ზურგი ყოფილხართ ტახტისა,   შემსწრობნი ამა ხანისა;
Verse: b        ხლებიხართ* იმა მეფეთა,   პატრონთა იმა ხანისა;
Verse: c        აწ გიპოვნივარ სათქუენოდ,   ნდომა გაქუს ამა ხანისა;
Verse: d        "სოფელსა მოაქუს სიმუხთლე;   ხან ეს არის და ხან ისა".


Manuscript page: 25  




Strophe: 45  
Verse: a        რა მოიზარდა იგი ყმა,   ვით ალვა მიერჴეოდა:
Verse: b        "თუალად და ტანად საროსა   ჰგავსო, სამოთხის ხეოდა".
Verse: c        უცხო თემთაგან მოსული   საჭურეტლად მიეხუეოდა;
Verse: d        მეტის დაჯრითა მოყმეთა   კალთები დაეხეოდა.






Strophe: 46  
Verse: a        სიფიცხე ჰქონდის ვეფხისა,   ძალად ვით ლომი დგებოდა;
Verse: b        მთუარესა გუანდის გავსილსა,   მის უფრო არ ეგებოდა;
Verse: c        მშუილდი ვერ ჰპოვეს ასეთი,   საზიდრად მას რომ რგებოდა;
Verse: d        მისნი მჭურეტელნი სამისოდ   სადაღად გარდეგებოდა.






Strophe: 47  
Verse: a        სოფლის მორჭმა გაუკუირლად   მას მიაჩნდის არცა ჩირად.
Verse: b        შეეტყობის ესე მოყმე   მტერსა გაჴდის ასატირად*,
Verse: c        ურჩნი ყუელგან გაამწაროს*,   სინათლე ჩნდეს მათთუის* ძუირად.
Verse: d        სათემოზე მას სახელი   გაუვიდეს არა მცირად.






Strophe: 48  
Verse: a        ამ წესითა იზრდებოდა,   ვითა ეტლი ჯავარ სრულად;
Verse: b        ლომს მიმართის საომარად,   არც ყოლ ჰქონდის შიში გულად;
Verse: c        ბურთი ჰქონდის სათამაშოდ,   ნადირს სდევდის არ დამცდრულად;
Verse: d        იმღერდის და ნადიმობდის,   ჭმუნვა იყუის გარდასულად.


Strophe: N.  
Verse: n.36/d     
დედანში -- დამგზავსეს *
Verse: n.38/d     
დასრულეს *
Verse: n.39/a     
კ~ზი *
Verse: n.42/a     
ტახი *
Verse: n.42/b     
ლახდი *
Verse: n.43/b     
დედანში -- ღ~თმა *
Verse: n.44/b     
ხლებიხართა *
Verse: n.47/b     
ასტირად *
Verse: n.47/c     
გამწაროს *
Verse: n.47/c     
მათუის *



Next part



This text is part of the TITUS edition of Peshangi, Shahnavaziani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.