TITUS
Peshangi, Shahnavaziani
Part No. 2
Previous part

Chapter: LP  
Page of edition: 5 
Strophe: T.  
Verse: 1   [ლექსითი პროლოგი]






Strophe: 1  
Verse: a        . ესე ამბავი იწყების   ქართუელთა ჴემწიფეთანი;
Verse: b        ვინ ჴლმითა ბადრობს, მებძოლთა   შეაქნა ყოლგნით კუეთანი;
Verse: c        ვერვინ დაუდგა სულდგმული,   აბჯართა უწყო ფეთანი.
Verse: d        სხუა ვით მოუთქუა სიკეთე,   ანუ სისავსე ზნეთანი.






Strophe: 2  
Verse: a        ჟამნი გარდაჴდენ. მეფეთა   არვის უბძანეს წერასა.
Verse: b        არცავინ ჴელჰყო გამოთქმად,   ტკბილ საუბართა თქმევასა.
Verse: c        ან მელექსესა რა რჯიდა,   ველად დაეწყო რბენასა;
Verse: d        დაუმადლებლად სიტყუანი   სად წარმოეთქუა ენასა?!






Strophe: 3  
Verse: a        სიბძნით სავსემან რუსთუელმან   აქო ნესტანჯა, ტარია
Verse: b        იგ თინათინ და ავთანდილ,   მართ მათი შესადარია;
Verse: c        მრუდიცა მართლად გამართა,   ნახულთა დასადარია.
Verse: d        მთქმელი და გამამეტყუელი   მისებრი არსად არია.






Strophe: 4  
Verse: a        შეაერთა ტკბილ ქართულად,   სიტყვა მჭევრი ასად ასო;
Verse: b        მიჯნურთათუი ეშყი გულსა   დასათრობლად ასად ასო;
Manuscript page: 14   Verse: c        სიტყუა საღმთოდ* გასაგონი   მსმენელთათუი ასადასო;
Verse: d        თინათინით მოიპოვნა,   ტყვედ ნესტანჯარ სადა სო.






Strophe: 5  
Verse: a        როსტომ აქო სერაპიონ,   კაცი სრული, არ თუ ნასი;
Verse: b        ხოტბა ჰკადრა ფალავნური,   იგ შეამკო მეტად ხასი;
Verse: c        ბევრს მორივა უნებლიედ,   ვის შეეძლო სიტყუით ბასი,
Verse: d        მან მელექსე მოიმდურვა,   აღარ მისცა დასტიფასი.






Strophe: 6  
Verse: a        კახთა მეფემან თეიმურაზ   იწყო ლექსებსა წერასა;
Verse: b        აქო ლეილი და მაჯნუნი,   თუით გაისაჯა მწუე რასა;
Verse: c        უსუფ ზილიხაც შეამკო   მიჯნურთა ფეჴთა მტუერასა.
Verse: d        მას სიბძნე ჰქონდა ზღუისაებრ,   უგბილთა შენამტერასა.






Strophe: 7  
Verse: a        მათ შეამკუეს საუბარი;   სხუა ცუდია, ნუ მოსცდების;
Verse: b        ნუც ედრების მათ მელექსე*,   დაიღალვის, ვერ მისწუდების*;
Page of edition: 6  Verse: c        შეუმოკლდეს ლექს* ქართული,   მაშინ ცეცხლი მოედების;
Verse: d        დაიღალვის ცუდად რბენით,   სხუას ვერ ავნებს, თუით ივნების.






Strophe: 8  
Verse: a        მაგრამ მათ აქეს უცხონი:   ინდო და არაბელია:
Manuscript page: 15   Verse: b        ზოგი სხუაც ვინმე ახსენეს,   ცუდად ნადირთან ვლელია;
Verse: c        [.....] დაუნახეს ნაქმარნი,   იყუნეს რის საქმის მქნელია.
Verse: d        [.....] სიტყუა სათქმელად,   ვერ დაიმაგრებს მთქმელია.






Strophe: 9  
Verse: a        [მ]ათნი ტკბილნი გონებანი   მიკუირს ვისთუ გარდააგეს!
Verse: b        რამდენ გუარად სიტყუა მჭევრი   ათქმევინეს ტურფა ბაგეს;
Verse: c        გამოჩხრიკეს დაუკლებლად,   კარგ სიტყუათა თუალნი აგეს;
Verse: d        უცხოთათუი საბძოლელად   მიდგეს, ჴმალი არ ჩააგეს.






Strophe: 10  
Verse: a        რას ეჴელყუის საქებარად   ტარიელ და ავთანდილი?
Verse: b        სად იცნობდეს უცხოს უცხო,   ან რა ნახეს მათგან ქნილი?
Verse: c        ყუელა ტყუილი შეატმასნეს,   ყოფილიყო გარდავლილი;
Verse: d        აქეს ვინმე უმეცარი,   გაიმწარეს მათთუი ძილი.






Strophe: 11  
Verse: a        აწ, თუცა ვარ უგუნური,   ჴემწიფისა ყმა და მონა,
Verse: b        არც სიბძნე მაქუს, შემეტყობის   რომე სიტყუა მამეგონა;
Verse: c        პატრონისთუის საქებარად   მწარე ტკბილად მამეწონა;
Verse: d        ვდგავარ მათად სამსახურად,   დამიყრია ჭკუა და გონა.






Strophe: 12  
Verse: a        თუით მინახავს პატრონისა   ძალი, სიმჴნე, ჯომარდობა,
Manuscript page: 16   Verse: b        ჴემწიფობა ცისა სწორად:   მუდამ იკვრის* დაბდაბ, ნობა;
Verse: c        მტერი ყოლგნით დაიმონა,   მათ მიეცა ლახუარ სობა.
Verse: d        ტინი კლდეცა ვერ დაუდგის,   შიშისაგან შექნის დნობა.






Strophe: 13  
Verse: a        ყუელა ვსწერო, ვერ გაუალ; მართლად   ვიტყუი,* არა ჭორად;
Verse: b        სამამაცო მისგან ქნილი,   რაც მინახავ გმირთა სწორად.
Verse: c        რაცა ბძანის, მეუნებლემ   ვერა ქნის რა ერთი ორად,
Verse: d        თუარემ ცეცხლებ მოეკიდის,   წამსვე შექნის დასამორად.






Strophe: 14  
Verse: a        თუ მამისმენ ჴემწიფისთუი   ვით ვაუბნო ტკბილად ენა;
Verse: b        მას ვაქებ და მას ვადიდებ,   თუარემ რა მრჯის, ცუდად რბენა?
Verse: c        თავი დამიც საწამებლად,   ვერ დამიგმობ, რაცა ვთქუენა;
Verse: d        სიმჴნე მითქუამს ჴემწიფისა,   ვის არ მართებს ამის სმენა?!


Page of edition: 7 




Strophe: 15  
Verse: a        გიაჯი, სოფელს მყოფელნო,   ისმინოთ ჩემგან თქმულია;
Verse: b        რას ვიჴელოვნებ უგბილი,   ანუ ვით მოვრთმევ გულია;
Verse: c        ვისი მწადს ქება, დიდება,   მისთუი ვარ დადაგულია;
Verse: d        ამად მივმართე სიტყუანი,   არ იქნას დაკარგულია.






Strophe: 16  
Verse: a        ვადიდოთ დამბადებელი,   ღმერთი* არსითგან ქებული.
Manuscript page: 17   Verse: b        წამის ხანს შექმნა ყოველი,   მის გამო არდაკლებული;
Verse: c        ცა, მიწა, წყალი შეათხზნა,   მზე, მთუარე მიწყივ* რებული;
Verse: d        ანგელოზთ დასი შეამკო,   ეშმაკი შექმნა ვნებული.






Strophe: 17  
Verse: a        ადამ შექმნა მიწისაგან,   მას უჩინა გუერდსა ევა.
Verse: b        მათ სამოთხე მიაბარა,   ვერ იტუირთა, მით ქნა ჰე, ვა!
Verse: c        ამცნო სიბძნე, სურნელება,   რომ ესმინა მისი თქმევა,
Verse: d        მაგრამ დასცდეს გუელისაგან,   მით მიეცა ეზომ წყევა.






Strophe: 18  
Verse: a        რაღას არგებს სინანული,   რადგან დარჩენ ბაღსა გარე;
Verse: b        სიტკბოება მოეშალათ,   მათ მოჰკრიფეს ხესა მწარე;
Verse: c        სამოთხესა გაეყარენ,   დაუბნელდა ყოვლი არე;
Verse: d        ვინ დაბადა, მათ უარყუეს; სხუა   ვინ დარჩეს დაუმცდარე?!






Strophe: 19  
Verse: a        ვიცი ბძენი ამა პირსა   არ დამიგმობს, რაცა ვკადრე.
Verse: b        მართებს შიში მოწყალისა,   მემცა ამად შევეკადრე.
Verse: c        ვინცა ეძებს სიმართლესა,   უსათუოდ ჰპოოს ადრე.
Verse: d        კაცი ღთისა მიუნდობლად   თუ გამოდგეს, დაცამფადრე!






Strophe: 20  
Verse: a        არ დააკლდების* სიმაღლე,   ვინ გზა მართალსა ვლიდესა;
Verse: b        სავაჭრო ჰქონდეს ძუირფასი,   ადუილ არ გარდაჰყრიდესა;
Verse: c        სჯობს საუკუნე ეძებნოს,   სიმშუიდის ბარგსა ჰკურიდესა,
Manuscript page: 18   Verse: d        თუარამ ბოლოჟამ ინანდეს,   ამ სოფლის გარდამკიდესა.






Strophe: 21  
Verse: a        ღმერთო,* შენ გაქებს ყოველნი,   ჴელით შექმნილნი შენითა;
Verse: b        საკურველო და საშიშო,   ძნელად საქებო ენითა;
Verse: c        გიაჯი შეწყნარებასა,   ცოდვილთა რაცა ვქენითა;
Verse: d        რადგან ადამს აქვს* ოხება,   ნურც შუილნი შევიჩუენეთა.






Strophe: 22  
Verse: a        გავბედე სიტყუა მცირედი,   ღმერთო,* ძალითა შენითა,
Verse: b        მამეც შეძლება სიტყუის თქმად,   ვიყო უსტართა რჩევითა;
Page of edition: 8  Verse: c        არსად შევღონდე, პასუხი   უკლებლად მოადენითა;
Verse: d        ჴელვყავ ამბავთა წერასა,   საქმითა ესოდენითა.






Strophe: 23  
Verse: a        დავით, სიბძნითა სავსემან,   მოირთო ტკბილნი ებანი;
Verse: b        იესოს ხისა ნაყოფი,   შეითხზნა იგ სავსებანი;
Verse: c        ახსენა დამბადებელი,   შეასხა მგზავსად ქებანი;
Verse: d        ქრისტიანეთა დაუგდო   სიტყუა, ურთიერთებანი.






Strophe: 24  
Verse: a        სოლომონ ფილასოფოსმან   ზეცით გუირგუინი მოიცა;
Verse: b        მას სიღრმე ჰქონდა სწავლისა,   მით საპატრონო მოიცა;
Verse: c        სჭირდა წყალობა ზეგარდმო,   ჩამოეფინა, მოიცა;
Manuscript page: 19   Verse: d        მცირეს სიტყუითა უარ ჰყო, მისგან   გაძება მოიცა.






Strophe: 25  
Verse: a        ვახტანგ გუარგასალ მეფემან   დაიპყრა ხაზარელია;
Verse: b        რუსნი დაჰფანტა, ყივყაჩნი,   უომრად მათ არ ელია;
Verse: c        თარაყან მოკლა, ბაღათარ,   საქმე ქნა საზარელია;
Verse: d        ყაბარდის მეფე შეიპყრა,   თქუა: "წასულას ნუღარ ელია"!






Strophe: 26  
Verse: a        ჩერქეზი* დაიონავრა*,   მინდორი სულა დაფანტა*,
Verse: b        შეიპყრა ციხე ქალაქი,   მებძოლი ყუელგნით დაფანტა;
Verse: c        ჴმალს შეაჯერა კუეთანი*,   დაჭრა, დახია, დაფარტა;
Verse: d        მას არ მიაჩნდა სულდგმული   სწორად, მართ ვითა აპანტა.






Strophe: 27  
Verse: a        მოვყუეთ მცხეთელსა მირიანს,   ვინ მეფე იყო რომელი;
Verse: b        დედაქალაქი ჴელთ ჰქონდა,   მას ვერა სჯობდა რომელი;
Verse: c        ჰყუანდა ურიცხუი ლაშქარი,   უანგარიშო რომელი;
Verse: d        გარდაჴდა, გავლო სოფელი,   მას ვითღა ნახავ რომელი.






Strophe: 28  
Verse: a        აშოთ კურატმა ძლიერმა   თურქთ უყო დიდი რიალი;
Verse: b        მათ შეანანა ნაქმარი,   ვინცავინ* შექნა ყრიალი;
Manuscript page: 20   Verse: c        მოსრნა, მოსწყუიტა ერთობით,   გაქცეულთ შექნეს გრიალი;
Verse: d        ქართუელნი დაათამამა*,   ჰქონდათ ზათქი და ზრიალი.






Strophe: 29  
Verse: a        მან დიდმან არჩილ მეფემან   ირწმუნა წმიდა სამება;
Verse: b        ახსენა არსთა მპყრობელი,   ინდომა მისი ამება;
Verse: c        ქართუელნი იხსნა თურქთაგან,   დასწყვიტა ცრემლთა თქამება,
Verse: d        სამოთხე დაისაკუთრა   მით, რომ თავს იდვა წამება.


Page of edition: 9 




Strophe: 30  
Verse: a        ბაგრატ კურატმა სიმჴნითა   საქმე ქნა დევთა სადარი.
Verse: b        ჟამნი გარდაჴდენ, მისებრი   აღარ იხსენა სად არი.
Verse: c        ქუთათის ყოვლაწმიდისა   მანვე შეუმკო სადარი,
Verse: d        და ჰქმნა შეძლება ღთისაგან   და საფარველი სადარი.






Strophe: 31  
Verse: a        ყოველთა იცით სიდიდით,   თუ რა ქნა იმან და ვითა;
Verse: b        სხუა დიდნი მოსრნა მეფენი,   ურიდლათ იმან დავითა;
Verse: c        სარწმუნოებით სავსემან,   არ გასცა იმან დავითა;
Verse: d        მრავლად აშენა საყდარი,   არა ქნა იმან დავითა.






Strophe: 32  
Verse: a        თამარ მეფემან სიწყნარით   მოირთო ყოვლი რიგია;
Manuscript page: 21   Verse: b        თავი მამაცად მოირთო,   უნდოდა არ დარიგია,
Verse: c        გლახათა მისცის უზომო,   თქუა: "სულსა მით მოვიგია".
Verse: d        სამოთხე ჰპოვა უთუოდ, მისი   სამყოფი იგია.






Strophe: 33  
Verse: a        იტყოდიან: "ქალმან ჴმალი   სამესისხლოდ ვით მოლესა.
Verse: b        საჴელმწიფო, ტახტ გუირგუინი   მას შეჰფერობს ", -- აგრე თქუესა.
Verse: c        ჩინ მაჩინს და იმა მაშრიყს   აქებდიან მისსა ზნესა.
Verse: d        მის ჟამშია საქართველოს   ლომთაც ვერა დააკლესა*






Strophe: 34  
Verse: a        სხუანიც გარდაჴდენ მრავალნი,   სახელოანნი მეფენი;
Verse: b        წავიდეს, გავლეს სოფელი;   ოჴრად დააგდეს სეფენი;
Verse: c        უხუნი, გუნება მდაბალნი,   არ სიჩქარითა მცქეფენი.
Verse: d        აწ გამიგონეთ, მსმენელნო,   ვის უქო სიიეფენი.






Strophe: 35  
Verse: a        უნებლად გავლეს სოფელი,   ტახტი დასცალეს მათითა;
Verse: b        ვერა ირგეს რა, საწუთრომ   ბოლოს გაჰჴადა დაგითა;
Verse: c        ვის შიში ჰქონდის უფლისა,   ევედრის ტურფა ბაგითა;
Verse: d        აქ დარჩა მათი საჭურჭლე,   ვის გესმით, თუალნი* აგითა.


Strophe: N.  
Verse: n.4/c     
დედანში -- სა~ღთოდ *
Verse: n.7/b     
მელეგსე *
Verse: n.7/b     
მისცვდების *
Verse: n.7/c     
დედანში -- ლექ *
Verse: n.12/b     
იკრის *
Verse: n.13/a     
ვიტყუა *
Verse: n.16/a     
დედანში -- ღ~თი. *
Verse: n.16/c     
მიწყი *
Verse: n.20/a     
დაკდების *
Verse: n.21/a     
ღ~თო *
Verse: n.21/d     
აქს *
Verse: n.22/a     
ღ~თო *
Verse: n.26/a     
დედანში -- ჩერგეზი *
Verse: n.26/a     
დაიონვარა *
Verse: n.26/a     
თაფანტა *
Verse: n.26/c     
კუითინი *
Verse: n.28/b     
ვინც ვინ *
Verse: n.28/d     
დათამამა *
Verse: n.33/d     
დედანში -- დაკლესა *
Verse: n.35/d     
თულნი *



Next part



This text is part of the TITUS edition of Peshangi, Shahnavaziani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.