TITUS
Kartlis Cxovreba II
Part No. 3
Previous part

Part: III  
Page of ed.: 45  
Line of ed.: 10  
მეორე ქმრის ამბავი


Line of ed.: 11        თამარ სუე-სჳანისა ჴელმწიფისა იმატებენ ზარნი, ლაშქრობენ მოყმენი, არს
Line of ed.: 12     
მარჯუება, სიხარული, სიყუარული, შუება და ნადირობა მთათა და ბართა, გარნა
Line of ed.: 13     
წუხდეს და იურვოდეს შეეჭირნენი უწაღმართობისა და შვილის-უსმელობისანი. და
Line of ed.: 14     
ვითარ მოეცვა შჳდივე ესე სამეფო შეჭირვებასა ესევითარისა საქმისასა, პოვეს ღონე
Line of ed.: 15     
განგებითა ღმრთისათა, რომელი აღამაღლებს მდაბალთა და შემუსრავს ლაღთა,
Page of ed.: 46   Line of ed.: 1     
რომელი ბრძანებს წმიდასა შინა სახარებასა: "არა რომელთა მე გამომირჩიონ, გარნა
Line of ed.: 2     
რომელნი მე გამოვირჩივნე". და ვითარ იტყჳს დავით, რომელსა აწ სათნო ეყო
Line of ed.: 3     
გამოჩინებად: "უმცირეს ვიყავ მე ძმათა ჩემთა და უმრწემეს სახლსა მამისა ჩემისასა, ხოლო
Line of ed.: 4     
თავადმან უფალმან მოიღო და მცხო ზეთითა ცხებულისა მისისათა" და შემდგომი.

Line of ed.: 5        
იყო სახლსა შინა დედოფლისა რუსუდანისსა მოყმე ეფრემის ძეთაგანი, რომელ
Line of ed.: 6     
არიან ოვსნი, კაცნი მძლენი და ძლიერნი ბრძოლასა შინა ესე დედოფალსა რუსუდანს,
Line of ed.: 7     
ვინათგან თჳს ეყვოდა მამის დისა მისისა დავითის ასულისა ოვსეთს გათხოვილობისა
Line of ed.: 8     
მიზეზითა მოიყვანა საზრდელად სახლსა შინა მისსა და იხილეს მუნ
Line of ed.: 9     
მიმავალთა და წამომავალთა, რამეთუ მოყმე იყო ფერ-ნაკუთად კარგი, ბეჭ-ბრტყელი,
Line of ed.: 10     
პირად ტურფა და ტანად ზომიერი, ორთავე კერძოთა გუართაგან საჴელმწიფო.

Line of ed.: 11        
ჰკადრეს და მოაჴსენეს დედოფალსა რუსუდანს მკჳდრთა ამის სამეფოსათა, იგი
Line of ed.: 12     
განაღამცა ნებისა დამრთავი, ვაზირთა და დიდებულთა თანაშემწე-ქმნითა მომჴსენებელ
Line of ed.: 13     
და მოაჯე ექმნეს თამარს, მეტყუელნი ამისნი: უკუთუმცა არა იყო ზენა განგება მისსა
Line of ed.: 14     
მოქმედებასა შინა, ჰხედავს შარავანდედობა თქუენი, თუ რაოდენნი რაოდენგზის მოყმენი,
Line of ed.: 15     
შვილნი ჴელმწიფეთანი -- ბერძენთა და ჰრომთანი, სულტანთა და სკჳთთანი, სპარსთა
Line of ed.: 16     
და ოვსთანი, \ მცდელნი, სამართალთაებრ უკუნ-არღჳვნა არშემძლეობამან თჳნიერ
Line of ed.: 17     
ბრძანებისა საუფლოსა".

Page of ed.: 47  
Line of ed.: 1        
მაშინ თამარ, მინდობილმან მამის დისა მისისამან მშობლისა სახედ და მისგან
Line of ed.: 2     
დიდად წყალობიანთა ლაშქართა და სპათამან ესრეთ თქუა მბრძანებელმან: "მოწამე
Line of ed.: 3     
არს ჩუენდა ღმერთი, აროდეს ყოფილა გული ჩემი მოწადინე ქმროსნიბისა, არცა
Line of ed.: 4     
პირველ არცა აწე, თუმცა არა მოსვლოდა უწაღმართობა ჩემი საყდარსა, რომელი
Line of ed.: 5     
რწმუნებულ არს ჩემდა პირველ ღმრთისაგან და შემდგომად მშობელთა ჩემთაგან, აწცა
Line of ed.: 6     
ამისი ვარ მოაჯე".

Line of ed.: 7        
მაშინ არ მომშუებელთა ჰკადრეს დედოფალსა და წარვიდეს დიდებულნი იმერნი
Line of ed.: 8     
და ამერნი, და წარმოიყვანეს დედოფალი და გაზრდილი მისი დავით, რჩეული ღმრთისა
Line of ed.: 9     
მის, და მოვიდეს სრასა დიდუბისასა, სანახებსა ტფილისისასა. და მუნ ქმნეს ქორწილი
Line of ed.: 10     
შესატყჳსი და შემსგავსებული ჴელმწიფობისა და სახელზეობისა მათისა. ვინათგან
Line of ed.: 11     
დედოფალი რუსუდან ყოვლითა სიბრძნითა სავსე მოქმედებდა: აქათ ბაგრატოანი ბაგრატოანითა
Line of ed.: 12     
გუარ-ზეობითა აწყობდა რიგთა სახლისათა, და ქუემოთ ხუარასნისა და
Line of ed.: 13     
ერაყისა სულტანთა სძლობითა გამეცნიერებული, მუნებრივითა სახიობითა და შუებითა
Line of ed.: 14     
მოქმედებდა მშუებელნი იხარებდეს, გლახაკნი განმდიდრდებოდეს; იყო ზმა მგოსანთა
Line of ed.: 15     
და მუშაითთა, სახიობათა მჭურეტელნი იყო რაზმთა სიმრავლე და სრულ-ქმნა ამასა
Line of ed.: 16     
შინა. მითხრობად შეუძლებელ არს, თუ ვითარსა ბედნიერობასა, სჳანობასა დღეკეთილობა
Page of ed.: 48   Line of ed.: 1     
თამარისი დავითის, მოყმისა დავითიანის, თანა ბედნიერ, და განმარჯუებულ
Line of ed.: 2     
ქმნა, და წაღმართ-წაღმართითა მით მითხრობითა წინამდებარითა [გეუწყოს].

Line of ed.: 3        
ესე დავით წელიწდის მოქცევამდე ესრეთ წაეჯობინა ყოველსა მშჳლდოსანსა ცხენისანსა
Line of ed.: 4     
და მცურავსა, \ მოასპარეზესა, მწიგნობარსა და ყოველსა ნასწავლსა ჴელთა სიკეთითა, ვითა
Line of ed.: 5     
დღეს ჩანს, რომელ შინათ ვინ ყოფილა მისი მსწავლებელი და თანა
Line of ed.: 6     
მოსწავლე, და თუ გარეთთა ქუეყანათა მოსრულა, ვერავინ სადა გამოჩენილა მისებრი.

Line of ed.: 7        
შემდგომად ამისსა, მშჳდობისა და მტერთა მძლეობისა ამათისა, ოდესმე მოესმა,
Line of ed.: 8     
ვითარმედ რუსი იგი ძნელბედი და სუე-უსუეო წამოსრულა კოსტანტინეპოლით და
Line of ed.: 9     
მოსრულა ქუეყანად ეზინკისად, კარნუ ქალაქისად.

Line of ed.: 10        
და მას ჟამსა ნაცვალი მეჭურჭლეთა უხუცესისა, სჯულითა ბარბაროზი და ქცევითა
Line of ed.: 11     
ტარტაროზი, კეთილთა და ჰამოთა პატრონთაგან სრულწყლიანი, საქმის მოციქულად
Line of ed.: 12     
წარავლინა საქმისა რასათჳსმე, და მას კარნუ-ქალაქსა მისვლასა შინა შეიყარნეს
Line of ed.: 13     
რუსი და იგი ერთად. [მიუ]დგეს იმიერნი, რათა [რუსი] სასახლესა შინა [შეყვანილ] ყონ;
Line of ed.: 14     
მისისა სარგებლისა მოწადინენი შეეხუეწნეს ამას დიდსა [მოციქულსა], რომელი აქით
Line of ed.: 15     
მისრულ იყო. მაშინ ცნეს ამის სამეფოსა კაცთა და უფროსღა ეშმაკმან, რომელი მარადის მბრძოლ
Line of ed.: 16     
არს ვითარ "განკჳრვებასა დავითისსა სიცრუე კაცთა გულებისა" და
Line of ed.: 17     
რომელნი თანაზიარ მეფობისა მათისა და უხუად და უგულსავსედ წყალობითა იყვნეს,
Line of ed.: 18     
მათცა ქმნეს საქმე ყოველთა ძუელთა გინა ახალთაგან უბოროტესი. უკეთუ ამას სამეფოსა
Page of ed.: 49   Line of ed.: 1     
განდგომად პატრონთა უნებელ ქმნილა რომელი, დაწყებითგან სოფლისათ არავის
Line of ed.: 2     
ოდეს სადა უნახავს წარმართებული და გამარჯუებული, გარნა ეგრეცა თჳსთა
Line of ed.: 3     
და ნატამალთა, შვილთა და ძმათა ამის სახლისათა მიზეზითა ქმნილა. გარნა ესე ვინა
Line of ed.: 4     
ანუ სით?

Line of ed.: 5        
პირველად მიერთო გუზან, პატრონი კლარჯეთისა და შავშეთისა, რომელი ძუელთა
Line of ed.: 6     
მეფეთა ტაოელთა დიდებულთა ადგილსა ზედა შეეწყალა პატრონსა. აქით ბოცო,
Line of ed.: 7     
სამცხისა სპასალარი და სისრულისაცა აღმატებით შეწყალებული, სხჳთა მესხითა
Line of ed.: 8     
დიდებულ-აზნაურითურთ, თჳნიერ ივანე ციხისჯუარელისა, რომელსა ყუარყუარეცა ეწოდების.
Line of ed.: 9     
ესე დამაგრდა თჳსითურთ მოკიდულითურთ, ვითარ \ გუარ ეყოდაცა მომგონებელსა
Line of ed.: 10     
სულასა ერთგულობისასა, რომელ ბაღუაშსა ზედა უერთგულა ბაგრატს. ვარდან
Line of ed.: 11     
დადიანი, მსახურთ-უხუცესი, ლიხთ-აქით პატრონი ორბეთის და კაენისა, ლიხთ-იქით
Line of ed.: 12     
ნიკოფსიამდის უცილობელად ქონებისა, და თჳთ ქუეშისა ციხესა მყოფი, მაგარსა და
Line of ed.: 13     
მტერთაგან უვნებელსა. ესე მცირედისა რასმე წარვიდა და მივიდა გეგუთს, რეცა პატრონისა
Line of ed.: 14     
წადილითა შეყარა ყოველი სუანეთი და აფხაზეთი, საეგროი, გურია, სამოქალაქო, რაჭა, თაკუერი
Line of ed.: 15     
და არგუეთი. მომრთველმან სანიგთა და ქეშიგთამან აფიცა
Line of ed.: 16     
რუსისა გამეფებისა და მისის მეფე-ყოფისათჳს დიდებულნი და ლაშქარნი ქუეყანისანი.

Line of ed.: 17        
გაგზავნა ლაშქარნი ქუეყანისანი და მივიდეს გუზანისად. მუნით წარმოვიდა რუსი,
Page of ed.: 50   Line of ed.: 1     
და შეყრილთა მიჰმართეს სამცხესა. და მიეგება ბოცო და ვინცა მისი მიმდგომი იყო.
Line of ed.: 2     
და გარდამვლელნი მთისანი მივიდე გეგუთს. ჵი ღაღადი დიდი და განსაკჳრვებელი
Line of ed.: 3     
კაცთა ცნობისა! ვინა ანუ ვისიღა მოსაყდრე საყდარსა დაჯდა დავითიანსა?

Line of ed.: 4        
მაშინ თამარ, ქალაქსა მყოფი, უსახურისა და უაზრავისა საქმისა განკჳრვებული,
Line of ed.: 5     
პირველად მომხადველი ჩუეულებისაებრ ზენათა წყალობათა, მბრძანებელ ექმნა ყოველთა
Line of ed.: 6     
ერისთავთა ერთგულთა, ვინაცა შემოკრბეს სპასალარნი და დიდებულნი ჰერეთით,
Line of ed.: 7     
კახეთით, ქართლით, სომხითით და სამცხით. მკჳრნეთა საქმითა ჰკადრეს ფიცით
Line of ed.: 8     
არა მათგან ნებადართულობა საქმისა, და ვითა შეაჯერეს უმათოდ ქმნილობა, მჴეცებრ
Line of ed.: 9     
განმჴნდა გული მათი ერთგულობისათჳს და თავისა საწამებელად დადებისათჳს. და თჳთ
Line of ed.: 10     
თამარ ჴელითა საუფლოთა და სიტყჳთა ოქრო-ნექტარითა მრავალგზის მართლად
Line of ed.: 12     
იკითხვიდა მიზეზსა მკჳდრთა მისთაგან. \ ოდესმე თევდორე პატრიაქსა და ანტონი
Line of ed.: 13     
ქუთათელსა, რომელი-იგი ოდენ დარჩა მას ჟამსა ერთგულად ლიხთ-იმერით, სისხლთა
Line of ed.: 14     
დათხევამდის, და სხუათა ეპისკოპოსთა გზავნიდის, ოდესმე შინაურსა ეჯიბსა და მესტუმრესა,
Line of ed.: 15     
და მათგან ვერას პირის მპოვნელი.

Line of ed.: 16        
მაშინ შეკრბა კრებული ღმრთის მბრძოლი, აღიღეს მახჳლები და წათები, წარმოემართნეს
Line of ed.: 17     
პატრონსა ღმერთ-შემოსილსა ზედა. ნახევარნი თჳთ მეფე-საგონებელითურთ
Page of ed.: 51   Line of ed.: 1     
გარდამოვიდეს მთითა ლიხისათა: ამწყუედელნი და ამაოჴრებელნი ქართლისანი მოვიდეს
Line of ed.: 2     
ნაჭარმაგევამდის და გორამდის. და ნახევართა, დადიანთა წინაძღომითა, გარდაიარეს
Line of ed.: 3     
რკინის-ჯუარი და ჩავიდეს ციხის-ჯუარს და დაწუეს ქალაქი ოძრჴე. მუნ შეიყარნეს
Line of ed.: 4     
ბოცო და მესხნი, ვინცა იყვნეს მიმდგომნი მათნი. და განმგებელთა ესევითარისა
Line of ed.: 5     
საქმისა, ღმრთისა უკითხავად, შვილთა მზეგრძელ უქმეს. რამეთუ გააგეს პირველად
Line of ed.: 6     
აღება ჯავახეთისა, თმოგჳსა და ახალქალაქისა, კუალად თრიალეთისა და სომხითისა,
Line of ed.: 7     
ვინათ\გან ქურდვაჭრისა იქით გასდგომოდავე ყოველი სომხითი: ივანე ვარდანის-ძე,
Line of ed.: 8     
პატრონი გაგისა; მაყა, პატრონი კაიწონისა კაენი( თჳთ ვარდანისი იყო), სხუანი მის.
Line of ed.: 9     
ქუეყანისა აზნაურისშვილნი, თჳნიერ ზაქარია ვარამის ძისა; იგი კაცი ერთგული იყო
Line of ed.: 10     
და ჭაბუკი გამოცდილი. ამათ ყოველთავე აგარათა შეყრა გააგეს და მუნიდაღმა მათ
Line of ed.: 11     
და ზემო-ქართლის მყოფთა კართა ქალაქისათა მოსლვა, სადა-იგი იყო მზე-მზეთა,
Line of ed.: 12     
ნათელი ნათელთა, ტარიგი უმანკო, მსგავსი ქრისტესი, მშჳდითა მით დავითიანებრითა
Line of ed.: 13     
გონებითა მინდობილი ზენასა მას განგებასა იმედისა მდებელი წყალობათა მისთა
Line of ed.: 14     
გულმოწყალეთა.

Line of ed.: 15        
მაშინ უბრძანა \ ამირსპასალარსა გამრეკელსა და ოთხთა მჴარგრძელთა და სხუათა
Line of ed.: 16     
იორელთა, ზემოთა და ქუემოთა, წასლვა და მიგებება წინა ქუეყანასა ჯავახეთისასა
Line of ed.: 17     
და მუნვე ცნობა ძალისა მათისა, უფროსღა ცნობა ძლიერებისა მართლმსაჯულობისა
Line of ed.: 18     
ღმრთისასა. და მივიდეს მტკუარსა ზედა, ვინათგან იგინიცა მუნვე მოსრულ იყვნეს.
Line of ed.: 19     
და მიერთნეს მესხნიცა, ერთგულად დარჩომილნი; და აქით ესენი მისრულნი მტკუარსა
Line of ed.: 20     
ზედა, და იგინი მუნით ჴიდსა ზედა შეიბნეს.

Page of ed.: 52  
Line of ed.: 1        
და შეიქმნა ომი და სროლა. მას დღესა სიღამემან და წყლის შუა-ყოფამან
Line of ed.: 2     
გაჰყარნა. ვითარ შეღამდა, შეიარნეს და ზრახვა-\ყვეს, ვითარმედ: "ვხედავთ მჴეცთქმნილობასა
Line of ed.: 3     
ამათ ლაშქართასა, და ვინათგან არა გუაქუს ძალი და ღონე შებმისა, აწ
Line of ed.: 4     
მივრიდოთ სიმაგრისაკენ და მუნიდაღმა ღონითა ვეცადნეთ ღალატსა და ძლევასა".
Line of ed.: 5     
სიქველისა მომნიჭებელმან თამარის კერძთა ლაშქართა ამცნო გულ-უყოვნელ
Line of ed.: 6     
ქმნა შებმისა და დევნა-ყოფისა. და გამვლელთა ჴიდისათა მიმართეს მთასა ტორნაძიად
Line of ed.: 7     
სახელდებულსა, ღონედ სიმაგრისა საძებნელად და, ვეღარა მუნ დამდგმელთა, გარიდეს
Line of ed.: 8     
და მიიწივნეს ველსა ნიალისასა და წყალსა ხინგრისასა; თმოგუსა და ერუშეთს შუა
Line of ed.: 9     
შეიქმნა ომი, ვითა ხუდებოდა რჩეულებსა იმერთა და ამერთა მოყმეთასა, რომელი კმა
Line of ed.: 10     
იყო ძუელთაცა გოლიათთა და ჭაბუკთა ომად, რომელთა ზედა მოვიდოდეს ქუეითთა
Line of ed.: 11     
სიმწუავენი და მოკუეთილებანი ისრისანი, მფეთებანი ჴრმალთანი და მხეთქელობანი
Line of ed.: 12     
ჰოროლთანი. და განგრძობასა შინა ჰომთასა მიეცა ძლევა ბუმბერაზთა და მოყმეთა
Line of ed.: 13     
თამარისთა, და გაქცეულნი რომელნიმე დაიპყრნეს, დაჴოცეს და ტყუე-ყვეს. ამათ
Line of ed.: 14     
არა ევნო არცა სიკუდილითა, არცა დაკოდითა, თჳნიერ რომელ ივანე სარგისის ძე
Line of ed.: 15     
დაკოდეს.

Line of ed.: 16        
შემოქცეულთა მხიარულითა პირითა და განათლებულითა გულითა თავისუფალ
Line of ed.: 17     
და უდევნელ ყვნეს იგინი ქენებისა და პატრონისავე არა დაკლებისათჳს. და მოვიდეს.
Line of ed.: 18     
წინაშე ღმრთივ-გჳრგჳნოსნისა მეფისა და მეფეთ-მეფისა. მიმცემელმან ღმრთისა
Line of ed.: 19     
მიმართ ჯეროვნისა მადლობისამან ნახნა მოყმენი მისნი პირითა ბრწყინვალითა,
Page of ed.: 53   Line of ed.: 1     
თუალითა ტკბილითა და გულითა დაჯერებულითა ვინაცა ცნეს ესე პირველ მახარობლისა
Line of ed.: 2     
მოსლვითა, სარგის ვარამის ძისათა, ზრახვა ყვეს რომელნი მყოფ იყვნეს.
Line of ed.: 3     
მის წინაშე; თჳთ ჭიაბერი მანდატურთ-უხუცესი, ჰერნი და კახნი, დიდებულნი და
Line of ed.: 4     
აზნაურნი, თანადართვითა ყივჩაყთათა, და შეყრილთა ქართლისა ერისთავისა და ქართველთა
Line of ed.: 5     
დიდებულთა, წინაძღუანვითა დავით მეფისა სჳანისათა, დასხმა [ყვეს] ქართლს
Line of ed.: 6     
მყოფთა, რომელთა მიერთნეს ვიეთნიმე ქართველნიცა და სიმრავლე ყოვლისა კავკასიისა
Line of ed.: 7     
და მთეულობისა.

Line of ed.: 8        
და ვითარ აგრძნეს მათ ამოწყუედა და გაქცევა ზემოთა ლაშქართა, მსწრაფლ
Line of ed.: 9     
იქმიეს გარდავლა. და შემოქცეულთა და მოსრულთა წინაშე თჳთ თამარისა ჰკადრეს.
Line of ed.: 10     
გასლვა სომხითით და მიმართება ურჩთა და განდგომილთა მეფობისა მისისათა. დამორჩილდა
Line of ed.: 11     
ქრისტე-შემოსილი ჴელმწიფე, შემეცნებული ღმრთისა წყალობა
Line of ed.: 12     
აურაცხელობითა.

Line of ed.: 13        
ვინა ესეცა უწყოდეთ, რომელ წურთათა ღმრთისათა სივრცე დიდ ფრიად არს;
Line of ed.: 14     
რამეთუ კეთილთა და კეთილ-გაეგონეთა ნიშთა აღჩენითა სწურთის კეთილად-დართვითა,
Line of ed.: 15     
ძლევა-მინიჭებითა. ღამეთუ \ კეთილისა სულისათჳს ღმრთის-მოყუარე და თჳსად
Line of ed.: 16     
მისი არს, ვითარ იტყჳსცა დღე ბერძენთა ხედვისა პლატონ: "კეთილი კეთილთათჳს
Line of ed.: 17     
არს კეთილ, ვინა იგივე კეთილი ბოროტთათჳს ბოროტ".

Line of ed.: 18        
ხოლო აწ ჴამს და უფროსღა გაგონება ნათქუამთა მათ დაუვიწყებად და ხედვა
Line of ed.: 19     
ზენათა წყალობათა, რათა დავჰყოთ თუალი იგი ამათ ესევითართა წყალობათა
Line of ed.: 20     
განგრძობითა.

Page of ed.: 54  
Line of ed.: 1        
ხოლო აწ ვინაცა ცნეს განდგომილთა შერისხვა. ღმრთისა მათთანათა თჳს-თჳსთა
Line of ed.: 2     
რომელნიმე დამგდებელ იქმნეს აწ ციხეთა და სიმაგრეთა და უწინარეს სჯულისანიცა.
Line of ed.: 3     
ვინათგან თამარსა ზედა ესევითარი უსახური საქმე კადრეს; რომელნიმე მოვიდეს
Line of ed.: 4     
ყელ-საბელ მობმით; რომელნიმე მკლველ ექმნეს თავის ბიძასა, და ეგრეთ მოვიდეს. და
Line of ed.: 5     
მუნცა იქმნა ჩუეულებითი გამარჯუება. შემოქცეული დგა ჭალასა აგარათასა. მონადირე
Line of ed.: 6     
და მონადიმე, მხიარული და შემწყალებელი ერთგულთა და საკუთართა მისთა.

Line of ed.: 7        
შეიწყალა ზაქარია ვარამის ძე. და უბოძა გაგი ქურდვაჭრითა განძამდის მრავლითა
Line of ed.: 8     
საკუთარითა და მრავლითა სანახევროთა ქალაქებითა, ციხეებითა და სოფლებითა.
Line of ed.: 9     
შეიწყალეს და უბოძეს სარგისის ძესა ივანეს პირველად მსახურთუხუცესობა,
Line of ed.: 10     
ჴელი შინაური და საპატიო, და კაენი და კაიწონი გელაქუნით და სხჳთა მრავლითა
Line of ed.: 11     
სახარაჯოთა ქალაქითა და ციხითა. შეიწყალნეს და დალოცნეს; სხუანიცა დიდებულნი
Line of ed.: 12     
მრავალნი, და შექცეულთა მიმართეს სახლთა მათ და ნატამალთა ნაჭარმაგევსა.

Line of ed.: 13        
და ლიხთ-იმერთა დიდებულთა, შემნანებელთა შეცოდებისათა და მოაჯეთა შენდობისათა,
Line of ed.: 14     
ითხოვნეს ცხოველნი ხატნი და თჳთ დედოფალი რუსუდან მათ წინაშე საყოფელად,
Line of ed.: 15     
კათალიკოსი, მანდატურთ-უხუცესი, და სხუანი ეპისკოპოსნი შინაურითურთ
Line of ed.: 16     
სახელდებულით. ვინაცა გარდამოვიდეს სუანი დიდებულნი და მეჴევენი და გარდამოიტანეს
Line of ed.: 17     
რუსი, მეფე-ყოფილი, და მისცა დედოფალმან სიმტკიცე პირველად რუსის
Line of ed.: 18     
უვნებელად გაშუებისათჳს, და მერმე მის ჟამისა შეცოდებისათჳს არას შენანებისა და
Line of ed.: 19     
წარმოძღუანვებითა დედოფლისათა მოვიდეს ნაჭარმაგევად და რუსი, ივანეს მისანდობელად
Line of ed.: 20     
მთხოველი, წარვიდა, მასვე მისსა სუე-უბედურსა გზასა გაემართა. და შეიქმნა
Line of ed.: 21     
მშჳდობა, სიხარული და ერთობა, რომელი არაოდეს სადა ვის უხილავს. და "ერთბამად
Page of ed.: 55   Line of ed.: 1     
მოვდეს ლომი და ჴარი, და იხარებდეს ვეფხი თიკანთა თანა, და მგელი ცხუართა
Line of ed.: 2     
თანა". განდიდნა სახელი თამარისი ყოველსა ზედა პირსა ქუეყანისასა. და ლაშქრობდა
Line of ed.: 3     
დავით ბრძანებითა და გამორჩევითა თამარ სუე-ალექსანდრიანისათა და იმარჯუებდა
Line of ed.: 4     
შეწევნითა ზეგარდამოთა.

Line of ed.: 5        
და ამას შინა მიიცვალა გამრეკელი ამირსპასალარი, და თმოგჳსაგან კიდე არა
Line of ed.: 6     
დააკლეს შვილთა მისთა. მაშინ უბოძეს ამირსპასალარობა ზაქარიას მჴარგრძელსა,
Line of ed.: 7     
ძესა სარგის ამირსპასალარისასა, მჯდომსა სომეხთა მეფისა ადგილსა, პატრონსა ლორისასა.
Line of ed.: 8     
მოუმატეს ქალაქიცა რუსთავი მოყმესა ღირსსა სპასპეტობისასა. და ჭიაბერსა მანდატურთ-უხუცესსა
Line of ed.: 9     
მოუმატეს და უბოძეს ჟინვანი ქალაქი და ციხე, მრავლითა მთიულეთითა.
Line of ed.: 10     
და შეიწყალეს სარგის ვარამის ძე, დალოცეს და უბოძეს თმოგჳ, და ქუემოთ წირქუალელნი,
Line of ed.: 11     
ზარტიბის ძენი, გრიგოლოს ძენი, ჭიაბერის ძენი და მახატლის ძენი, და
Line of ed.: 12     
თავნი კახეთისანი თორღას ძენი -- შეიწყალნეს თჳთოეულნი თჳსითა წესითა: რომელნიმე
Line of ed.: 13     
ახლად დალოცვითა, რომელნიმე მომატებითა; ეგრეთვე ქართველნი, სომხითარნი,
Line of ed.: 14     
თორელნი, მესხნი და ტაოელნი.

Line of ed.: 15        
ვინაცა გუზან პირველითგანვე წარმწყმედელი თავისა, აწცა გამტანელი ტაოსკარისა,
Line of ed.: 16     
ვაშლოვანისა და სხუათა ციხეთა მრავალთა, წარვიდა ქუეყანასა შაჰარმენისასა,
Line of ed.: 17     
და სამძივარი სხჳთა აზნაურისშვილებითა, რომელთა თანა იყო მეღჳნეთ-უხუცესიცა,
Line of ed.: 18     
სეფე-შვილად კლარჯეთისა და შავშეთისა, და გავიდეს მთასა კოლისასა. მოეგებნეს.
Line of ed.: 19     
წინა ზაქარია ფანასკერტელი და \ ძინიელნი, კალმახლელნი, ყრმანი კარგნი და პატრონისაგან
Line of ed.: 20     
შეწყალებულნი. და შეყრასავე თანა ცნეს გუზანის შვილისა და შაჰარმენის.
Line of ed.: 21     
ლაშქრითა მისლვა გუზანის ცოლისა და შვილისა წარსხმად და ციხეთა შინა თურქთა
Page of ed.: 56   Line of ed.: 1     
შეყენებად. დაღაცათუ ლაშქარნი დიდნი იყვნეს და პატრონნი თორმეტისა დროშისანი
Line of ed.: 2     
და ესენი მცირენი, და მჴსენებელთა ქრისტეს სჯულისათა და თამარის ბედისა და
Line of ed.: 3     
სიმართლისათა შებმა ყვეს და სიდიდითა მათითა და სიკეთითა დიდად დაჭირვებული
Line of ed.: 4     
ომი გარდაიჴადეს. ბოლოდ, მათთა გამქცეველთა და ამომწყეუედელთა, ჴელთამყრელთა
Line of ed.: 5     
გუზანის ცოლ-შვილთა. თანაშემოქცეულთა აიხუნეს ციხენი და სიმაგრენი. და კუალადმგებელნი
Line of ed.: 6     
ქვეყანისანი მოიწივნეს წინაშე თამარისა, რომელმან მიჰფინა ნათელი
Line of ed.: 7     
წყალობისა და გარდაიჴადა მადლი მოჭირვებისა და სიმჴნისა მათისათჳს, და დარჩეს
Line of ed.: 8     
ყრმანი სახელოანნი და პატრონი სარგებლიანი.

Line of ed.: 9        
და ამას ესევითარსა წყალობასა შინა ღმრთისასა ორნიღა მკლებიან წაღმართის
Line of ed.: 10     
გამოჩენილობანი; ილოცვიდეს მოქენენი, ღმრთისა და წმიდათა ხატთა მომჴსენენი
Line of ed.: 11     
პირმშოთა ძლიერებითა. ხოლო ვინათგან ჰყო\ფს წყალობათა "დამრეკელთა განღებისასა, და
Line of ed.: 12     
მთხოველთა ნიჭებისასა, და მეძიებელთა პოვნისათა, ვითარ იქმნა
Line of ed.: 13     
სარას ზე, გინა თუ რაქაელისსა, ანუ თუ ელისაბედისსა და უფროსღა ანნასსა და,
Line of ed.: 14     
ვიკადრო, მარიამისსა. მიუდგა თამარი განწმედილითა გონებითა და ტაძრისა ღმრთისა
Line of ed.: 15     
აღმსჭუალულისა სანთლითა სხეულისათა, მჴურვალითა გულითა და განათლებულითა
Line of ed.: 16     
სულითა ტაბაჴმელისა ბეთლემ -- მყოფელმან მუნ შვა ძე, სწორი ძისა ღმრთისა, და
Page of ed.: 57   Line of ed.: 1     
უწოდა სახელი ახოვნისა მის მამისა თჳსისა გიორგი, რომლისათჳსცა ყუავილი
Line of ed.: 2     
უკუდავთა ნაწილისა აღმოგუეყუავილა.

Line of ed.: 3        
ამას ესევითარსა მოხედვასა ღმრთისასა, სამებითა სრულისასა, პირველ დარჩომასა
Line of ed.: 4     
თამარისსა და აღმოშობასა ძისა გორგასლიანისასა რაც თქმად მიეგებოდა სახე
Line of ed.: 5     
სიხარულისა ანუ მადლობისა ღმრთისა? იხარებდეს, იშუებდეს, იმოთხვიდეს სამოთხესა
Line of ed.: 6     
შინა \ ამის საწუთოსასა, განმათავისუფლებელნი ტყუეთანი, შეეწირველნი ეკლესიათანი,
Line of ed.: 7     
მწირვებელნი მღდელთანი და მიმცემელნი მონაზონთანი, მოწყალენი გლახაკთანი,
Line of ed.: 8     
ერთბამად მადიდებელნი ღმრთისანი, მწყობელნი ეპისკოპოსთანი შჳდისავე სამეფოსა
Line of ed.: 9     
სპათა თანა. და თჳთ დედოფალმან რუსუდან, და გაზრდილმან მისმან მეფემან
Line of ed.: 10     
დავით, და დამან თამარისმან, და ყოველთა მეყოფთა ამის სამეფოსათა, მსგავსად
Line of ed.: 11     
მოგუთასა, ჴელ-ყვეს ძღუნებად და მინიჭე\ბად. მცნობთა გარეთ ბერძენთა მეფეთა,
Line of ed.: 12     
სულტანთა, ათაბაგთა და ამირათა სპარსეთისათა წარმოავლინეს ნიჭნი და განძნი
Line of ed.: 13     
კმა-საყოფელნი.

Line of ed.: 14        
და ესევითარსა ამას დღეკეთილობასა შინა იხილე ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა
Line of ed.: 15     
განწესებული ძედ მეფისა, მეფედ, შვილად ცხებულად დავითიასად. რამეთუ ოდეს
Line of ed.: 16     
დახატული ბუნებისაგან იშვა და წარმოიჩინა, მოაქუნდეს თჳს შორის ხატნი და სახენი
Line of ed.: 17     
თჳსთა დამსახთა მშობელთანი, და მნათობნი სცვიდეს მას, და ენთებოდა სული ზენისა
Line of ed.: 18     
სფეროისა, და მეტ-ბედი ბედსა ზედა და სჳანობა სუესა ზედა, მარჯუებანი უმეტესნი
Page of ed.: 58   Line of ed.: 1     
წარემატებოდეს შარავანდთაგან მამრჩობლებითა. ესევითარი, იქმნა გალაშქრება, რომელი არაოდეს
Line of ed.: 2     
ვისგან ქმნილ იყო ბაგრატოანისა.

Line of ed.: 3        
პირველად შემკრებელთა ბედსა და სუესა ზედა ლაშასა, რომელი განმანათლებელად
Line of ed.: 4     
სოფლისა ითარგმანა [აფსართა ენითა], მიჰმართეს ბარდავად, დიდად და ძუელად ქალაქად.
Line of ed.: 5     
ამომწყუედელთა არანისათა გამოიღეს დიდძალთა ომთა პირველ ნებროთისა ჰეროსის
Line of ed.: 6     
ძმისა ბარდოსისა მამული და შენებული. ავსილთა სიმრავლითა ტყუეთა და საუნჯეთათა
Line of ed.: 7     
აურაცხელთა ათავისუფლეს სამ-ბევრობა ტყუეთა დღეგრძელობისათჳს თამარისა
Line of ed.: 8     
და ძისა მისისა.

Line of ed.: 9        
მუნით გამომგზავრებულთა არცა თუ თჳსა ერთისა გამომსუენებელთა მსწრაფლ
Line of ed.: 10     
წარსრულთა ილაშქრეს არზრუმს, კარსა კარ\ნუ-\ქალაქისასა. და მუნ იყო სიმრავლე
Line of ed.: 11     
ომთა, წყობა ჰუნეთა და ხეთქება აბჯართა, რომლისა მეშუელად იყვნეს სურმანელი,
Line of ed.: 12     
კარელი და შიგნით სალდუხის ძე ნასრ-ადინ და ორნი ძენი მისნი ლაშქრისა სიმრავლითა,
Line of ed.: 13     
ქუეითისა და ცსენოსნისათა, უამრავითა. და ცისკრისა ბინდსა მისრულთა და
Line of ed.: 14     
დამწყებელთა ომისათა ღამისა ბინდმან ულხინა გაყრად. და ვითარ გამოჴდა ღამე
Line of ed.: 15     
იგი, და მოვიდეს ლაშქარნი უთუალავითა და მიუწდომელითა ალაფითა. და შიგნით
Line of ed.: 16     
მეყოფნი, ვითარცა მჴეცნი, იღრჭენდეს კბილსა მათსა და წუერსა იფხურიდეს მხილველნი
Line of ed.: 17     
ვინმე ცოლთა დატყუევებულთანი, და ვინმე შვილთა, და ვინმე სიმრავლესა
Line of ed.: 18     
ჯოგისასა და რემისასა, და მთქმელნი ესრე ტიროდეს: "ვინა ჩემდა ესევითარი შერისხვა,
Line of ed.: 19     
და ვინათგან არაოდეს გჳხილავს ტომი ქრისტიანეთა სანახებსა საყოფელთა ჩუენთასა".

Page of ed.: 59  
Line of ed.: 1        
და ვითარცა განთენდა, ჰკრეს ბუკთა და დაბდაბთა, და შეიქმნა ზაჰმი ქალაქთა
Line of ed.: 2     
შინა. დამსკუნელნი სისხლთა მათთა დათხევისანი გამოვიდეს ბჭეთა ქალაქისათა,
Line of ed.: 3     
გააწყუეს რაზმი ქუეითისა და ცხენოსნისა; წარმოდგეს ბანსა ზედა და შუკთა შინა
Line of ed.: 4     
ისრის მსროლელნი და ქვის მსროლელნი. და ვითარცა იხილა მეფემან დავით და
Line of ed.: 5     
სპათა მისთა გულ-მყარად გამოსრულება მათი, ითხოვეს საჭურველი და აღსხდეს რაშთა,
Line of ed.: 6     
ამხმელნი ჰოროლთანი. აჰა მისლვასავე დასტეხეს. სახედ მეხის-ტეხისა, აღიხუნეს და
Line of ed.: 7     
ჰკრეს. და დაჯერებულნი თავის კატობასა შეიხუეწნეს ჯარითა, ამწყუედელნი ერთმანერთისანი
Line of ed.: 8     
და რცხუენილნი ცოლთაგან, საკიცხელ და სანერწყუავ იქმნეს ბიბთა
Line of ed.: 9     
ელიმთა და ხადუმთაგან, მკილენი და მგინობარნი მუჰმედის რჯულის-მდებლობისანი.
Line of ed.: 10     
და შემოქცეულნი მეფე დავით და ლაშქარნი მისნი \ მოვიდეს მხიარულნი ქუეყანადვე
Line of ed.: 11     
თჳსად, მუნით ძლევა-შემოსილნი და აქათ მნახავნი თამარის საშოთ მთიებისა აღმობრწყინვებულისა
Line of ed.: 12     
იაკობის ვარსკულავისანი, რომელმან იზმნა სუენი, იზმნა ძლევანი,
Line of ed.: 13     
იზმნა ნათელი.

Line of ed.: 14        
ხოლო მე მორიდეს განგრძობასა წყინობისასა მცონის დაგდებად ღუაწლი ომთა
Line of ed.: 15     
და მარჯუებათა უკანასკნელთა, უმჯობესთა პირველისათა. და მაიძულებელი გული
Line of ed.: 16     
აღძრავს ორღანოსა გონებისასა, რომელი არს ენა მეტეუელი და წარმომეტეუელი
Line of ed.: 17     
მთხრობლთა ესევითართა ოდესმე ჟამსა ერთსა შინა შეყრილნი გავიდეს გელაქუნად,
Page of ed.: 60   Line of ed.: 1     
და ჩაიარეს ხაჩიანი, და ჩავიდეს ქუეყანად ყარყრისისად, და მიუწიეს ბელაყნამდის,
Line of ed.: 2     
და მოარბიეს ყოველი არეზი და ამოიარეს კარი განძისა. და შეიქმნა კართა ზედა
Line of ed.: 3     
დიდი შუღლი და განაღამცა გააქცივნეს და შეიხუეწნეს ქალაქად, და ყარყრით შანქორამდის
Line of ed.: 4     
ექუსი დღე იარეს. და რომელი დღე გარდასრულა, თუმცა არა მოწეულ იყვნეს
Line of ed.: 5     
ლაშქარნი და არა შემობმოდეს? და ყოველგან ძლევა-შემოსილნი და მძლენი შემოიქცეს,
Line of ed.: 6     
და მოვიდეს სიხარულსა წინაშე ყოვლისა სოფლ\ისასა.

Line of ed.: 7        
და კუალად ლორიდაღმა წარვიდეხ ორნი ძმანი, სარგისის ძენი, ზაქარია ამირსპასალარი
Line of ed.: 8     
და მსახურთ-უხუცესი ივანე, მორბევად რაჴსის პირსა. და მუნით წამოსრულ
Line of ed.: 9     
იყვნეს ლაშქარნი დვინელნი, ბიჯნელნი და ამბერდელნი მეკობრობად და მზერად
Line of ed.: 10     
ქარავნისა. ვერ ცნეს ამათ, შეიყარნეს საშუალობასა გზისასა, ეკუეთნეს ურთიერთას,
Line of ed.: 11     
და უფროს ომისა და მჴნედ-ბრძოლვისა საქებელ იყო წამღებელი სულისა სიფიცხე
Line of ed.: 12     
ქველობისა მათისა. ავსებულნი და სახელოვანნი მოვიდეს წინაშე \ დავით სუე-ამაღლებულისა
Line of ed.: 13     
და თამარ ღმრთივ-დამყარებულისა.

Line of ed.: 14        
შემდგომად ამისსა კაენისა პატრონმან ივანე მსახურთ-უხუცესმან აწჳა დავით
Line of ed.: 15     
ლაშქრობისა ძალითა შესამართებად დიდსა და სასახელოსა: მოსარბეველად დიდისა
Line of ed.: 16     
გელაქუნისა, სპარსი-ბაზრისა და გორალაუქისა. მაშინ გაჰყვა მოყმე დღითი-დღე
Line of ed.: 17     
მატებული, წარმართებული და წაკუეთებული ომთა და ლაშქრობათა. დამსსმელთა
Line of ed.: 18     
აღიღეს ტყჳსა, ჯოგისა, აქლემისა, ზროსისა და ცხურისა სიმრავლე, შემსგავსებული
Line of ed.: 19     
ქვიშათა, და სადაცა ვის ლაშქარნი და მეშუელნი თავისა დედა-წულთანი გარდეკიდნეს,
Line of ed.: 20     
გააქცივნეს, ამოსწყჳდნეს და დაჴოცნეს. ვინაცა იავარ-მქმნელთა სპარსი-ბაზრისა
Page of ed.: 61   Line of ed.: 1     
სულტნის მოედანს შინა ჴელ-ყვეს სიხარულად და ასპარეზობად, რომელი-ესეცა აროდეს
Line of ed.: 2     
ვისგან ქმნილ იყო.

Line of ed.: 3        
ვინაიგან ოდესმე იგივე რუსი, ამის სამო, სამოთხისაგან ექსორია-ქმნილი, კაენისაებრ
Line of ed.: 4     
მკლვლელი არა ძმისა, არამედ თავისა თჳსისა, ვერცა ღირს იქმნა და მოიშალა სამოთხესა,
Line of ed.: 5     
ქალაქსა კოსტანტინეპოლის, ყოფისაგან ყოველგნით არა მტერ-აწყუედილი
Line of ed.: 6     
მეფე, არამედ სამბერველ-აწმუედილი მივიდა ათაბაგისა და მისგან აიღო არანის.
Line of ed.: 7     
ქვეყანისა სამეფო, შემსგავსებული სჳსა მისისა. მუნიდაღმან შემყრელი ლაშქართა
Line of ed.: 8     
განძისა და არანისათა მოვიდა ქუეყანასა კამბეჩანისასა და შიგნით მინდორი მოარბია,
Line of ed.: 9     
და აიღო სიმრავლე ტყჳსა და ნატყუენავისა.

Line of ed.: 10        
მაშინ ხორნაბუჯისა პატრონმან საღირ მახატლის ძემან ცნა ესე და შეიყარა
Line of ed.: 11     
მცირედითა ლაშქრითა და მიეწია სამითა შვილითა წამებად თავისა. არა თუ ორნი
Line of ed.: 12     
ერთისათჳს ლაშქრობდეს, და ათნი ერთისათჳს, და \ ოცნი ორთათჳს; გარნა მანვე
Line of ed.: 13     
სუემან და სიმართლემან თამარისმან დასცა რისხვა ღმრთისა უხილავი და, ვითარცა
Line of ed.: 14     
გედეონისგან გასმიეს, მცირედნი მიეწივნეს და გააქცივნეს, ჩამოყარნეს და დაჴოცნეს,
Line of ed.: 15     
ვინა რუსი ძლით-სამე გარდაიხუეწა.

Line of ed.: 16        
ხოლო ესეცა უწყოდით თქუენ, მსმენელთა, დაღაცათუ სამისოდ გაჭრით მჴეცქმნილთა
Line of ed.: 17     
მჴეცებრ აჩუენის ულმობელობითა უწყალო-ქმნა, გარნა იხილეთ თუ ვითარ
Line of ed.: 18     
ასატურფო და ანდამატებრივი მომზიდობა აქუს მჴეცთა გულებ\ისა, ოდესმე შარვაშეზ
Page of ed.: 62   Line of ed.: 1     
ლომისა ბოკუერი გამოეგზავნა, მათ გაეზარდეს. და ესდენ დიდი და საზარელი შეიქმნა,
Line of ed.: 2     
რომელ არცა ველური, არცა შინაური გაზრდილი არცა-ვის უნახავს მისი არაკი.
Line of ed.: 3     
რაჟამსცა დარბაზს მოიყვანიან, ესრეთ აქუნდა ტრელი, სურვილი და სიყუარული თამარ
Line of ed.: 4     
ღმრთივ-განათლებულისა, რომელ მრჩობლთა ჯაჭუთა მი- და მოცალებამან კაცთა კიდებისამან
Line of ed.: 5     
ვერ დაიჭირის, ვირე თავი უბეთა არა ჩაუდვის და ლოშნიდის, ვითარცა ძუელ
Line of ed.: 6     
ოდესმე მოწამეთა მეტაფრასები მოგჳთხრობს. და ოდესმე დაიჭირიან და დამაგრდიან,
Line of ed.: 7     
წყაროს მსგავსნი ცრემლნი გარდამოსთხივნის თუალთაგან, რომელნი დაალტობდეს
Line of ed.: 8     
მიწასა.

Line of ed.: 9        
ამას ესევითარსა მძლეველობასა მტერთა და მჴეცთასა, წინააღმდგომთა და ურჩთა
Line of ed.: 10     
დამჴობასა, შინათა და გარეთასა, გაჴდა შიში და ზარი, სახელი ოთხ-ბუნებათა და
Line of ed.: 11     
ოთხ-კუთხებათა სულისა ანგელოზებისა, აღმოსავლეთით დასავლეთამდე, ჩრდილოეთით
Line of ed.: 12     
სამხრამდის.

Line of ed.: 13        
ამას ჟამსა შინა მოიკლა ყიზილ-არსლან ათაბაგი, და აწ გასულტნებული, მუჰლიდთა
Line of ed.: 14     
მიერ. დარჩეს სამნი შვილნი ფალავანდისნი, მპყრობელად ყოვლისა სპარსეთისა, რომელთა
Line of ed.: 15     
მამისაგან და ბიძისაგან გაჰყოფოდეს ქუეყანანი \ ესრეთ: უფროსსა,
Line of ed.: 16     
ხუტლუ-ინანჩის, ერაყით ხუარასნამდის და ბაბილონამდის; და შედეგსა, ამირ-ბუბაქარს,
Line of ed.: 17     
ადარბადაგანი სომხითამდის; და უმცროსსა, ამირ-მირმანს, არანი გურგანის
Line of ed.: 18     
ზღჳთ გელაქუნის ზღუადმდე. ამას შინა, ვითარ არს წესი მრავალმთავრობისა, შეიქმნა
Page of ed.: 63   Line of ed.: 1     
შური და ჴდომა, და სძლია ამირ-ბუბაქარ და აოტა უფროსი ძმა, და დაჯდა ათაბაგად.
Line of ed.: 2     
და უმცროსი ძმა არანიდაღმან, ამირ-მირმან, შეესიძა შარვანშას. და თჳთ შარვანშას და
Line of ed.: 3     
მას ბელაყნის კარსა ზედა დაესხა და გააქცივნა, და თჳთ დარჩა გადიდებული და
Line of ed.: 4     
გალაღებული ჟამადმდე. ხოლო ვინათგან უღონო იქმნეს შარვანშა და ამირ-მირმან,
Line of ed.: 5     
რამეთუ მას ჟამსა შერისხვაცა მოიწია სახლსა ზედა შარვანისასა: "რომელი შეაძრწუნებს
Line of ed.: 6     
ქუეყანასა, შეახებს მთათა და აღკუმოლებს", შერყევით შეარყივნა და დასცნა
Line of ed.: 7     
ზღუდენი და ციხენი შამასიისანი; უჩინო იქმნეს ყოველნი მას შინა მყოფნი, რომელსა
Line of ed.: 8     
შინა წარწყმდეს შარვანშას ცოლი და შვილნი. და მსმენელთა ამისთა, მტყებელთა
Line of ed.: 9     
თავისათა, დამსხმელთა თავთა ნაცრისათა, აღიხილნეს თუალნი მათნი, და არავინ
Line of ed.: 10     
იხილეს მჴსნელი და მაცხოვარი მათი, გარნა ღმერთი მხოლოდ და ღმრთისაგან
Line of ed.: 11     
ღმერთ-ქმნილნი დავით და თამარ. წარმოავლინნეს მოციქულნი შემოსახუეწელად
Line of ed.: 12     
ძღუნითა ურიცხჳთა, თუალისა და მარგალიტისა. ფასდაუდებელისა წარმოგზავნითა,
Line of ed.: 13     
და მოაჯეთა და მოქენეთაცა ამისთა: "ვინათგან ძალ აქუს ძალსა თქუენსა და ბრძნივგამო\რჩეულებასა
Line of ed.: 14     
და სუესა ალექსანდრიანსა თქუენ თამარისასა, სიმჴნესა და სიქველესა
Line of ed.: 15     
თქუენ დავითიანისასა, უებრობასა ლაშქართა თქუენთასა აღებად ყოვლისა სპარსეთისა, -- მაშინ
Line of ed.: 16     
დასჳთ ასული თქუენი, ნათელი და შესატყჳსი ნაყოფი საამო მეცნიერებისა
Line of ed.: 17     
და ბრწყინვალება შარავანდთ-მკრთომელობისა თქუენისა, პატრონად ყოვლისა
Line of ed.: 18     
სპარსეთისაი.

Page of ed.: 64  
Line of ed.: 1        
მაშინ არა-მაღირსმან სიძობისამან \ უბრძანეს იმედი შუელისა და ჴელის-აპყრობისა;
Line of ed.: 2     
და განსცა ბრძანება და წარავლინა შიკრიკნი და მალე-მსბოლნი წუევად ლაშქრისა
Line of ed.: 3     
იმერით და ამერით. რამეთუ მას ჟამსა ძმა ყივჩაყთა მეფისა სევინჯისა სავალათი
Line of ed.: 4     
აქა იყო სამსახურად, დიდთა ლაშქართა შემყრელნი დადგეს დასოთა შინა, რომლისა
Line of ed.: 5     
სიმრავლითა აღივსნეს მტკურის პირი ალგეთის პირი კციის პირი და ქურდვაჭრის
Line of ed.: 6     
პირი, ესე ოთხნივე მდინარენი ტფილისით ყარლჩამდის.

Line of ed.: 7        
მაშინ მოვიდეს ამირ-მირმანი ფალავანდის-შვილი და აღსართან შარვანშა, ყოვლისა
Line of ed.: 8     
არანისა დიდებულითა და ჰულამითა. დადგეს ჴელმწიფენი სუე-სრულნი და
Line of ed.: 9     
ღმრთივ-აღმობრწყინვებულნი ჭალასა აგარათასა და პატივისმცემელთა ნების-მყოფლობისა
Line of ed.: 10     
მათისათა აწჳეს და მოიწჳეს დიდითა ზარითა და პატივითა დედოფალი რუსუდან;
Line of ed.: 11     
აქა რომელმანცა სახემან ანუ ვისმცა გონებამან და ენამან აღმოთქუნა ქებანი ზართა
Line of ed.: 12     
დიდებისათა, კარავთა და სარაფარდათა, კოშკთა და ფილოპატთანი, მოკაზმულობანი და
Line of ed.: 13     
შემკობილებანი ბესელიელებრნი გინა სოლომონიანნი ტაძრისა ღმრთისანი, რომელსა.
Line of ed.: 14     
შინა იხილვებოდა ღმრთისაგან ღმერთქმნილად, შორის ღმერთთა გამკითხველად
Line of ed.: 15     
ღმრთისა სახეობად, რომელსა მოესთულო სურნელება და შუება სამოთხისა, მოეფუტკრა
Page of ed.: 65   Line of ed.: 1     
ვარდბუტკობა, ყუავილ-მცენარეობა, ასფოდელ-ნარგისობა ილჳსიოს-ველის ნამორჩებთა?
Line of ed.: 2     
ანუ ვისეცა ქება მიხდომოდა დავითის მოყმისა, ბაყათარისა და თარხნისა
Line of ed.: 3     
მსგავსისა, ეფრემიანისა და დიდებულთა ბუმბერაზთა და მოყმეთა მსგავსთა როსტომისთა,
Line of ed.: 4     
და გივისითა.

Line of ed.: 5        
და შეიყარნეს ზრითა მით, გონებისა ზარგანჴდილითა, და შეიქმნა დარბაზობა.
Line of ed.: 6     
და დასხდეს ტახტსა ზედა ოქრო-ჭედილსა თჳთ თამარ, დავით და ძე მათი გიორგი,
Line of ed.: 7     
მადიდებელნი და მასახელებელნი ყოვლისა ულუმპიანობისა \ და შარავანდთ-მპყრობელობისა
Line of ed.: 8     
გუარფესუობისანი, და რომელთათჳს მოქალაქობისა მოქმედნი. ვითარ თქუას.
Line of ed.: 9     
სიტყუამან: "შევინანნე კაცნი ესენი", კაცთ-ზეშთამან კაცთმოყუარებამან კაცნი საყუარნი,
Line of ed.: 10     
მბაძნი დასაბამისა ღმრთის გამგებლობისა კაცთ-ქმნილობით კაცთა ჴსნისათჳს, შეწევნითა
Line of ed.: 11     
და ძალითა მის ზენას მკლავისათა იჴსნნეცა სიკუდილისა და ექსორიობისაგან
Line of ed.: 12     
მვედრნი და შემხუეწნი ფერჴთა მათთანი.

Line of ed.: 13        
პირველად რა გამოვიდეს ტფილისით ქალაქით, მიეგებნეს წინა ოვსნი და ყივჩაყნი
Line of ed.: 14     
ახალნი; და შემდგომად ამისა ჰერნი და კახნი; შემდგომად ქართველნი; და
Line of ed.: 15     
შემდგომად მესხნი და თორელნი, შავშ-კლარჯ-ტაოელნი; შემდგომად სომხითარნი;
Line of ed.: 16     
შემდგომად აფხაზნი და სუან- მეგრელ- გურიელნი თანა რაჭა- თაკუერ- მარგუელითურთ,
Line of ed.: 17     
და თჳთ კარვის კარსა ჴელისუფალნი და შინაურნი.

Page of ed.: 66  
Line of ed.: 1        
ხოლო ვინათგან შინაური და თჳსი იყო შარვანშა პირველად შემოვიდა იგი და,
Line of ed.: 2     
თაყუანისმცემელი, მოიკითხეს წესისაებრ და დასუეს თჳსსა ადგილსა. და შემდგომად
Line of ed.: 3     
მისსა მოვიდა ამირ-მირმან, მამულად ძმისწული სულტანისა, შვილი ფალავანდისი,
Line of ed.: 4     
და დედა მისი იყო ასული ინანჯანისი, ხუარასნის მემამულისა, რომელი აწ ცოლი
Line of ed.: 5     
იყო ტუღრილ სულტნისა. და მოიყვანეს პატივითა და ზარითა; მომკითხველთა დასუეს.
Line of ed.: 6     
პატივითა და შეიტკბეს, ვითარსა შვილი, მოყმე კარგი და შესახედავ- საყუარელი. და
Line of ed.: 7     
მოასხეს დიდებულნი, ზოგნი ელდიგოზისნი, ზოგნი შვილთა მისთანი, ათაყუანნეს და
Line of ed.: 8     
მოიკითხნეს შესატყჳსითა პატივითა.

Line of ed.: 9        
და შეიქმნა სიხარული გულისა მათისა მიუთხრობელი და მათ, განცჳფრებულ-ქმნილთა.
Line of ed.: 10     
ფიცითა დაამტკიცეს: "არა ნახულა კაცთა თუალთაგან, არცა წაგჳკითხავს.
Line of ed.: 11     
ძუელთა წერილთა შინა, გინა ახალთა, სახე თამარისი და მსგავსი \ ქცევითა ყოფისა
Line of ed.: 12     
მისისა" და მოეწონა თჳთ მეფე დავით და \ დიდებულნი და მოყმენი მათნი, და თქუეს
Line of ed.: 13     
მხიარულთა და იმედოანთა: "გავიმაგრნეთ გულნი ჩუენნი და აღვიძარცოთ კმაება
Line of ed.: 14     
შეჭირვებისა თუალთაგან ჩუენთა! ჭეშმარიტად ძალ-უც ჴსნა ჩუენი და კუალად-გება
Line of ed.: 15     
მამულადვე ჩუენდა".

Line of ed.: 16        
მაშინ ითხოვეს პური და შემდგომად პურობისა დაიდვეს ნადიმი, სიკეთე და
Line of ed.: 17     
სიტურფე გამოუთქმელი. იყო სიხარული და ზმა მგოსანთა და მოშაითთა. იგინიცა
Line of ed.: 18     
დამოსნა ძჳრფასითა შესამოსლითა, იგი ორნივე და ლაშქარნი მათნი. დამყოფელთა
Line of ed.: 19     
მსგეფსისა ერთისათა ჰქონდა ყოველთა დღეთა სიხარული: მათგან ძღუნობა, ამათგან
Line of ed.: 20     
ბოძება, ნადირობა და ბურთობა. რომლისათჳსცა ისმოდა ქება თჳთ ამირ-მირმანისი
Page of ed.: 67   Line of ed.: 1     
და დიდებულთა და ჰულამთა მისთა, ვითა: ერაყსა," ადარბადაგანსა და ერანს ამათებრნი
Line of ed.: 2     
მობურთალნი არ დარჩომილან".

Line of ed.: 3        
უბრძანა მეფემან ამირსპასალარსა მისსა ზაქარიას და მსახურთ-უხუცესსა ივანეს,
Line of ed.: 4     
ჰერეთისა ერისთავსა გრიგოლს და სხუათა მოყმეთა და ჩავიდეს მოედანს და მუნით
Line of ed.: 5     
ჩამოვიდა ამირ-მირმან მისითა დიდებულითა და მონითა, და თჳთ თამარ საჭურეტელად
Line of ed.: 6     
პირითა მით ბრწყინვალითა და ნათელთა-მოფენითა. ისლიმნი, დაჯერებულნი
Line of ed.: 7     
მეცნიერობისანი და მძლე-მბრძოლნი, მსწრაფლ იძლივნეს დავით მეფისა და მისთა
Line of ed.: 8     
მოყმეთაგან და შეიქცეს მლეულნი და მჭმუნვებელნი.

Line of ed.: 9        
ამა სიხარულსა და შუებასა შინა ეკაზმოდეს და ემზადებოდეს დამსკუნელნი შუღლისანი.
Line of ed.: 10     
და მოვიდეს და აცნობეს ათაბაგსა, ნახჭევანიდაღმან ყოვლისა სპარსეთისა
Line of ed.: 11     
შეყრითა მყოლსა. არანს მოსულსა, რომლისადა წარმოეგზავნა ხალიფას დროშა
Line of ed.: 12     
მისი და ლაშქარნი, რომლისა თავსა ზედა იყო ოქრო ათასისა \ ხალიფურისა.

Line of ed.: 13        
მაშინ შეკრბეს თამარს წინაშე ყოველნი ვაზირნი და \ სპანი და თჳთ შარვანშა.
Line of ed.: 14     
დამასკუნელთა მიმართებისათა უყოვნელ ყვეს დღენი ყოველთავე თჳთეულად თემთა
Line of ed.: 15     
და თჳთ შარვანშა და ამირ-მირმან წინაშე ითხოვეს სიტყუა მდაბლისა და გამარჯუებულისა,
Line of ed.: 16     
მძლევისა და წარმართებულისა პირისა მისგან სჳანისა.

Page of ed.: 68  
Line of ed.: 1        
და წარემართა დავით, წარმძღუანელი ძელისა ცხოვრებისა და შემყრელი დროშთა
Line of ed.: 2     
სჳანად მოჴმარებულისა, ბაგრატოანურისა და უფროსღა გორგასლიანურისა.

Line of ed.: 3        
წარსრულთა დაიბანაკეს წყალსა ზედა ელეკეცისასა. და მუნით აყრილნი მოვიდეს.
Line of ed.: 4     
სიახლესა შანქორისასა, თუესა ივნის[სა]ა ა̂, დღესა ხუთშაბათსა, რომელი განთენდებოდა
Line of ed.: 5     
პარასკევად, რომელსა შინა ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან შემუსრა ძლიერება მჴდომისა
Line of ed.: 6     
და დათრგუნა ორთავი იგი ვეშაპი.

Line of ed.: 7        
რომლისა იხილეთ აქაცა ძალი და ძლიერება ძელისა მის ცხოვრებისა და პატივისცემა
Line of ed.: 8     
პარასკევისა. და ვითარცა განთენდა, მოვიდეს კაცნი წინამავალნი აეშაგთაგანნი და თქუეს,
Line of ed.: 9     
ვითარმედ "ჩუენ თუალითა ჩუენითა გჳხილვან ათასნი ათასთანი და ბევრნი ბევრთანი, უმრავლესნი
Line of ed.: 10     
რიცხჳსანი, ვითარცა მკალნი და ვითარცა ქვიშა ზღჳსა შანქორითგან ვიდრე მთად შოთისა
Line of ed.: 11     
და ვარდანაშტისა, განძის კარამდი ვერ მისაწთომელ არიან თუალნი განცდად და
Line of ed.: 12     
გარდაწთომად.

Line of ed.: 13        
და ვითარცა ცნა მეფემან და სპათა მისთა შარვანშა და ამირ-მირმან და ლაშქართა
Line of ed.: 14     
მათთა, პირველად მხიარულ\თა და მმადლობელთა ღმრთისათა ახლოს პოვნისათჳს
Line of ed.: 15     
მტერისა მათისა, დაეცა განკჳრვება, თუ "ვითარ დამგდებმან განძისა და არანისა
Line of ed.: 16     
ჭალათა, მთათა მაგართასა აჰჴედა საფარველი, და მკჳრცხლ შეუმართებია ომად
Line of ed.: 17     
მოგებვად წინა". გარნა ესე სამე გამორჩევითა და განზრახვითა მოსრულ იყვნეს ადგილსა
Line of ed.: 18     
მას, პირველად იმედითა სიმრავლე-აურაცხელობისათა, მერმე ჴევისა და სიმაგრისა
Line of ed.: 19     
შეზღუდვილობითა.

Page of ed.: 69  
Line of ed.: 1        
მაშინ აღიჭურა და შეიჭურა მეფე, შეჯდა ზურდაგსა, რომელი სახელგანთქმულობისათჳს
Line of ed.: 2     
ეყიდა ვახტანგ ხაჩენელისაგან მბოძებელსა ციხისა და სოფლისასა, რომელ
Line of ed.: 3     
არიან ჭარმანი, ამირ-მირმან მოყმემან, ამღებელმან ჰოროლთამან, შეირტყა მშჳლდკაპარჭი,
Line of ed.: 4     
მოიმახოს უცთომელმან მსროლელ\მან და ვითარ განსწავლილმან კენტავრო-
Line of ed.: 5     
სისაგან.

Line of ed.: 6        
და მას ჟამსა მწიგნობართა-უხუცესი ანტონიცა წინაშე იყო, კაცი შესახედავითაცა
Line of ed.: 7     
ჭაბუკი და \ გუარტომად. მას უბრძანა წარძღუანვა ძელისა ცხოვრებისა, რომელ არს
Line of ed.: 8     
სკიპტრა და ჯაჭუ-ჭურ მეფეთა. განმამჴნობელნი ურთიერთარსისანი, მომგონებელნი
Line of ed.: 9     
ქრისტეს მათისათჳს ვნებათანი, აღეხილველნი ღმრთისა და მითუალულნი, და მისდა
Line of ed.: 10     
შევრდომითა თაყუანისმცემელნი, შემვედრნი სულთა და სხეულთანი მოაჴსენებდეს ურთიერთისა
Line of ed.: 11     
სიმჴნესა, მარჯუებულობასა პაპათა და მამათასა, თუ ვითარ ძუელ ოდესმე
Line of ed.: 12     
წინაშე \ დავითისა ოცდაათშჳდმეტნი გმირნი მბრძოლობდეს და მძლეობდეს უცხოთესლთა
Line of ed.: 13     
და ვითარ სპანი ვახტანგისნი წინაშე ვახტანგისა, და ვითარ სპანი ახლისა
Line of ed.: 14     
დავითისნი წყობათა დავითისთა იერუსალემს ერთობდეს, აწ შვილისა მის თამარისნი,
Line of ed.: 15     
რომელი დავით წინასწარმეტყუელითგან ოთხმეოცსა-ერთობს შვილად ცხებულად.

Line of ed.: 16        
და მეტყუელნი სპასპეტნი სპათანი: თუ-იგი ვინმე მაშინ იყვნეს მძებარნი სახელთანი
Line of ed.: 17     
და დამდებნი თავისანი ისტორიის ქებისანი შესხმათასა აწ ჩუენცა უსწროთ და
Page of ed.: 70   Line of ed.: 1     
გრდავსტაცოთ ქება მაქებელთა და შემსხმელთა, დავძუელნეთ და დავარცხჳნეთ ჰომთა
Line of ed.: 2     
მათთა და მოვიგონნეთ ვიეთნიმე სჯულისა და ქრისტეს კუალთა შედგომილებისათჳს
Line of ed.: 3     
თავის-მსხმელნი ლანძუთა და ტაფათა და კატაფელთანი, და ვინმე გმირნი გოლიათნი,
Line of ed.: 4     
სახელი; მძებრობისათჳს არამრიდნი სიკუდილისანი, და ვინმე მიჯნურნი და
Line of ed.: 5     
მნათობთა მათთა მოგონებითა ყოვლად შწყალოდ მქნელნი ჴორცთა და სულისანი.
Line of ed.: 6     
აჰა, ჩუენცა ჴელნი ჴრმლად და სული ღმრთად!".

Line of ed.: 7        
მაშინ ჰკრეს სპერმურთა, და სცეს ზარი, დააწყუეს რაზმი წესისაებრ; მი\უწია
Line of ed.: 8     
წუერმან რაზმისამან მარჯუენითმან [მთად] და მარცხენითმან [მტკურად]. და წარემართნეს
Line of ed.: 9     
და წავიდეს სიახლესა შანქორისასა, გარდაეცნეს ზედა, და განყო რაზმი მიმახლლებელმან
Line of ed.: 10     
ქალაქისამან და ომთამან. თჳთ მეფე, რაზმითა დამგდებელი მარჯუენით,
Line of ed.: 11     
შანქორსა, მოსწრაფე იქმნა განსლვად წყლისა შანქორისასა კერძოსა. დაუმცირეს რაზმისასა
Line of ed.: 12     
კართა ზედა და ჴიდთა შეიქმნა ომი და სროლა. ძნელსა და საჭიროსა გზასა
Line of ed.: 13     
სიმჴნითა ჴელ-ყვეს ჴსნად. განვიდეს პირსა ისლემთა რაზმისასა, რომლისა ზარი -- უზარო,
Line of ed.: 14     
ჰამრი -- უამარო გაგონებისაგან და თუალთა მხედველობისაგან. შეიქმნა ომი
Line of ed.: 15     
და კუეთება არათუ სრულობით წარმოღურითა რაზმისათა, გარნა წინამსრბოლთაგან,
Line of ed.: 16     
რომელთა ყივჩაყთა ენითა "ჭალაშ" და "დასნაჭტდა" ეწოდების.

Line of ed.: 17        
და გაგრძელდა ომი გზისა სიგრძისაგან, ვინათგა მეფე და რაზმნი მისნი მიზეზითა
Line of ed.: 18     
ბეღთა და კაპანთათა დაყოვნებულ იყვნეს. და მოუკლეს ცხენი ზაქარიას ვარამის
Line of ed.: 19     
ძესა, და დაუკოდნეს სხუათა მრავალთა დიდებულთა. მაშინ ცნეს მჴარგრძელთა, ძეთა
Line of ed.: 20     
სარგისისთა, ზაქარია ამირსპასალარმან და ივანე მსახურთ-უხუცესმან, წარმომართეს,
Page of ed.: 71   Line of ed.: 1     
ვითარცა ვეფხთა, ფრთოსანთა, და მოესწრნეს კნინსა დაჭირებისაგან უკურიდებულთა.
Line of ed.: 2     
და მომხმდველთა იხილეს: მიახლებოდა მეფე და მისი რაზმი; დროშა იგი გორგასლიანი, რომელი
Line of ed.: 3     
სინდეთს შესლვითგან მოსპეტაკდებოდა, ყოვლადცა პატივისმცემელ
Line of ed.: 4     
ექმნებოდა ზენა იგი განგება და მათ, პირველ-მოსრულთა, წახეთქნეს ნახევარნი ლაშქართა
Line of ed.: 5     
და რაზმთანი. ვიდრე მეფისა მოსლვამდი გამაგრდა რაზმი ათაბაგისა.

Line of ed.: 6        
და რაჟამს \ იხილეს მეფე დაეცა რისხვა ღმრთისა უხილავი და ჴრმლები და
Line of ed.: 7     
ჰოროლები მეფისა, რაზმთა მისთა მსრველი. და აჰა, მისლვამდი იოტეს და გააქციეს,
Line of ed.: 8     
დაათრვნეს ისარნი სისხლითა და ჴრმალნი ჭამდეს ჴორცთა მტერთა მათთასა. და მეფე
Line of ed.: 9     
იქცეოდა მსგავსად აქილევისა. და მიუწია მდევარმან ერთკერძომან განძის შუალმთამდი,
Line of ed.: 10     
ერთკერძომან მთამდი გელაქუნისა არა თუ წარმქცეველი ერთი ათასთა და
Line of ed.: 11     
ორი ბევრთა იხილვებოდეს, არამედ შემომქცეველნი ერთი [ათასთა] და ერთი ბევრთა
Line of ed.: 12     
ტყუე-მქმნელად ჴელმწიფეთა, დიდებულთა და აზნაურთა, გარნა ათაბაგი მხოლოდ
Line of ed.: 13     
განერა ერთითა მონითა. დაიონავრეს ქალაქნი სამნი, ვითა არს წესი სარკინოზთა
Line of ed.: 14     
ლაშქართა შინა-ქონება ქალაქთა და სიმდიდრეთა: ერთი ათაბაგისა,
Line of ed.: 15     
ძისა ბეშქენ ქველისა, ერთი სათმაზ ეზდინის ძისა, რომლისა მამისა სიუხჳსა სახელი
Line of ed.: 16     
სპარსეთს ასეთი ითქმოდა: ჰათემ" თაიელისა". და წარუღეს დროშაცა ხალიფასაგან
Page of ed.: 72   Line of ed.: 1     
ღაზოდ წარმოგზავნილი. მადლიანითა და ჭეშმარიტითა პირითა კურთხეული ესევითარი
Line of ed.: 2     
აჩუენეს აწ საქმისა გამარჯუებულებ. მიმჴედრობითაღა სამე დევნისაგან შემოიქცა
Line of ed.: 3     
მეფე და მიეგება წინა ანტონი ვაზირი ჴელგაპყრობით მადიდებელი ღმრთისა და
Line of ed.: 4     
თჳთ ავსილი ლარითა და საჭურჭლითა ათაბაგისათა, რომელმან რიდობითა მონაზონობისათა
Line of ed.: 5     
არა იჴადა მახჳლი და მისრულმან სამითა ყრმითა შემოაქცია სამასი
Line of ed.: 6     
ჯორი და აქლემი.

Line of ed.: 7        
მაშინ მოვიდეს მადიდებელნი სპანი და. სპასალარნი და სპასპეტნი, თჳთ შარვანშა
Line of ed.: 8     
და ამირ-მირმან; პირითა მხიარულითა გარდამოჴდეს, თაყუანის-ცეს, დალოცეს.
Line of ed.: 9     
და ქება შეასხეს მეფესა და ბუმბერაზთა მისთა. \ და მას ღამესა დაიბანაკეს სადგომსა
Line of ed.: 10     
მათსა, რომელი გუშინ მნახველთაგან აღარ იცნობებოდა. მადრასათა წილ აღმართნეს
Line of ed.: 11     
ეკლესიანი და მყივანთა წილ ჰკრეს ძელსა, და ნაცვლად მუყრთა იხილვებოდა ღაღადება
Line of ed.: 12     
მღდელთა ადონაისადმი: უფალო საბაოთ ძალთასა.

Line of ed.: 13        
ვითარცა განთენდა, მოვიდეს შანქორელნი და მოართუნეს კლიტენი. და ამღებელმან
Line of ed.: 14     
ქალაქისამან და ყოველთა მისთა მიმდგომთა ქალაქთა და ციხეთამან ითაყუანა
Line of ed.: 15     
ამირ-მირმან და უბოძნა მას. თჳთ გაემართა განძას და მივიდა სიახლოესა ქალაქისასა:
Line of ed.: 16     
გამოეგებნეს დიდებულნი და დიდვაჭარნი, ყადი და მულიმნი. დავრდომით მიწა-ქნით
Line of ed.: 17     
თაყუანისმცემელთა შეასხეს ქება დავით მეფესა და ცრემლით მოქენეთა შეავედრნეს
Line of ed.: 18     
თავნი [თჳსნი] და შვილნი; განახუნეს კარნი ქალაქისანი, და მიუფენდეს სტავრასა
Page of ed.: 73   Line of ed.: 1     
კართა-სრამდი სულტინისა, და გარდაასხმიდეს თავსა ოქროსა და ვეცხლსა, დრამასა და
Line of ed.: 2     
დრაჰკანსა. და ვითარცა შევიდა სრადა და დაჯდა ტახტსა სულტნისასა.

Line of ed.: 3        
შეიქმნა დარბაზობა, და დასხნეს ამირ-მირმან \ და შარვანშა თჳთეული თჳსსა
Line of ed.: 4     
ადგილსა ეგრეთვე ვაზირნი: მანდატურთ-უხუცესი და ამირსპასალარი და შემდგომნი
Line of ed.: 5     
წესისაებრ, რომელიცა აქუნდა წესი ჯდომისა და დგომისა, დასუეს. მაშინდელი ზარი
Line of ed.: 6     
და ზეიმი ვისმანმცა ენამან გამოთქუა, ანუმცა ვისი გონება მისწუთა მეფობისა და
Line of ed.: 7     
სულტნობისა ერთად მქნელობასა, ათაბაგის ძისა და შარვანშა; ყმად ყოლასა, ყოვლისა
Line of ed.: 8     
მუსულმანობისა ტყუე-ქმნასა შინა და რომელნი დარჩომილ იყვნეს მოსლვასა და
Line of ed.: 9     
სამიწოდ თაყუანებასა შინა? შეიქმნა პურობა და ნადიმობა შესატყჳსი ჟამთა და მის
Line of ed.: 10     
დღისა.

Line of ed.: 11        
მაშინ წარმოგზავნეს მახარობლად მანდატურთ-უხუცესი ჭიაბერი. და მოვიდა ტაბაჴმელასა
Line of ed.: 12     
და ჰკადრა თამარს საქმე აღსავსე სიხარულითა გამოუთქმელითა. ხოლო აღუზავებელითა და
Line of ed.: 13     
წყნარითა ტკბილითა სულითა და ლმობიერითა გულითა შეწირეს.
Line of ed.: 14     
ღმრთისა მიმართ მადლი და ქება ჯეროვანი.

Line of ed.: 15        
და ქალაქს სლვისა გამომრჩეველნი მივიდეს სრასა. და მოვიდა მეფე და მის
Line of ed.: 16     
წინაშე ლაშქარნი, სავსენი წყალობითა ღმრთისათა, სახელითა მიუწდომელითა და
Line of ed.: 17     
სარგებელითა გამოუთქმელითა. მოიღეს ნიჭი, არმაღანი და განძი აურაცხელი კაცი
Line of ed.: 18     
(ჴელმწიფე-აზნაურთა მონამდის) თორმეტი ათასი, ავაზა ორმოცი, ცხენი ოცი ათასი,
Line of ed.: 19     
ჯორი შჳდი ათასი, აქლემი თხუთმეტი ათასი. დროშათა სხუათა, სიმრავლეთა საჭურჭლეთა,
Page of ed.: 74   Line of ed.: 1     
ოქროთა და ლართა ვინმცა უძლო აღრიცხვად? იქმნა თამ\არისა შეწყალება,
Line of ed.: 2     
რომლისათჳს დროშა იგი ხალიფასი, რომელი მოიღო შალვა ახალციხელმან, წარგზავნა
Line of ed.: 3     
ესე მონასტერსა დიდსა წინაშე ხახულისა ღმრთისმშობელისასა, \ მსგავსად
Line of ed.: 4     
მამის პაპისა მათისა: მაშინ მას წარეგზავნა მოძრცჳლი ქედისაგან დორბეზე სადაყაის
Line of ed.: 5     
ძისა, ჟამთა დიდგორთა გაქცევისათა მანიაკი ოქროსა, შემკული თუალებითა ძჳრფასისათა.
Line of ed.: 6     
მიზეზად ძღუნისა- შემწირველობისასა და მვედრებელობისა ამანცა ესევითარად
Line of ed.: 7     
ესე იამბიკო ხუთეული ოცდახუთ ლექსად აღწერა.


Line of ed.: 8           
ცასა ცათასა დამწყებ \ არს ღმერთ-მთავრობა,
Line of ed.: 9        
ძე საუკუნობს პირველი და კუალადი.
Line of ed.: 10        
სულმან მან ღმერთმან სრულ ყო მოქმედებადი,
Line of ed.: 11        
სამებით სრულმან ერთითა ღმრთაებითა,
Line of ed.: 12        
მიწით პირველის, პირმშოისა კაცისა.

Line of ed.: 13           
შენ მიერ მისთჳს დრკუსა მის განმგებელი
Line of ed.: 14        
დრკუი მიდრკა უვნებელი ვნებისადმი,
Line of ed.: 15        
ივნო და ვნება პირველი უვნებელ ყო.
Line of ed.: 16        
შენგან შობილმან. ჩუენ ღირს-გუყვნა აღმოშობად ბნელით
Line of ed.: 17        
ნათელსა, ნათელთა მხედველობად.

Page of ed.: 75  
Line of ed.: 1           
შენგან, ქალწულო, რომელსა შენთჳს დავით
Line of ed.: 2        
როკვიდა, ძისა ღმრთისა ძედ შენდა ყოფად.
Line of ed.: 3        
მე თამარ, მიწა შენი და მიერივე,
Line of ed.: 4        
ცხებულობასა ღირს მყავ და თჳსობასა.
Line of ed.: 5        
ედემს, ღადითად, სიმხნით, და ჩრდილოეთით

Line of ed.: 6           
შუამფლობელი იავარს შენდა ვმრთმელობ,
Line of ed.: 7        
ხალიფას დროშა თანავე მანიაკსა
Line of ed.: 8        
შევრთე, ცრუ-სჯულთა მოძღურისა ღაზოდ მძღუანი,
Line of ed.: 9        
ვინ დავით, ძეებრ ეფრემის მოისარმან,
Line of ed.: 10        
მოირთხნა, მოსრნა ს\ულტნითა, ათაბაგით.

Line of ed.: 11           
ერანს ებრძოლეს ჩემ მიერ მისთა სპათა
Line of ed.: 12        
ჩუენნი მჴედარნი, მოსავნი შენნი, სძალო;
Line of ed.: 13        
მოწყლნეს, მოსწყჳდნეს აგარის ნათესავნი.
Line of ed.: 14        
მუნით მოსმულთა ნიჭთაგან ერთსა ამას.
Line of ed.: 15        
შენდა შევწირავ! მიოხე ძეებრ, ღმერთო!


Line of ed.: 16        
და ვინათგან თამარ მზეებრ უხუ იყო და ყოვლად უჭნოთა მათ ნიჭთა ამღებელი
Line of ed.: 17     
იქმნებოდა, ამისგან თჳთოსა დამჯერებელმან აიღო საპატრონო პატრონმან
Line of ed.: 18     
ჴმელთა და ზღჳსამან. და მადლისა და წყალობისა გარდამჴდელმან აყარნა ლაშქარნი.
Line of ed.: 19     
ხოლო მწყემს ოდენ ეკმაებოდეს ტყუესა და ნატყუენავსა, და თჳთ იშუებდეს, იხარებდეს,
Line of ed.: 20     
ნადირობდეს და სუფევდეს ულუმპიანად და შუენიერად ბედიანნი და სჳანნი თამარ
Line of ed.: 21     
და დავით ორთა შვილთა თანა, ნათელ-მოსილთა და ბრწყინვალეთა.

Page of ed.: 76  
Line of ed.: 1        
აწ თქუას სიტყუამან ესეცა საძნაური და საბრალო. ვინათგან სიბრძნედ- და. მეცნიერობად
Line of ed.: 2     
ნათესავსა აგარიანთასა აქუს საქმე გრძნებისა და მოგუობისა განსწავლილთა
Line of ed.: 3     
იუნიტანისაგან, რომელ ნებროთ, იხილა კიდესა ზღჳსასა კჳროისა-ზე და დარიოსისა.
Line of ed.: 4     
შემდგომითი შემდგომად არიან მჩხიბავნი, მწამლველნი უარისმყოფელნი ღმრთისანი.
Line of ed.: 5     
აქაცა რწმენა ვინმე დიდძალისა ოქროსა ქადებითა ბუბუქარ ათაბაგ-ყოფილმან და
Line of ed.: 6     
ნახჭევანს გარდახუეწილმან მოწამლვა და სიკუდილი ძმისა მისისა ამირ-მირმანისა.
Line of ed.: 7     
და მისცეს წამალი სასიკუდინე და დასნეულდა. და გაგზავნეს კაცი მცნობებელი და
Line of ed.: 8     
მუნით დიდითა ში\შითა და ზარითა, ასპიტისაგან კბილნი მთართახნი, ძლივ-სადმე
Line of ed.: 9     
მოვიდა მთასა კაპისსა, სანახებსა განძისანა. და ცნეს დასტური სიკუდილი.

Line of ed.: 10        
მოვიდა ბუბქარ განძას; გავიდეს და შეიბნეს ყმანი ამირ-მირმანისეულნი. და
Line of ed.: 11     
ზოგნი დაჴოცეს და ზოგნი გარდახუეწნეს; თჳთ მოიფიცა განძა და გამაგრდა; შიშითა
Line of ed.: 12     
მანდ არა-დამყოვნელი ხანისა გავიდა ჯერთ უმეცარი ამირ-მირმანის სიკუდილისა,
Line of ed.: 13     
არა-დამხედავი მცირეთა ყოვლისა. გაემართა და მივიდა შანქორამდი. და მუნღა მოეგებნეს
Line of ed.: 14     
დიდებულნი არანისანი მტირალნი, დამსხმელნი თავსა ნაცრისანი, და ჰკადრეს:
Line of ed.: 15     
ჟამად აღარა იქმნებისო; სიმაგრეთა ესე წაუხუამთ და ბუბქარს აღარსად დაუდგნა ამას
Line of ed.: 16     
ქუეყანასა".

Line of ed.: 17        
მაშინ შემოიქცა მეფე დიდებულითურთ, მოვიდა წინაშე თამარისა და მსგავ\სად
Line of ed.: 18     
ალექსანდრესა, ვით დასდვა პატივი დიდი პორეს ლუსკუმასა შინა ჯდომითა, ეგრეთვე
Line of ed.: 19     
შავითა შეიმოსა ნათელი იგი, პირველი ნათლისაცა -- უბრწყინვალესი, და დიდითა
Line of ed.: 20     
ცრემლითა მოიტირნა. დიდებულნი ხასაგიანნი და მონანი ამირ-მირმანისეულნი დიდითა
Line of ed.: 21     
პატივითა და სიყუარულითა დაიჭირნეს.

Page of ed.: 77  
Line of ed.: 1        
ხოლო ივანე მჴარგრძელი მჴნე და ბრძენი იყო ომთა და ლაშქრობისა საქმესა
Line of ed.: 2     
შინა. მოჰმართა, და გავიდა გელაქუნად მცირედითა ლაშქრითა, და დადარნა ვითარცა
Line of ed.: 3     
დათუმან მომზირალმან ბრჭალსა მტერისასა, ვით ლეკუმან ლომისამან, და ძეთა
Line of ed.: 4     
ისრაელისათა ძეთათჳს ბენიამენისთა, და არავინ იახლა თანა ყმა ფიცხელი.

Line of ed.: 5        
ამას შინა თჳთ ივანე, მდგომმან მსტოვრობასა შინა, იხილნა ლაშქარნი შორს,
Line of ed.: 6     
ჯეკმად ათკეცად უფროს ლაშქართა მისთასა, მომავალნი განძით და მიმავალნი ქუეყანასა
Line of ed.: 7     
დვინისასა სურმანს, მასისის გჳრაბისა და შურისასა; თჳთ ბალშან, გაზრდილი
Line of ed.: 8     
ელდიგუზ ათაბაგისა, ლომი ჭაბუკი, პატრონი დვინისა და სომხითისა, ძმა სურმანელისა,
Line of ed.: 9     
სურმანელითა ლაშქრითა; ალი შურიშამი, დიდად მყოფი, კაცი მმარჯუე, ეგრეთვე
Line of ed.: 10     
დროშის პატრონი. ვინათგან [ივანე] კაცი გულ-მჴეცი იყო, არ დახედნა სიმცროსა
Line of ed.: 11     
მათსა და უფროსობასა მტერთა მათთასა, და გამომჴდომმან დაფანჩნა და დაპანტნა,
Line of ed.: 12     
ვითა წერონი ტუღრილმან და ვითა ჯოგი კანჯრისა ლომმან, დაჴოცნა, ამოსწყჳდნა
Line of ed.: 13     
და რისხვა ღმრთისა მოვლინა თავსა მათსა ზედა; თჳთ ბალშან, ლაშქარნი და დროშანი,
Line of ed.: 14     
მკუდრისაგან კიდე კაცი ცოცხალი ოთხი მოიღო. თჳთმპყრობელთა განაღამცა
Line of ed.: 15     
გაიხარეს დიდად წყალობათა მიმცემელთა და. ღმერთსა შესწირევდეს მადლობასა
Line of ed.: 16     
ჯეროვანსა.

Line of ed.: 17        
და შეიყარა მეფე სპითა იმიერთა და ამიერთათა ქუყანასა განძისასა, და თამარ
Line of ed.: 18     
ჩავიდა დვინამდი, წინაშე მოვიდა შარვანშა სამსახურად; და გაგზავნა ლაშქარი, შემოქცეული
Line of ed.: 19     
დადგა აგარათა მორჭმითა და სუფევითა. და მოვიდეს კარსა განძისასა. ამწყუედელთა
Line of ed.: 20     
და მსრველთა არნისათა დაყვეს კარსა ქალაქისასა დღე ოცდახუთი. ცალკე ივანე
Line of ed.: 21     
მსახურთ-უხუცესმან, დიდთა ლაშქართა დაურიცხჳსა ალაფისა შინა \ გამომგზავნელმან,
Line of ed.: 22     
ხაჩინელნი დიდებულნი მიიტანნა წინაშე მეფისა. რამეთუ განმაქარვებელნი არანისანი,
Page of ed.: 78   Line of ed.: 1     
და განძისა და სხუათა ქალაქთგან ხარაჯა-ძლეულნი, [შემოიქცეს] სამეფოდ ძლევაშემოსილნი,
Line of ed.: 2     
შარვანშას თანამომტანელნი. მაშინ უბოძა საბოძუარი; და შემოსეს მრავალმრავალჯერ,
Line of ed.: 3     
გაგზავნეს შინა პატივითა.

Line of ed.: 4        
და წარვიდეს ლიხთ-იმერეთს; შთასრულთა ზღუა პონტოსა მოიურვეს, და მოირჭუნეს
Line of ed.: 5     
დიდად და კარგად, ვინათგან ქუეყანა არტანისა, ძაღინის ჴევისა, პალაკაციო
Line of ed.: 6     
წაეღო თურქთა.

Line of ed.: 7        
და თამარსა, გონებითა და განზრახვითა ბრძენსა, არ ავიწყდებოდა მას ყაბოს
Line of ed.: 8     
მკულეველი კეკოს. და მიუწია მარბიელმან ბასიანამდის და ურაბებამდი. ავსილთა
Line of ed.: 9     
დაიბანაკეს სისხლის მქონელსა, აწცა იხილვებოდა, მსგავსადვე ძუელ ოდესმე თქმულისა
Line of ed.: 10     
და მქონელისა, ქუეყანა და საყოფი მათი, ვითარცა "სისხლის მუცელი".

Line of ed.: 11        
ამა ძლევითა და გამარჯუებითა იყო თჳთ მეფე მეფეთა. არცა იგი უმადლოდ
Line of ed.: 12     
იპოებოდა გამმარჯუებელისა მისისა, არამედ დიდ-ბუნება იყო სკიპტრის მპყრობელთა
Line of ed.: 13     
შორის უსაჩინოესთა ესე თამარ.

Line of ed.: 14        
ამისათვისცა უდიდესთაა ჴელ-ყო საქმეთა, რომელთა მთხრობელად მოწევნული მყის
Line of ed.: 15     
თავსა შორის ჩემსა, უჴმოსა და უგუნებოსა, მსგავსი იპოებოდი უმეცრებით ლექსთა
Line of ed.: 16     
მეტყუელებად. და ვინათგან საქმეთა დიდთა კეთილთა დავიწყებად შეიქნა, \ არა ჯერ
Line of ed.: 17     
ვიჩინე დადუმებად, რომელნი ზესთა ძალისა არიან არა ჩემთჳს ოდენ, არამედ ვგონებ
Line of ed.: 18     
პირველთა სიტყჳს-მოქმედთა ვინა უტყუელი პირი იტყჳს: "ეძიებდი სასუფეველსა
Page of ed.: 79   Line of ed.: 1     
ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს". და ამისმან მსმენელმან
Line of ed.: 2     
და კეთილად გულის-ჴმის მყოფელმან აღიხილნა თუალნი მაღლისა მიმართ და აღამაღლა
Line of ed.: 3     
გონება, ყოვლად რამე ბრძენი და კეთილად ცნობა-გონიერი, რომელი ყოვლითურთ
Line of ed.: 4     
შეეყო მაღალსა მას, ყოველთა ზედა მხედველსა, და შემსჭუალა თუალი მრუმედ
Line of ed.: 5     
მხედველი, რათა მეცნიერ ყოს და მას მხოლოსა ხედვიდეს.

Line of ed.: 6        
ვერ შეიტყუა იგი საშუებელმან ამის საწუთროსამან, არცა მეფობამან გჳრგჳნისამან
Line of ed.: 7     
და სკიპტრამან, არცა ქვათა პატიოსანთა უხუად ქონებამან, არცა სპათა სიმრავლემან
Line of ed.: 8     
და ესოდენ სიმჴნემან, რომელი სიტყუა, ცხად-ყოს. არა მიდრკა, ვერცა წარიპარა
Line of ed.: 9     
სიმდიდრემან, ვითარ ძუელ-ოდესმე მეფენი მრავალნი და უმეტეს ამის სანატრელისა
Line of ed.: 10     
მამა, ყოველთა ბრძენთა უპირატესი და უმეტესი სოლომონ. ესრე უბრძნე იქმნა
Line of ed.: 11     
ბრძენისა მის, რომელ ესეოდენ შეიყუარა ღმერთი იგი და უცხო ექმნა საცთურთა სოფლისათა. ამან
Line of ed.: 12     
ისმინა ჴმა იგი უტყუელისა პირისა და შეიტკბო იგი, რამეთუ ღამე ყოველ
Line of ed.: 13     
მღჳძარება, ლოცვა, მუჴლთ-დრეკა და ცრემლით ვედრება ღმრთისა ზემდგომრობითა
Line of ed.: 14     
განსაკჳრვებელ აქუნდა, და ღამე ყო ჴელსაქმარი, რომელი გლახაკთა მიეცემოდა.
Line of ed.: 15     
ერთი ოდენ ვაჴსენოთ.

Line of ed.: 16        
\ ლოცვისა და ჴელსაქმარისა მიერ მაშურალმან მცირედ მიიძინის ბუნებითისა
Line of ed.: 17     
წესისაებრ ამას მცირედ მირულებასა შინა იხილა ჩუენებით რაცა საყოფელი, სახილავად
Line of ed.: 18     
ტურფა და სიკეთე-აღმატებული ადგილი, ყუავილთა, მწუანვილთა და ნერგთა
Line of ed.: 19     
მიერ განშუენებული, რომელი საწადელ იყო მხილველთათჳს და სიკეთესა და შუენიერებასა
Line of ed.: 20     
მისსა სამოთხისასა მითხრობა შეუძლებელ. ამას შინა იყო შესწორებული
Line of ed.: 21     
საყდრები და სარკმლები, პატიოსნად შემკული ოქროთა, რომელიმე ვეცხლითა, თჳთო ფერად
Page of ed.: 80   Line of ed.: 1     
განშუენებული საჯდომი თჳთოეულისა კაცისა, არძანგისაებრ საქმეთა, ნაქმარისა
Line of ed.: 2     
მისისა. ხოლო ზენა-კერძო იყო ტახტი, უპატიოსნესი ყოველთა დასაჯდომელთა,
Line of ed.: 3     
ოქროსა, შემკული თუალითა და მარგალიტითა პატიოსნითა. ამას სამოთხესა შინა
Line of ed.: 4     
შეიყვანეს ჭეშმარიტად ღირსი მას შინა ყოფისა მეფე თამარ. იხილა საჯდომები და
Line of ed.: 5     
განიზრახა გულსა შინა თჳსსა, ვითარმედ: "მეფე ვარ მპყრობელი და ჩემი არს უზენაესი
Line of ed.: 6     
და უპატიოსნესი ესე საჯდომი". და მყის მიმართა მან დაჯდომად. ხოლო
Line of ed.: 7     
წარმოუდგა კაცი ვინმე ნათლითა მოსილი და უპყრა ჴელი, მოხედნა და რქუა: "შენი
Line of ed.: 8     
არა არს საჯდომი ისი, რამეთუ შენ ვერ შემძლებელ ხარ დაპყრობად იმისსა". და მეფე
Line of ed.: 9     
იტყოდა: "ვინ უპატიოსნეს არს ჩემსა, რომელმან დაიპყრას უპატიოსნესი საჯდომი?".
Line of ed.: 10     
მან რქუა: "საყდარი ისი შენისა დიასახლისისა არს, ამისთჳს რომელ ათორმეტთა
Line of ed.: 11     
მღდელთა მისთა. ჴელთა შესთული ჰმოსიეს, რაჟამს წარდგენ შესაძრწუნებელსა და
Line of ed.: 12     
საშინლსა ტრაპეზსა შეწირვად უსისხლოსა და პატიოსნისა მსხუერპლისა. ამისთჳს.
Line of ed.: 13     
იგი უზეშთაეს შენსა არს; დაღაცათუ შენ მეფე ხარ, კმა არს შენდა დიდება ესე, დაღათუ
Line of ed.: 14     
საყოფი შენი აქავე არს". და უჩუენა უდარესი და უუნდოესი.

Line of ed.: 15        
ვითარ განიღჳძა, წინაშე მოყვანებად სცა დიასახლ\ისი იგი, რომელმან აღიარა
Line of ed.: 16     
თორმეტისა მღდელისათჳს უფროსად სრულისა კუართ-ფილონისა შესთვა და მღდელთა
Line of ed.: 17     
მიძღუანვა. მიერითგან იწყო ამანცა ალექსანდრიით ვაჭართა მოღებულისა მატყლისაგან
Line of ed.: 18     
სთვად და ქმნად შესამოსლისას ვიდრემდის ათორმეტად სრულ-ყოს.

Line of ed.: 19        
თქმულ არს ესეცა, დაღათუ მოუწ\ყობელ არ სიტყვა, ვითარმედ თჳსითა ჴელითა
Line of ed.: 20     
ამასცა შურებოდა, რომელ მის დღისა საჭამადი მისი ფას-რაოდენ დღივ შეჭამის.
Page of ed.: 81   Line of ed.: 1     
ჴელით-საქმარი მისი განყიდის და ეგოდენ ფასი გლახაკთა აჴელსაქმრის და მისცის
Line of ed.: 2     
არა სამეფოდ შემოსავალთაგან. საეკლესიო ლოცვად წესი ლოცვისა დაუკლებელად.
Line of ed.: 3     
აღესრულებოდის, ვითარცა ტიბიკონი მოასწავებდა და განწესება პალესტინისა მონასტრისა
Line of ed.: 4     
მოგჳთხრობს, ყოველი სრულიად. დარბაზის კარს მყოფი წირვად ვერვინ
Line of ed.: 5     
დააკლდებოდა: მწუხრი, დილეულ, სამხრი, ვითარცა თქმულ არს.

Line of ed.: 6        
გარნა სამართალთათჳს მისთა არა იყო მიმმძლავრებელი, არცა
Line of ed.: 7     
მტაცებელი, არცა \ მეკობრე და მპარავი. იტყოდა, ვითარმედ:
Line of ed.: 8     
"მე ვარ მამა ობოლთა და მსაჯული ქურივთა". მოწყალებისათჳს კმა გეყავნ დადიანი
Line of ed.: 9     
ვარდან, გუზან, რომელი თუალ-მრუმე ოდენ ყვეს, ბოცოს-ძე ბოცო და ამათნი მიმდგომნი
Line of ed.: 10     
დიდებულნი და აზნაურნი, რომელნი ჩანან შეწყალებულნი.

Line of ed.: 11        
ვინათგან უდიდესნი საქმენი წინამდებობენ, ვითა თქმულ არს, "ვინმცა მცნა მე
Line of ed.: 12     
ფრთენი ტრედისანი", ვინმცა მცნა მე ისტორიათ-აღმწერელმან ქმნა ღმრთის-მოყუარესა
Line of ed.: 13     
თამარს წინაშე სასწაული განსაკრთომელი და ყოველთა ქართველთა და მართლმადიდებელთა
Line of ed.: 14     
აღმატებულითა სიხარულითა ამმაღლებელი?

Line of ed.: 15        
მოვიდეს ძმანი ორნი მეფეს წინაშე მსახურებად, ძენი სარგის ამირსპასალარისანი,
Line of ed.: 16     
რომელნი მას ჟამსა დიდად განდიდებულნი იყვნეს მეფისა მიერ: ზაქა\რია ამირსპასალარი
Line of ed.: 16     
და ივანე მსახურთ-უხუცესი. ყოველნი მკჳდრნი მეფის წინაშე იყვნეს:
Page of ed.: 82   Line of ed.: 1     
კათალიკოსი იოანე, სულმობერული, კაცი ანგელოზთა მოსაგრე, და მცირენი ეპისკოპოსნი,
Line of ed.: 2     
და სხუანიცა საქართველოს წარჩინებულნი შეკრე\ბულ იყვნეს. ვითარ კათალიკოსი
Line of ed.: 3     
იოანე უსისხლოსა მსხუერპლსა მღდელმოქმედებდა, მოიღო და შესწირამან ჟამი.
Line of ed.: 4     
აღსრულებისა ყოველნი ღირსნი მოუჴდებოდეს ჭამად სეფისკუერისა. ინება ზაქარია
Line of ed.: 5     
ამირსპასალარმან შეხებად და აღებად სეფისკუერისა. ხოლო მღდელთა არა მისცეს,
Line of ed.: 6     
რამეთუ იყო სარწმუნოებით სომეხი, შეჩუენებულთაგანი; და სირცხჳლითა იკადრა
Line of ed.: 7     
ზაქარია აღტაცებად სეფისკუერისა და შეჭმად. რომლისათჳს კათალიკოსი, ცეცხლებრ
Line of ed.: 8     
აღტყინებული, ძლიერად ამხილებდა და ეტყოდა: "ნეფსით არავინ მართლმადიდებელთაგანი
Line of ed.: 9     
იკადრებს მღდელმოქმედებასა სეფისკუერს თქუენ, შჳდგზის წყეულთა სომეხთა,
Line of ed.: 10     
მოცემად, მომტაცებელი ძაღლიცა თუ იპოოს". რომლისათჳსცა სირცხჳლეული წარვიდა
Line of ed.: 11     
ზაქარია კარვად თჳსად.

Line of ed.: 12        
და დარბაზს მასერებელი ზაქარია ამირსპასალარი მცირედ რასმე სიტყუასა
Line of ed.: 13     
ჰყოფდა ურწმუნოსა, რამეთუ სიტყჳთა ჰგმობია სარწმუნოებასა ჩუენსა. ვითარ სულმობერული
Line of ed.: 14     
კათალიკოსი მიუგებდა და აუჴსნიდა, წინააღდგომად ვერ შემძლებელი
Line of ed.: 15     
ზაქარია ეტყოდა: "მე, მელაშქრე, ვერ კეთილად მეცნიერ ვარ სიტყჳს-გებად შენდა;
Line of ed.: 16     
არამედ მოუწოდო მოძღუართა სარწმუნოებისა ჩუენისათა, რომელთა ჩემწილ სირცხჳლეულ-გყონ".
Line of ed.: 17     
კათალიკოსი იოანე მიუგებდა: "იყავნ ნება ქრისტესი და მარადის-ქალწულისა
Line of ed.: 18     
ღმრთისმშობელისა, რომელმან სირცხჳლეულ ყვნეს უარისმყოფელნი თჳსნი".

Line of ed.: 19        
ამისმან მსმენელმან ზაქარია წარალინა კაცი კა\თალიკოსისა მიმართ მათისა,
Line of ed.: 20     
თანა-და ეპისკოპოსთა, ყოველთა ვარდაპეტთა და მეცნიერთა. ხოლო \ ივანე
Page of ed.: 83   Line of ed.: 1     
წინააღ\უდგებოდა და ეტყოდა: "განიყენე მაგისა ქმნად, რამეთუ უწყით, ვითარმედ
Line of ed.: 2     
ჭეშმარიტი სარწმუნოება ესე არს". გარნა მხოლო არა ისმინა ზაქარია.

Line of ed.: 3        
და მოვიდა კათალიკოსი ვანისა და ყოველნი ვარდაპეტნი და დაიდგა სამსჯავრო,
Line of ed.: 4     
და დაჯდა დედოფალი, დედოფლისა მოსავი, დავით მეფე და წარჩინებულნი საქართველოსნი
Line of ed.: 5     
ერთ-კერძო, მჴარგრძელნი ზაქარია და ივანე ერთ-კერძო. მოუწოდეს კათალიკოსსა
Line of ed.: 6     
იოანეს. შევიდა და იტყოდა ფსალმუნსა ამას: "აღდეგ, ღმერთო, საჯე სჯა შენი,
Line of ed.: 7     
მოიჴსენე ყუედრება შენი, რომელ არს უგუნურთაგან ვითარ შევიდა, აღდგეს მეფენი
Line of ed.: 8     
და პატივით თანადაისუეს; ეგრეთვე მარღასთა და ვარდაპეტთა სომეხთა მათცა პატივი
Line of ed.: 9     
უყვეს წესისაებრ.

Line of ed.: 10        
ვითარ მოკითხვამან ჟამი მოიღო, დადუმნეს ყოველნი და იწყეს სომეხთა სარწმუნოებისა
Line of ed.: 11     
მათისა თქმად სიტყუა-მჭევრად და ვრცელ-სიტყუად, ვინცა კეთილად მოჴსენებულ
Line of ed.: 12     
იყვნეს. კათალიკოსი, ზეგარდამოთა ნიჭითა აღსავსე, გონიერებით აღუჴსნიდა
Line of ed.: 13     
და ბრძნად მიუგებდა უკურღუევად თქმულთა მათთა, ხოლო თჳსისა დამამტკიცებელად.
Line of ed.: 14     
და გაგრძელდა სიტყჳს-გება მიმწუხრამდე.

Line of ed.: 15        
მოშიშმან ისტორიისა სიგრძისამან კმა-ვიყო თქმად: ვითარ უწყით სომეხთა
Line of ed.: 16     
სიტყუა-მასვეობისა, ძლიერი ღაღადი აღუტევეს, ცილობისა სწორი ძლევა იქმნებოდა.
Line of ed.: 17     
ამის მსმენელმან კათალიკოსმან იოანე, ღმრთის-მეტყუელისა მოსახელემან, ნუ უკუე
Line of ed.: 18     
ზენათ სულის წმიდის მიერ აღვსებულმან ანუ თუ მართლისა სარწმუნოებისა მი\ნდობილმან-არა
Line of ed.: 19     
უწყის, აღაღო პირი ბრძნად მეტყუელი შეუვალთა სიტყუათა. ოდეს\მე
Line of ed.: 20     
დიდი ელია მსხუერპლსა ზედა მოხედვიდა ცეცხლითა ღმრთისა მიერ მლოცველი;
Page of ed.: 84   Line of ed.: 1     
იხილეთ, თუ ვითარ უაღრეს აღსაჴდელ არს უსისხლო მსხუერპლი-ჴორცი და სისხლი
Line of ed.: 2     
ღმრთისა კაც-ქმნულისა-მსხუერპლსა ზროხისასა, რომელი აჩრდილსა მწერებულად
Line of ed.: 3     
იყო, ეგოდენ უბრწყინვალეს და უზენაეს არს, რომელი აწ იქმნა და ითქუა, ვჰგონებ,
Line of ed.: 4     
სულისა მიერ წმიდისა, პირითა მსახურისა მისისა კათალიკოსისათა. რამეთუ თქუა:

Line of ed.: 5        
"სახლით თარგამოსნო, რომელნი შეკრებულ ხართ ძჳნად და მტერად მართლისა
Line of ed.: 6     
სარწმუნოებისა! უწყითა, რომელ ნათესავსა კაცთასა ეუფლა ეშმაკი? დამყოფელმან
Line of ed.: 7     
თუალთა გონებისათამან შეასაკუთრნა ხრიზმოსთა, და არამეცნიერნი და დამტევებელნი
Line of ed.: 8     
ღმრთისანი უზორვიდეს კერპთა, ხახუსა და ნიორსა და ჯინჭარსა. ხოლო ღმერთი,
Line of ed.: 9     
არა უგულებელს-მყოფელი დაბადებულთა თჳსთა, ეზრახა აბრაჰამს და მერმე ნათესავსა
Line of ed.: 10     
მისსა; კუალად მოსეს მოსცა სჯული და მსჯავრი უკანასკნელ, უმეტესთა წყალობათა
Line of ed.: 11     
აღძრული, ზეცით გარდამოჴდა ერთი სამებისაგანი, შე და სიტყუა, ქალწულისა მარიამისგან
Line of ed.: 12     
ჴორცნი შეისხა და მსგავს კაცთა იქმნა, რამეთუ სისხლთაგან ქალწულისათა
Line of ed.: 13     
მიიხუნა ჴორცნი კაცობრივნი და სული სიტყჳერი, იქცეოდა კაცთა თანა და ყოველნივე
Line of ed.: 14     
განგებულნი აღასრულნა. რაჟამს შესაძრწუნებელი იგი ნებსით ჯუარცმა ეგულებოდა,
Line of ed.: 15     
ათორმეტთა მოწაფეთა თანა ისერა და სრულ-ყო პასექი ვითარ სრულ იქმნა,
Line of ed.: 16     
იწყო ახალსა ამას ღმერთ-მყოფელსა საიდუმლოსა: მოიღო პური, განტეხა და მისცა
Line of ed.: 17     
მოწაფეთა, და თქუა: "მიიღეთ და ჭამეთ, ესე ჴორცი ჩემი არს მისატევებელად ცოდვათა" ეგრეთვე
Line of ed.: 18     
სასმელიცა: "ხუთ ამისგან, ესე სისხლი ჩემი არს" და პირველ
Line of ed.: 19     
იტყოდა: "უკეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისა, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა".
Line of ed.: 20     
და კუალად იტყოდავე: "ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს \ და სისხლი ჩემი
Page of ed.: 85   Line of ed.: 1     
ჭეშმარიტი სასმელი არს. და მრავალ-სადმე არიან ესევითარნი სიტყუანი. აწ უკუე
Line of ed.: 2     
მომიგეთ: გრწმენა ესევითარნი ჴმანი მახარობელთანი" -- ხოლო მათ მიუგეს: "უცილობელ
Line of ed.: 3     
არს ეგე. რამეთუ მოგუცა ჴორცი და სისხლი მისი. რათა უკუდავებად ვჭამდეთ
Line of ed.: 4     
და ვსუმიდეთ; ესე არს ნიჭი დიდი ჩუენდა მომართ, რათა ქრისტეს ღმერთად აღმსარებელნი
Line of ed.: 5     
ვჭამდეთ ჴორცსა მისსა და ვსუმიდეთ სისხლსა მისსა".

Line of ed.: 6        
და კუალად კათალიკოსმან ჴმა ყო ბრწყინვალედ: "კეთილ, შვილნო, ვინათგან
Line of ed.: 7     
აღიარეთ, აწ უკუე ესეცა გრწამს, ვითარმედ ახალი სჯული და ახალი პასექი იყო
Line of ed.: 8     
სერობა იგი, და ყოველნი, ქრისტეს ღმრთად და კაცად აღმსარებელნი, მღდელ-ვმოქმედებთ
Line of ed.: 9     
ქრისტეს ვნებათა მომჴსენებელნი; ვჭამთ ჴორცსა მისსა და ვსუამთ სისხლსა
Line of ed.: 10     
მისსა; იგი არს სჯული ჩუენი და მცნება ახალი".

Line of ed.: 11        
ხოლო სომეხთა მიუგეს: "აგრე, ამას არავინ უმეცარ არს".

Line of ed.: 12        
კათალიკოსმან თქუა: "აწ უწყოდეთ, უკეთუ სარწმუნოება თქუენი უმჯობეს-სადამე
Line of ed.: 13     
არს, თქუენ მიერ შეიცვალების პური ჴორცად უფლისად. თუ \ ჩუენი უმჯობეს არს,
Line of ed.: 14     
ჩუენ მიერ მღდელმოქმედებული შეიცვალების ჴორცად უფლისად".

Line of ed.: 15        
მათ თქუეს: "ეგრეთ არს".

Line of ed.: 16        
კათალიკოსმან თქუა საშინელი სასმენელად სიტყუა: "საქმითა გამოვაჩინოთ, არა
Line of ed.: 17     
სიტყჳთა".

Line of ed.: 18        
მათ თქუეს: "რომელსა ჰყოფ, ჰყავ".

Line of ed.: 19        
კათალიკოსი ეტყოდა: "მოგცემ ძაღლსა ერთსა და დრო-გიყოფ სამთა დღეთა,
Line of ed.: 20     
რომე ღამე განათიოთ ლიტანიითა და ღმრთისა ვედრებითა; სამ \ დღე ძაღლი უჭმელად
Line of ed.: 21     
დამარხეთ. და ერთი ძაღლი მე მომეცით, სამ დღე უჭმელად დავმარხო, ღამე
Line of ed.: 22     
განვათენო ლიტანიითა და ღმრთისა ვედრებითა. და გამოჩნდეს მართალი სარწმუნოება.
Line of ed.: 23     
მესამესა დღესა აღვასრულებ უსისხლოსა მსხუერპლსა და მოვიღებ სეფისკუერსა
Line of ed.: 24     
ხელითა ჩემითა. დაღათუ არა საკადრებელ \ არს, დაუგებ ძაღლსა წინა, რომელი
Page of ed.: 86   Line of ed.: 1     
თქუენ გყავს, და ეგრეთვე თქუენ სეფისკუერი მოიღეთ და დაუგეთ ძაღლსა მას, რომელი
Line of ed.: 2     
მე მყავს. რომლისაცა შეჭამოს, მისი რწმუნება არა არს; თქუენი შეჭამოს, თქუენ
Line of ed.: 3     
გრცხუენეს; თუ ჩუენი შეჭამოს, ჩუენ გურცხუენეს".

Line of ed.: 4        
ესმა ესე მეფეთა და ერსა, განკჳრდეს და უღონოებამან მოიცუნა. ვითარ გონებად
Line of ed.: 5     
მოვიდეს, რქუეს კათალიკოსსა: "რა ესე სთქჳ, სასმენელადცა ზარია!" კათალიკოსი
Line of ed.: 6     
უმეტეს დაამტკიცებდა. გარნა სომეხთა აღარ ენება, მისცნეს ძაღლნი ურთიერთსა, და
Line of ed.: 7     
წარვიდეს კარავთა მიმართ.

Line of ed.: 8        
ხოლო მეფე, ძლიერად მბრძოლი, ეტყოდა კათალიკოსსა: "რა სთქუ, ვინ შემძლებელ
Line of ed.: 9     
არს ამისდა ქმნად, მოგონებად და სმენად, რამეთუ განსაკჳრვებელ არს?" კათალიკოსი
Line of ed.: 10     
წყნარითა გონებითა მიუგებდა: "საქმე \ ესე არა მინდობითა თავისა ჩემისათა
Line of ed.: 11     
ვყავ, არამედ ვყოფ ამას სასოებითა ქრისტეს ღმრთისათა, რათა აჩუენოს მორწმუნეთა
Line of ed.: 12     
მართალი მორწმუნეობა თუ ვისი არს და ვინ არიან მართლ აღმსარებელნი და ვისითა
Line of ed.: 13     
მღდელმოქმედებითა შეიწირავს უსისხლოსა მსხუერპლსა და ვისთა ჴელთა მისცემს
Line of ed.: 14     
ტარიგი ღმრთისა დაკლვად თავსა თჳსსა, ანუ ვინ ვჭამთ ჴორცსა მისსა და ვსუამთ
Line of ed.: 15     
სისხლსა მისსა; მინდობითა მართლმადიდებლობისათა ცხად ვყოფთ ჭეშმარიტებასა.
Line of ed.: 16     
მეფეო, შემეწიე შენ და ყოველნი ქართველნი, დიდი და მცირე". განკჳრდა მეფე და
Line of ed.: 17     
ყოველი ერი, ისმინეს რა ბრძანება კათალიკოსისა, და წარვიდეს თჳს-თჳსად.

Line of ed.: 18        
იყო დღე იგი პარასკევი. იწყეს ლიტანიობად: ერთკენ მეფემან და კათალიკოსმან
Line of ed.: 19     
და ყოველმან სამღდელომან კრებულმან (მცირედნი იყვნეს მუნ ეპისკოპოსნი, რამეთუ
Line of ed.: 20     
არა კრება ეყო მეფესა), და ერთ-კერძო სომეხნი და მჴარგრძელნი ზაქარია და ივანე
Line of ed.: 21     
ღამე იგი ორთავე გაათენეს, შაბათსა კუალად იწყეს ლიტანიობად \ და მწუხრი
Page of ed.: 87   Line of ed.: 1     
ერთშაბათი გაათენეს. და აღმოჴდა მზე და ყოველნი წარემართნეს ეკლესიაი, ცრემლით
Line of ed.: 2     
მვედრებელნი ღმრთისანი. განამზადეს წმიდა ტრაპეზი ორგნითვე, იყო ტირილი
Line of ed.: 3     
ორისავე კრებულისაგან. და სრულ-ყო რა უსისხლოსა მსხუერპლისა შეწირვა, აღიქუა
Line of ed.: 4     
კათალიკოსმან ფეშხუმითა შესაძრწუნებელი იგი ჴორცი ჩუენთჳს კაც-ქმნილისა ქრისტეს
Line of ed.: 5     
ღმრთისა. წარმოვიდა კრებულისა მიმართ მგზავრ მეტყუელი: "წმიდა არს, წმიდა
Line of ed.: 6     
არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყა\ნა დიდებითა მისითა".

Line of ed.: 7        
მოუწოდა სომეხთა ეპისკოპოსთა და მჴარგრძელთა და ყოველთავე სარწმუნოებისა
Line of ed.: 8     
მათისა ზიართა და ეტყოდა: "ისმინეთ აწ, სახლო თარგამოსისო! უწყით, რამეთუ
Line of ed.: 9     
ღმერთმან, ჩუენთჳს კაც-ქმნა მან, მოგუცა ჴორცი თჳსი საჭმელად მეტყუელმან: "უკეთუ
Line of ed.: 10     
არა სჭამოთ ჴორცი ჩემი, არა გაქუნდეს ცხოვრება, ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად
Line of ed.: 11     
ჩემდა". და მოციქულიცა იტყჳს; "პურსა ამას რომელსა განვ\ტეხთ, არა-მე ზიარება
Line of ed.: 12     
ჴორცთა ქრისტესთა არს?" აწ უკეთუ სარწმუნოება თქუენი ჭეშმარიტ არს, პური. ესე
Line of ed.: 13     
წმიდა ჴორცი ქრისტესი იქმნების; უკეთუ ჩუენი სარწმუნოება სთნავს, ჩუენ მიერ
Line of ed.: 14     
კურთხეულ იქმნების ჴორცად უფლისად ყოვლადვე ნუ იყოფინ, რომელ იკადროს
Line of ed.: 15     
რომელმანცა [უარისყოფაჲ]. აწ მოიყვანეთ ძაღლი, რომელი მე მოგეც; დაღაცათუ არა
Line of ed.: 16     
საკადრებელ არს, წინადაუგებ პურსა ამას წმიდასა. უკეთუ შეეხოს ძაღლი და იკადროს
Line of ed.: 17     
მიახლებად, არა სადამე არს სარწმუნოება ჩუენი. მოყვანებად ვცეთ ძაღლი თქუენი,
Line of ed.: 18     
დაუდვათ პური თქუენ მიერ კურთხეული; იხილეთ რაძი იქმნას, და მას ზედა გამოჩნდეს,
Line of ed.: 19     
ვისი სარწმუნოება სთნავს ქრისტესა".

Line of ed.: 20        
ხოლო სომეხთა დაღაცათუ არა ენება, გარნა არა იყო პასუხი სამართლისა; ძლით
Line of ed.: 21     
ეტყოდეს კათალიკოსსა: "შენ მიერ განჩინებულსა ამას საქმესა შენ გიღირს ქმნად".
Page of ed.: 88   Line of ed.: 1     
ხოლო იყო ერსა ზედა შემოსვლად ჯარი რაძი იქმნას. და ამისმან მსმენელმან კათალიკოსმან
Line of ed.: 2     
თქუა "მე ვყო". და ბრძანა ერისა შორად \ განყენება და მრგულივ გარემოდგომა,
Line of ed.: 3     
რათა ყოველთა მიერ სახილველ იქმნას დიდებულება ღმრთისა და განდგა
Line of ed.: 4     
ერი შორადრე.

Line of ed.: 5        
წარმოდგა კათალიკოსი იოანე შემოსილი, და ჴელთა ეტჳრთა ზარის ასაჴდელი
Line of ed.: 6     
იგი საიდუმლო, ჴორც-ქმნილი, მღდელ-მოქმედებული. მეფე და ყოველი ერი ხედვიდეს
Line of ed.: 7     
განცჳფრებულნი და შეძრწუნებულნი. და კათალიკოსი დგა, ვითარცა გოდოლი შეურყეველი, ტურფად
Line of ed.: 8     
აღშენებული, ესრე მტკიცედ დგა განშუენებულითა პირითა. მაშინ
Line of ed.: 9     
მოყვანება ბრძანა სამ-დღე უჭმელისა ძაღლისა; და მოიყვანეს ძაღლი იგი შიმშილითა,
Line of ed.: 10     
განლიგებული. და წარდგა იოანე კათალიკოსი და აღმოუტევა ჴ\მა ბრწყინვალე:
Line of ed.: 11     
ქრისტე" მეუფეო, ჴსნისათჳს კაცთასა განკაცებულო, ჯუარცმულოჩუენთჳს, დაფლულო
Line of ed.: 12     
და აღდგომილო და ზეცად მამისა ამაღლებულო, რომელმან მოგუეც ჴორცი შენი,
Line of ed.: 13     
რათა მოსაჴსენებლად შენდა ვჰყოფდეთ; შენ, მეუფეო, გთნავს სარწმუნოება ქართველთა,
Line of ed.: 14     
გთნავს სარწმუნოება ესე ჩუენი, შეუხებელად და მიუახლებელად დაიცევ ზარისა ასაჴდელი
Line of ed.: 15     
ჴორცი ესე შენი, ჩუენ მიერ მღდელ-მოქმედებული; შენ უკუე შეიწირე შეუძრველი
Line of ed.: 16     
ეგე და აჩუენე ერსა ამას გზა ჭეშმარიტი, და მოხედე მსხუერპლსა ამას და
Line of ed.: 17     
სირცხჳლეულ ყვენ წინააღმდგომნი ჩუენნი".

Line of ed.: 18        
და რაჟამს ესე ითხოვა, დააგო შესაძრწუნებელი იგი უსისხლოსა მსხუერპლისა
Line of ed.: 19     
აღმონაკუეთი მოყმარისა მის ძაღლისა წინა. ხოლო მხილველი პურისა ვითარ
Line of ed.: 20     
მიეტევა მიეახლა მიუახლებელსა მას; მყის ძლიერად იყჳირნა ძაღლმან და ვერ შეეხო
Line of ed.: 21     
წმიდასა მას წმიდათასა, და იხილეს განსაკრთომელი ესე სასწაული განკრთეს მეფე
Line of ed.: 22     
და ყოველი ერი, მაღლითა ჴმითა ჴმა-ყო. კათალიკოსმან და ყოველმან სიმრავლემან
Line of ed.: 23     
ერისამან: "დიდ ხარ შენ, უფალო, და საკჳრველ არიან საქმენი შენნი!" და აღუტევეს
Page of ed.: 89   Line of ed.: 1     
ჴმა სიხარულისა მადიდებელად ღმრთისა ცრემლითა სიხ\არულისათა. ხოლო სომეხნი,
Line of ed.: 2     
უღონოებასა მიცემულნი, განკჳრვებულნი დგეს და უკჳრდა.

Line of ed.: 3        
მაშინ ევედრა კათალიკოსი მეფესა, რათა დაადუმოს ერი იგი. და ვითარ დაწყნარდეს
Line of ed.: 4     
ჴმანი იგი, რქუა ნათელ-მოფენილითა პირითა მარღასთა სომხითისათა და
Line of ed.: 5     
მჴარგრძელთა: "მისმინეთ და უწყოდით: ღმერთი, უხილავი და მიუახლებელი და შეუხებელი
Line of ed.: 6     
ბოროტისა რომლისაგანვე, უბოროტო არს და მან თავადმან ბრძანა პურისა
Line of ed.: 7     
ამის წმიდისა ჴორც ქმნად. ნუ გიკჳრს, რამეთუ მანვე თქუა: იყავნ ნათელი და კუალად.
Line of ed.: 8     
გამოჩნდა ნათელი, "ჴმელ -- და გამოჩნდა", მანვე სიტყუამან არა-რასაგან ქმნა ჴმელი.
Line of ed.: 9     
არა თუ სახისმეტყუელებ არს, არამედ ჭეშმარიტად ჴორცი მისი. ამას რა შეეხებოდა?
Line of ed.: 10     
ჴორცი მისი და პური ანუ ორივე ერთ არს, ანუ უმჯობეს რომელიმე".

Line of ed.: 11        
ხოლო სომეხთა არათუ ენება, უნებლიეთ თანაედვა ამისი ქმნად. ვითარ მღდელნი
Line of ed.: 12     
დგეს და მოიყვანე ძაღლი, რომელი ჰყვა კათალიკოსსა, და მოუგდეს მსხუერპლი
Line of ed.: 13     
მათი. და მყის აღიტაცა. და ქართველთა იწყეს მადლობად ღმრთისა ჴმითა სიხარულისათა,
Line of ed.: 14     
იქით და აქეთ ხლდომითა მასვე იტყოდეს: "დიდ ხარ შენ, უფალო, და საკჳრველ
Line of ed.: 15     
არ\იან საქმენი შენნი". და კათალიკოსი შემოსილი შესუეს ჰუნესა თჳსსა, და
Line of ed.: 16     
ჴელთა ეტჳრთა ტაბაკითა სეფისკუერი და თანაჰყვებოდეს ყოველნი წარჩინებულნი
Line of ed.: 17     
და ლაშქართა შინა ვიდოდეს მეტყუელნი ესრეთ ფსალმუნსა ასოცდამერვესა:

Line of ed.: 18        
"მრავალგზის მებრძოდეს მე მტერნი ჩემნი სიყრმით ჩემითგან და მე ვერ
Line of ed.: 19     
მერეოდეს.

Line of ed.: 20        
"ბეჭთა ჩემთა მცემდეს მე ცოდვილნი და განაგრძეს უსჯულოება მათი.

Line of ed.: 21        
"უფალმან შემუსრნა ქედნი ცოდვილთანი.

Page of ed.: 90  
Line of ed.: 1        
"ჰრცხუენოდენ და მართლ უკუნ იქცენ ყოველნი მოძულენი სიონისანი,

Line of ed.: 2        
"უფალსა უგალობდით. რამეთუ დიდებით დიდებულ არს. უფალმან შემუსრნა
Line of ed.: 3     
მბრძოლნი, უფალ არს სახელი მისი."

Line of ed.: 4        
ესრეთ მხი\არულითა პირითა მოვლეს ყოველი ბანაკი. სომეხნი, ვითარცა მყუარი
Line of ed.: 5     
უტბო, ეგრეთ დგეს უჴმოდ, ქუეყანად მხედველნი, ვითარ ძუელ ოდესმე მღდელნი
Line of ed.: 6     
ასტარტესნი. ხოლო თუ ვითარი სიხარული, სასოება და მადლობა ღმრთისა მოიწია
Line of ed.: 7     
ქართველთა ზედა, თხრობა შეუძლებელ არს. და შე-რა-ვიდეს, დიდი სერი შემზადეს
Line of ed.: 8     
მეფემან და კათალიკოსმან.

Line of ed.: 9        
ხოლო სომეხნი სირცხჳლეულნი წარვიდეს მჴარგრძელთა კარვად. ივანე მსახურთუხუცესი
Line of ed.: 10     
ეტყოდა ძმასა თჳსსა ამირსპასალარსა ზაქარიას ვითარმედ: "მე არა მენება
Line of ed.: 11     
ცილობა; ქართველთა მართალი სარწმუნოება უპყრიეს. რაღა არს მყენებელ ჩუენდა,
Line of ed.: 12     
რომე მართალი სარწმუნოება არა შევიწყნაროთ \ და არა ნათელ-ვიღოთ ქართველისა
Line of ed.: 13     
კათალიკოსისა მიერ?" ხოლო იგი მიუგებდა: "უწყი, ძმაო, რამეთუ მართალი სჯული
Line of ed.: 14     
არს ქართველთა, მაგრა რომელი განიკითხვის დღესა მას, ჰკითხონ; მე არა შევერთვი
Line of ed.: 15     
ქართველთა!" და ესმა ივანეს და რქუა: "მიკჳრს სიბრძნისა შენისაგან, რომელ უმჯობესსა
Line of ed.: 16     
არა არჩევ, მე არა შევერთჳ განზრახვასა შენსა, ნათელ-ვიღებ სარწმუნოებასა
Line of ed.: 17     
ზედა ქართველთასა".

Line of ed.: 18        
რადღა საჴმარ არს სიტყუაა მოვიდა და ნათელ-იღო სარწმუნოებასა ზედა ჩუენსა
Line of ed.: 19     
იოანეს მიერ კათალიკოსისა. და მრავალი სიმრავლე სომეხთა მოვიდა ნათლისღებად.
Line of ed.: 20     
და იქმნა სიხარული, და. ზაქარია ეგოვე ურწმნოებასა ზედა.

Line of ed.: 21        
ესევითარი ნიჭი და პატივი მიმადლა მის მიერ შეყუარებულმან ღმერთმან თამარსა,
Line of ed.: 22     
გარნა არცა ის უდებ იქმნა მოქმედებად საქმეთა სათნოთა ღმრთისათა. ამისთჳს
Line of ed.: 23     
ჴელ-ყო აღშენებად საყოფელსა გამმარჯუებელსა მისსა ზეშთა-კურთხეულსა ვარძიისა
Line of ed.: 24     
ღმრთისმშობელსა, ზემო ვარძიის ქუემო ვარძიითა მიცვალებითა, რომელი კლდისაგან
Page of ed.: 91   Line of ed.: 1     
გამოჰკუეთა, თჳთ პატიოსანი ეკლესია და მონაზონთა საყოფი სენაკები, რომელი
Line of ed.: 2     
მტერთაგანცა შეუვალ და უბრძოლველ იყო. ესე ვარძია პირველად დაეწყო სანატრელსა
Line of ed.: 3     
მამასა მისსა გიორგის, გარნა ვერ სრულ ქმნა და დაეტევა, რომელ დიდმან ამან
Line of ed.: 4     
აღასრულა და შეამკო ყოვლითურთ, და შესწირნა მრა\ვალნი და დიდროანი სოფლები,
Line of ed.: 5     
და შეჰკაზმნა ტრაპეზისა შემოსავალნი დიდნი, რომელი ყოვლისაგანცა მოთხრობა
Line of ed.: 6     
ძნელ არს. თუ ვისმე ნებავს ამისგან იხილენ ვარძია და საქმენი მისნი ქმნულნი
Line of ed.: 7     
და ნაშენები ქუაბ-ქმნილი. ვინა მეფემან თამარ გულს-იდგინა მსახურებად უბიწოსა და
Line of ed.: 8     
განსაკრთომელისა სასწაულთა-მოქმედისა ვარძიისა ღმრთისმშობელისა, ამისათჳს უმეტეს
Line of ed.: 9     
პირველთა იდიდა მეფობა მისი.

Line of ed.: 10        
ხოლო სხუანი საქმენი მისნი, აღშენებანი და შეწირვანი მონასტერთანი ისმინენით.
Line of ed.: 11     
არა ოდენ საქართველოსა მონასტერნი ააშენნა, არამედ პალესტინეს იერუსალემს.
Line of ed.: 12     
ააშენა პირველად მონასტერი; და კუალად კჳპრეს ღალია შეამკო და უყიდნა შესავალნი
Line of ed.: 13     
და აღაშენა მონასტერი და შეამკო ყოვლითა წესითა პატიოსნისა მონასტრისათა. და
Line of ed.: 14     
კუალად კოსტანტინეპოლის აღაშენა მეტოქი მათი. და გრძელ სადამე არს
Line of ed.: 15     
ყოვლისა მოთხრობილობა, რომელ საბერძნეთს და ყოველსა ელადას შინანი მონასტერნი
Line of ed.: 16     
უხვად წყალობა-მიფენილ ყვნა და საქართველოსა მცირითგან მონასტრით საყდარ-ეკლესიანი
Line of ed.: 17     
არა დაუტევა, რომელ არა წყალობითა აღავსო.

Line of ed.: 18        
\ ესრეთ კეთილად აღეპყრა საუკუნოსა გონებასა, და მომნიჭებელი წარმოუმატებდა
Line of ed.: 19     
საქმესა დღე-კეთილობასა შინა. და ყოველნი გარემოს მყოფნი მეფენი, ქალაქნი
Page of ed.: 92   Line of ed.: 1     
და ამირანი ძღუნითა და ხ\არკითა მომშჳდებდეს პ\ირსა მჴნეთა სპათა მისთასა, და
Line of ed.: 2     
არბევდიან ურჩთა.

Line of ed.: 3        
აქამომდე კარი თურქთა ჰქონდა. წარავლინნა ლაშქარნი გარემოდგომად. და ცნეს
Line of ed.: 4     
თურქთა, დააგდეს კარი და ივლტოდეს. ხოლო მეფემან აიღო და მიითუალა კარი და
Line of ed.: 5     
დაუტევა კარის მცველად ივანე, და აჩინა მონაპირედ, და უბოძა ათაბაგობა
Line of ed.: 6     
და ამირთა-ამირაობა. რომლისათჳსცა დიდი წყება შექმნა თურქთა; და დიდად
Line of ed.: 7     
ავნებდა, რომელ წარუღო თურქთა გარეშემონი ქუეყანანი, აიხუნა და მიითუალნა. და
Line of ed.: 8     
წარმოგზავნა მახარობელი მეფისა წინაშე და დაიმადლა. ივანესვე უბოძა კარული და
Line of ed.: 9     
მისი ქუეყანა. და წარემართებოდა სამეფო თამარისი და შეემატებოდა დღითი-დღე.
Line of ed.: 10     
შიში და ზარი მეფისა იყო ყოველთა სულტანთა ზედა.

Line of ed.: 11        
უდიდესნი საქმენი აღმომიჩნდეს და გონება ვიწყე უღონოებად თხრობისა სიდიდითა
Line of ed.: 12     
საქმეთათა, დაღათუ არა შესატყჳსი არს ჩემდა ამათ მოთხრობა, არამედ დიდთა
Line of ed.: 13     
სიტყჳს-მოქმედთა პირველთა არს.

Line of ed.: 14        
ესე ესმა მაღალსა სულტანსა სელჩუქინსა, სახელით რუქნადინს, რომელი უმაღლეს
Line of ed.: 15     
და უდიდეს იყო სხუათა ყოველთა სულტანთა, რომელი მთავრობს დიდსა საბერძნეთსა,
Line of ed.: 16     
ასიასა და კაბადუკიასა ვიდრე პონტოდ ზღუადმდე. ამან მოუწოდა ყოველსა
Line of ed.: 17     
სიმრავლესა სპასა მისსა და \ შეკრბა კაცი ორმოცი ბევრი, რომელ არს ოთხასი
Page of ed.: 93   Line of ed.: 1     
ათასი და წარმოავლინა მოციქული მეფეს წინაშე და წარმოსა წიგნი, რომელსა
Line of ed.: 2     
წერილ იყო სახე ესევითარი:

Line of ed.: 3        
"ღმრთისა ოდენ უქუენესისა და ყოველთა კიდეთა მპყრო\ბელისა! ყოველი დიაცი
Line of ed.: 4     
რეგუენია, და შენ გიბრძანებია ქართველთათჳს აღებად ჴრმალი მუსლუმანთა ჴოცად.
Line of ed.: 5     
ესე არცა რომელ ჴრმალი დიდისა მოციქულისა მოჰმედისა. მისისა ერის თავისა,
Line of ed.: 6     
ბოძებულთა. აწ წარმომივლენია ყოველი მჴედრობა ჩემი, რათა აღვჴოცო ყოველი მამაკაცი
Line of ed.: 7     
მაგ ქვეყნისა, და ცოცხალი იგი ოდენ დარჩეს, რომელი წინამომეგებოს, თაყუანის-ცეს
Line of ed.: 8     
ჩათრსა ჩემსა სასოება იგი თქუენი ჯუარი წინაშე ჩემსა დალეწოს და მოჰმადი
Line of ed.: 9     
აღიაროს".


Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.9.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.