TITUS
Teimuraz, Ioseb-Zilixaniani
Part No. 3
Previous part

Chapter: 3    
აქა გასყიდვა იოსებისა ვაჭართაგან






Strophe/Paragraph: 47 
Verse/Line: a       გარ-მოაკრფეს დიდ-ვაჭარნი,   მისი ნახვა მათ უღირდათ,
Verse/Line: b       მას უჭვრეტდეს გაკვირვებით,   შუქი მისი გულსა სჭვირდათ,
Verse/Line: c       უსასყიდლო მარგალიტი   მოინდომეს გასასყიდათ,
Verse/Line: d    და   მისრ- ეგვიპტეს წაიყვანეს   მათთვის მორჭმად გასამდიდრათ.






Strophe/Paragraph: 48 
Verse/Line: a       მის ქალაქისა მეფესა   აზიზი- მისრი რქმეოდა,
Verse/Line: b       მდიდარი, უხვი, მოწყალე   ერთობ მოსამართლეო-და.
Verse/Line: c       მას ცოლი ჰყვანდა -- სიტურფით   მნათობთ არ მოეთნეოდა,
Verse/Line: d    და   სახელად ერქვა ზილიხან,   მთვარესა სჯობდა, მზეო-და!






Strophe/Paragraph: 49 
Verse/Line: a       მე ვით ვაქო სიტყვა მცირმან,   სპარსთ უქიათ ენამრავლად,
Verse/Line: b       ვინ ყოფილა მისი მსგავსი,   ან ვის ახსოვს დანასწავლად?
Verse/Line: c       მან ციერნი დააბნელა,   თვით გავიდა, ცაში მავლად,
Verse/Line: d    და   მან მოუდვის მისთა მჭვრეტთა   ცეცხლი ცხელი გულსა ალვად.






Strophe/Paragraph: 50 
Verse/Line: a       წარბნი გიშრისა ქამანდსა,   თვალნი მელნითა მორევდა,
Verse/Line: b       ნარგიზნი შავსა ლახვარსა   მიჯნურთა გულსა მორევდა,
Verse/Line: c       თმა-ტევრი შავსა სუმბულსა,   ტანი ალვასა მორევდა,
Verse/Line: d    და   ბრწყინვალებითა ცისკარსა   "მე გჯობ-"ო დაუმორევდა.






Strophe/Paragraph: 51 
Verse/Line: a       მას მნათობისა საქებრად   ენა ხამს შესხმად მალები,
Verse/Line: b       არღავნის ფერსა ღაწვზედა   ჯარად დგას გიშრის სარები,
Verse/Line: c       მარგალიტს ჰფარვენ ორნივე   იაგუნდს ქვეშე ლალები,
Verse/Line: d    და   მისთა შუქთაგან მთვარესა   პირსა აჩნია ნალები,





Next part



This text is part of the TITUS edition of Teimuraz, Ioseb-Zilixaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 31.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.