TITUS
Teimuraz, Ioseb-Zilixaniani
Part No. 2
Previous part

Chapter: 2    
ამბავი იოსებისა და ზილიხანისა






Strophe/Paragraph: 29 
Verse/Line: a       მიჯნურთ ამბავი შემოკრბა   ამ წიგნსა ჩემგან თქმულებსა,
Verse/Line: b       უსუფ- ზილიხანც ვახსენოთ,   ნურცა მათ ვატკენთ გულებსა,
Verse/Line: c       შეუთხზნათ ლექსთა ყვავილი,   ვერ ვნახავთ დანასულებსა,
Verse/Line: d    და   ქართულად ვიტყვი ყოველსა   ამბავსა მე სპარსულებსა.






Strophe/Paragraph: 30 
Verse/Line: a       მამათმთავარსა იაკობს   ძე ჰყვანდა ათორმეტები,
Verse/Line: b       ორნი ცოლნი ჰყვეს: უფროსსა   თვალნი აქვს მრუდად-მჭვრეტები,
Verse/Line: c       უმცროსსა ერქვა რაქაელ,   შვენებით მეტის-მეტები,
Verse/Line: d    და   მოსე მოგვითხრობს, რომელსა   უძღოდა ნათლის სვეტები.






Strophe/Paragraph: 31 
Verse/Line: a       რაქაელ უშვა ორნი ძე:    იოსებ, ბენიამენი;
Verse/Line: b       იოსებს ვიტყვი, თუ ვაქო,   ყველამ დამიცეთ ამენი;
Verse/Line: c       რა საკვირველი ძე ნახა,   მამას ჰხვდა გულს სიამენი,
Verse/Line: d    და   ცისკარსა ჰგუანდა, შვენოდა   გიშრისა წარბ-წამწამენი.






Strophe/Paragraph: 32 
Verse/Line: a       რა ღმერთმან შექმნა სოფელი,   ადამს ხელითა ბადებდა,
Verse/Line: b       მაშინ წყალობით იაკობს    იოსებს ძედ უქადებდა,
Verse/Line: c       ადამის ძსგავსი ძე მისცა,   იმას მინათად ადებდა.
Verse/Line: d    და   კაცთა მტერობით ეშმაკი   ბოროტად შურსა მზადებდა.






Strophe/Paragraph: 33 
Verse/Line: a       რა მოიზარდა ყმა იგი,   ბროლ-ლალსა მინა რეოდა,
Verse/Line: b       ევას მუცლითა ნაშობსა   სიტურფით იგ მორეოდა,
Verse/Line: c       ამისთვის სჯობდა ყოველთა   -- ბრძანება ღვთისა რეოდა,
Verse/Line: d    და   მისის შურით და მტერობით   ძმათ ჭკუა გარდარეოდა.






Strophe/Paragraph: 34 
Verse/Line: a       რაღას ვაგრძელებ -- კაცთა ძე   მისებრ ნახულა აროდეს.
Verse/Line: b       ძმანი შეითქვნეს, არჩევდეს,   მისთვის სამტეროდ ჩქაროდეს.
Verse/Line: c       -- "იგ ურჩევნიათ მშობელთა,   ჩვენთვის ეს ჭირად კმაროდეს!"
Verse/Line: d    და   რა იცის ბერმან, მამამან   თუ ლხინი გაემწაროდეს!






Strophe/Paragraph: 35 
Verse/Line: a       -- "ყოველ დღე წავალთ მხეცთა სვრად"   -- ძენი ეტყოდეს მამასა,
Verse/Line: b       -- "აწ თუ გვიბრძანებ, იოსებს   ჩვენთან წავიტანთ ამასა,
Verse/Line: c       ველად შექცევა დია სჯობს   ცუდად ძილსა და ჭამასა".
Verse/Line: d    და   მათ ნება დართო -- არ იცის,   თუ ჩავარდების ნანასა.






Strophe/Paragraph: 36 
Verse/Line: a       თან წაიტანეს სალხინოდ,   მიდიან, მინადირობდეს;
Verse/Line: b       გლახ, რა იცოდა იოსებ,   თუ ძმანი რას უპირობდეს?
Verse/Line: c       მთიებს უგვანდა ყელ-ყური,   ღაწვნი ბადახშნად ჭვირობდეს,
Verse/Line: d    და   მათ გაურისხდა უფალი,   რა კარგ საქმეზედ გმირობდეს!






Strophe/Paragraph: 37 
Verse/Line: a       მათ ხელი მიჰყვეს, შეიპყრეს,   ალვამან თავი დახარა,
Verse/Line: b       ეგზომ უებრო ყმაწვილი ძმად   შეებრალათ, გლახ, არა!
Verse/Line: c       -- "რად უფრო უყვარ მამასა,   შენ ჩვენზე მეტი რა ხარა?"
Verse/Line: d    და   იოსებ მათთან მგზავრობა   იტირა, ივაგლახარა!






Strophe/Paragraph: 38 
Verse/Line: a       ეტყოდა -- "ვის რა შეგცოდე,   რასათვის მამკლავთ, ძმანო და?
Verse/Line: b       რად არ გეწყალვით უბრალო,   გულ-ულმობელნო, ქვანო და?
Verse/Line: c       მართ მაშინ მათგან ნაქმარი   ბოროტად საქმედ კმაროდა,
Verse/Line: d    და   აწ ბერის მამის ტირილნო,   დედისა ვა მოთქმანო და!






Strophe/Paragraph: 39 
Verse/Line: a       მათ გააშიშვლეს საკვდავად,   ყელის გამოჭრას ლამოდეს,
Verse/Line: b       განგება იყო მაღლისა   -- უწყალოდ შეეწყალოდეს.
Verse/Line: c       ორმო იპოვეს, ჭას ჰგუანდა,   შიგ დგომილ იყო წყალ ოდეს,
Verse/Line: d    და   მაშიგ ჩააგდეს მნათობი,   შუქნი ქვე დაემალოდეს.






Strophe/Paragraph: 40 
Verse/Line: a       უფროსმან ძმამან მის ყმისა   პერანგი სისხლით შესვარა,
Verse/Line: b       იგ მუნ დააგდეს, ეგ მიკვირს:   ძმამან ძმის სისხლი შესვა რა!
Verse/Line: c       მათ მისი ცხენი მიჰყვანდათ,   ნეტარ მისთანა შესვა რა!
Verse/Line: d    და   სხვა მსგავსი იოსებისა,   ვეჭობ, დედამან შვეს არა.






Strophe/Paragraph: 41 
Verse/Line: a       მათ მწუხარება იჩემეს,   ტირილით მივლენ, ზარითა,
Verse/Line: b       მამასა თავსა წაადგეს   ამბითა შესაზარითა,
Verse/Line: c       პერანგი წინა დაუდვეს,   ჰკადრეს სიტყვითა მწარითა.
Verse/Line: d    და   იტყოდა: -- "სიბერის ჟამსა   გულსა ლახვარი მკარითა?!






Strophe/Paragraph: 42 
Verse/Line: a       -- "რა უყავთ ჩემი იოსებ?"   -- ეს ოდენ უთხრა ენითა.
Verse/Line: b       მათ მოახსენეს: -- "წატანა   ჩვენ მისი ავად ვქენითა,
Verse/Line: c       ლომი აგვიჩნდა უსახო,   ჩვენ გავექეცით რბენითა,
Verse/Line: d    და   მას მოეწია, შეიპყრა,   დაგლიჯა კბილთა კბენითა."






Strophe/Paragraph: 43 
Verse/Line: a       "იგ შეჭამა და წავიდა,   პერანგი შეგვრჩა ხეული,
Verse/Line: b       ეს ნიშნად წამოვიტანეთ   სრულად სისხლშიგან რეული."
Verse/Line: c       ტირან საწყალნი მშობელნი   სისხლისა ცრემლ-დათხეული,
Verse/Line: d    და   ტირილით თვალნი დაუდგეს,   ღაწვნი შეუქმნეს ხეული.






Strophe/Paragraph: 44 
Verse/Line: a       აწ რაც გარდახდა იოსებს,   ვარ მის ამბისა მთხრობელი:
Verse/Line: b       ღრმასა ორმოში ჩააგდეს,   არ უნდა ბარ-სათხრობელი,
Verse/Line: c       ყაფილა მოდის სადგომლად,   ჰგავს, თუ მისვლია მთხრობელი
Verse/Line: d    და   აწ ნახეთ მაზედ ღვთისაგან   წყალობა მიუთხრობელი!






Strophe/Paragraph: 45 
Verse/Line: a       ორმოს პირს დადგეს კარვები,   წყალსა ეძებდეს მდომელი,
Verse/Line: b       ჭა ნახეს, შიგან ჩახედეს   შუქნი აქვთ შემომდგომელი;
Verse/Line: c       ქარავან-ბაშსა აცნობეს:   -- "თქვენც ნახეთ ჭაში მჯდომელი".
Verse/Line: d    და   წავიდა, ნახა, გაჰკვირდა   -- პირი ელვათა მკრთომელი.






Strophe/Paragraph: 46 
Verse/Line: a       კაცი ჩაუშვეს, საბელი   წელთ ება ხელთაც ეჭირა,
Verse/Line: b       ამოიყვანეს იოსებ,   ძლივ სული კბილით ეჭირა,
Verse/Line: c       ჰკითხეს: -- "ვინა ხარ?" -- ყოველთა   თვალი მაზედა ეჭირა,
Verse/Line: d    და   მან უთხრა: -- "ძმათ მიღალატეს,   ლხინი ამისთვის მეჭირა".





Next part



This text is part of the TITUS edition of Teimuraz, Ioseb-Zilixaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 31.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.