ARMAZI
Author: Teim. 
Ioseb-Zilixaniani
Text: Ios.-Zil. 

The Georgian Poetic Version
by king Teimuraz I.
of the Persian romance
on the love of Yusuf and Zuleikha



On the basis of the edition by
G. Ǯaḳobia,
Ioseb-Zilixanianis kartuli versiebi,
(ḳriṭiḳuli ṭeksṭi leksiḳonisa da saʒieblebis dartvit),
ṗirveli nac̣ili (ṭeksṭebi),
Tbilisi 1927,
p. 101-156

electronically prepared by Tamaz Abašidze and Xatuna Todua,
Tbilisi, 2001;
ARMAZI version by Jost Gippert,
Frankfurt a/M, 16.12.2001 / 24.3.2002 / 20.3.2007





Chapter: 1    
მიჯნურთ ამბავი იოსებისა და ზილიხანისა






Strophe/Paragraph: 1 
Verse/Line: a       არსებით ვიტყვი ცნობილსა,   სამებით ერთუფლებულად,
Verse/Line: b       ბუნებით განუყოფელად,   ღვთაებით შეერთებულად,
Verse/Line: c       განვსწვალავ გვამოვნებასა,   არ ვიტყვი მიახლებულად,
Verse/Line: d    და   იგი გვზრდის, გვფარავს ყოველთა   მის მიერ ქმნილთა კრებულად.






Strophe/Paragraph: 2 
Verse/Line: a       პირველ მას ვაქებ, რომელმან   თვით ჩვენ შეგვმოსა სრულებით,
Verse/Line: b       ნათელმან უსხეულომან   ხორცნი ივასხნა ბუნებით,
Verse/Line: c       თავისუფალ გვყვნა მონანი   მისითა შთამოსულებით,
Verse/Line: d    და   ხამს, თუ ზე გვაქვნდეს გონება   სარწმუნოებით, სრულებით.






Strophe/Paragraph: 3 
Verse/Line: a       უნდა მცირედი მცირედთა   სიტყვა წარმოვთქვა თხრობილი,
Verse/Line: b       ვით ვეტრფიალე სიბრძნესა,   ამად არვისგან ხმობილი,
Verse/Line: c       ძოწ-მარგალიტი, გიშერი   აწ ნახეთ ჩემგან მკობილი,
Verse/Line: d    და   ბოლოდ სცნათ ყოვლთა -- არა   ვარ მოშაირეთა ძმობილი.






Strophe/Paragraph: 4 
Verse/Line: a       მე თვით ვწერ, ვიტყვი, რომელსა   მეფედ მიხმობენ მონები,
Verse/Line: b       სიტყვა შევმზადო შაირთა,   მართ ვითა ვარდის კონები,
Verse/Line: c       ბრძენთაგან შესაწყნარები,   ცნობილთა მოსაწონები,
Verse/Line: d    და   მაგრა ექმნების მიჯნურთა   ლახვარი გასაწონები.






Strophe/Paragraph: 5 
Verse/Line: a       მრავალთა ხელყვეს სიბრძნესა,   მოგვესმა ამას წინასა,
Verse/Line: b       ვიეთნი წერდეს ზენასა,   სულისა მოსასმინასა,
Verse/Line: c       ზოგთა თქვეს, აქეს, შეაწყვეს   ბროლ-ვარდ-გიშერი მინასა,
Verse/Line: d    და   ჩემთა სიტყვათა ყვავილნი   მათმან წერილმან მინასა.






Strophe/Paragraph: 6 
Verse/Line: a       გუბი ზე-მთისა წყაროსა,   უშმაგომ ვითა აროსა,
Verse/Line: b       მაგრამ მივბაძო აჩრდილად,   არა ვიდუმნო აროსა?
Verse/Line: c       სულთა ბახჩასა სურვილსა   ვზრდიდე, მართ ვითა საროსა,
Verse/Line: d    და   ვინ ხელჰყოს ძნელსა საქმესა,   ხამს თავი გაიმწაროსა.






Strophe/Paragraph: 7 
Verse/Line: a       ხამდა მეხმივნა სიტყვანი,   უხრწნელად დანამყარები,
Verse/Line: b       სწავლა საღმთოთა წერილთა   სულისა გამამყარები,
Verse/Line: c       მათ სულიერთა კრებულთა   არ დარჩათ დანამცდარები,
Verse/Line: d    და   მივრიდე, ვეღარ ვიპოვე   ცუდ-მაშვრალთანა მარები.






Strophe/Paragraph: 8 
Verse/Line: a       მუნ ვერა ვპოვე სათქმელი   -- აწ მომიძულა ზენამა,
Verse/Line: b       გული მიუძღვენ კეკლუცთა,   ვინებე ვარდი მენამა,
Verse/Line: c       ფერი შემატეს ბაგეთა   ჩემთა სისხლთაგან სმენამა,
Verse/Line: d    და   აწ ყურნი უნდა აწვივნეს   ტკბილმოუბარმან ენამა.






Strophe/Paragraph: 9 
Verse/Line: a       ვიწყო პირველთა მიჯნურთა   ამბავნი მოსასმენისად,
Verse/Line: b       ან ვით შეერთეს მხეცთანა,   ან ვისთვის რბოდეს ხელი სად,
Verse/Line: c       ზოგნი ქვე დაშვრეს ხორცთათვის,   ზოგთა სრბა იწყეს ზენისად,
Verse/Line: d    და   ზოგთა სდიოდა თვალთაგან   ცრემლნი რუდ მონადენისად.






Strophe/Paragraph: 10 
Verse/Line: a       ტარიელს იცნობთ ყოველნი,    სარიდანის ძეს მხნესა-და,
Verse/Line: b       მას უებრობა მოყმესა, ტანად   ალვისა ხესა-და,
Verse/Line: c       ვით ეტრფიალა ინდოეთს   ნესტან-დარეჯანს მზესა-და,
Verse/Line: d    და   დაკარგა გულსა სახმილი,   კვლავ უფრო დაეკვესა-და!






Strophe/Paragraph: 11 
Verse/Line: a       ძებნა, ვერ პოვა, გაიჭრა   ხელი ნადირთა ერევა,
Verse/Line: b       ვეფხსა ემსგავსის სიტურფე,   დაბნდის და ცნობა ერევა,
Verse/Line: c       ქვაბნი მისტაცნა სამყოფლად,   დევნი მოსწყვიდნა, ერევა,
Verse/Line: d    და   ათ წელ მუნ იყო სელქმნილი,   გულსა ლახვარი ერევა.






Strophe/Paragraph: 12 
Verse/Line: a       ავთანდილ, პირმზე არაბი,   მასთანვე თანა ქებულა,
Verse/Line: b       მეფისა როსტევანისგან   გაზრდილა, ძედ წოდებულა,
Verse/Line: c       თინათინისთვის ხელქმნილა,   მისგან მზე დაწუნებულა,
Verse/Line: d    და   წყლული მოქენე წამლისა,   სხვათა კურნებად რებულა.






Strophe/Paragraph: 13 
Verse/Line: a       დღე-ერთ ჯდა მოყმე საწოლსა,   მონა შემოდგა ლაღისა:
Verse/Line: b       -- "გიხმოო მზემან მზეთამან,   შუქთა ხლებასა გაღირსა".
Verse/Line: c       ნახა, უბრძანა: -- "შენგან მწადს   ძებნა მის გულ-სადაღისა,
Verse/Line: d    და   პოვო, მოხვიდე, მე მოგცე   ფლობა სამოთხის ბაღისა".






Strophe/Paragraph: 14 
Verse/Line: a       რა ესმა მისგან ავთანდილს   სიტყვანი იმედებული,
Verse/Line: b       ღმერთსა შესწირა მადლობა   -- მზემან თქვა გულსა დებული!
Verse/Line: c       წავიდა ფიცხლავ საძებრად,   ქვაბს პოვა ასმათ დებული,
Verse/Line: d    და   მან უთხრა წვრილად, რაც სჭირდა   ტარიას ცეცხლი დებული.






Strophe/Paragraph: 15 
Verse/Line: a       წავა ავთანდილ საძებრად   მუნ, სადა პირმზე ტყვე სითა,
Verse/Line: b       ფატმან უამბო: -- ქაჯეთს ზის იგი   მზე სულთქმა-კვნესითა,
Verse/Line: c       მთვარე მოსტაცეს ვეშაპსა   მკლავითა მით უმხნესითა",
Verse/Line: d    და   მზე არ ამხედრდა ეტლზედა,   ვირემ არ მიხვდა წესითა.






Strophe/Paragraph: 16 
Verse/Line: a       ძებნა, უპოვა მზე ლომსა,   თვით მიხვდა ვეფხი მთვარესა,
Verse/Line: b       ვარდნი ნამთევნი გაიფრჩქვნეს,   რა დაენერგნეს ბარესა,
Verse/Line: c       ბოლოდვე გავლეს საწუთრო,   სოფლის საქმენი არესა,
Verse/Line: d    და   იგ უსახონი ქალ-ყმანი   მიწასა მიაბარესა.






Strophe/Paragraph: 17 
Verse/Line: a       ესენი შოთამ რუსთველმან   შეამკო არსთა მკობითა,
Verse/Line: b       თვით მინდობილმან სიბრძნესა,   მერე თამარის ხმობითა,
Verse/Line: c       იტყვის: -- "ვპოვეო ამბავი   პირველ სპარსთაგან მბობითა".
Verse/Line: d    და   შეათხზნა ბროლსა გიშერი,   ძოწსა სადაფი წყობითა.






Strophe/Paragraph: 18 
Verse/Line: a       გამოაცხადებს ნათქვამი   მის, რუსთველისა, ქებასა,
Verse/Line: b       დასაბამითგან შაირთა   მთქმელნი თვით სად ვინ ებასა!
Verse/Line: c       რად ხამს დუმილი მუსიკთა,   ენა რიტორად ებასა,
Verse/Line: d    და   თუმცა ხელობდა მის გამო,   ხელჰყოფდა მათსა ქებასა!






Strophe/Paragraph: 19 
Verse/Line: a       სწვევდა სახმილი უშრეტი   პირმზისა თამარ მეფისა,
Verse/Line: b       ვითა ფოლადი მაღნიტსა,   თვალნი საჭვრეტლად ეფისა,
Verse/Line: c       მაგრამ მან მზემან ნათელი   მიჯნურთ არ უიეფისა,
Verse/Line: d    და   არად შესწონდა ზახილი   ვარდსა ბულბულთა ყეფისა.






Strophe/Paragraph: 20 
Verse/Line: a       მეფეს ენება სპარსული   თქმათ ქართულისა ენითა,
Verse/Line: b       "ლექსად თქმა მწადას"-ო უბრძანა   ლაღმან ბრძნად შუქთა ფენითა.
Verse/Line: c       ნიჭი აღუთქვა უზომო,   მოაჯე ვარ მოქენითა,
Verse/Line: d    და   მიჯნური მიჯნურთ საქებრად   დაჯდა, გლახ, ცრემლთა დენითა.






Strophe/Paragraph: 21 
Verse/Line: a       სურვილისაგან ტყვექმნილი   შეიპყრა ვისმა რამინა.
Verse/Line: b       დაშრტის სახმილი ორთავე,   რა ვარდმა ნახის, რა მინა,
Verse/Line: c       მე თუ ძალმედვას, მათ მზეთა   თვით ქების მეტი რა მინა?
Verse/Line: d    და   ცრემლი მდის მათთვის სისხლისა,   ფერად მართ ვითა რამ ინა.






Strophe/Paragraph: 22 
Verse/Line: a       მარავს ჯდა შაჰი მოაბად,   სიდიდით შეუდარები,
Verse/Line: b       ვისის დედ-მამა ამიანს   იყვნეს ჯიმშედის გვარები,
Verse/Line: c       მიუხდა, მამა მოუკლა,   ქნა საქმე შეუგვარები,
Verse/Line: d    და   ტყვედ წაიყვანეს უნებლივ,   მზეს არ შვენოდა დარები.






Strophe/Paragraph: 23 
Verse/Line: a       კუბოსა ჩასვეს, დაფარეს,   ვით ღრუბლით მზისა დარია,
Verse/Line: b       კუბოსა თავი მოხადა   -- განგებით ადგა ქარია,
Verse/Line: c       შაჰი მოაბადს ძმა ჰყვანდა,   მას ვერა სჯობდა ტარია,
Verse/Line: d    და   ანაზდად ნახა ნათელი,   დაბნდა, სურვილმა დარია.






Strophe/Paragraph: 24 
Verse/Line: a       აწ გითხრა ცუდი ხელობა   შაჰან-შა მოაბადისა,
Verse/Line: b       არა ისმინა ნათქვამი   მეეტლეთ მოაბადისა,
Verse/Line: c       ძალად შეიპყრა, მოჰყვანდა,   ვით თევზი, მოაბადისა,
Verse/Line: d    და   ვისმან სანაცვლოდ შეიპყრის   სურვილი მოაბადისა.






Strophe/Paragraph: 25 
Verse/Line: a       მთვარე შეიპყრა ვეშაპმა   -- ეგონა მომხვდა შვებაო,
Verse/Line: b       ვისამ დაუსწრა სანაცვლოდ,   შეკრა -- ძიძა ჰყვა გრძნებაო,
Verse/Line: c       ვერ ჭამა მისგან ნაყოფი,   ბედმან სხვას მიანებაო.
Verse/Line: d    და   იგი უებრო რამინს ჰხვდა,   შაჰან-შას -- ცეცხლთა დებაო,






Strophe/Paragraph: 26 
Verse/Line: a       მოვლო ყოველი ქვეყანა   ამა ამბავმან მზისამან,
Verse/Line: b       ბრძანა აბუნასრ ვეზირმან,   ხალიფამ ბაღდადისამან,
Verse/Line: c       იტყვის; -- "დამივსო სახმილი   ამბავმან ვის- რამისამან,
Verse/Line: d    და   აწ განმიმარტოს ენამან   ფაფხურ ბრძნად მოუბრისამან".






Strophe/Paragraph: 27 
Verse/Line: a       ფაფხურ გამოჩნდა ბასრელი   მაქებრად რამინ- ვისისად,
Verse/Line: b       ამბვად აღწერა შეწყობით,   ტკბილად, ართურე მქისისად,
Verse/Line: c       ყურნი დავალდენ მსმენელთა,   გულნი განათლდეს დღისისად,
Verse/Line: d    და   ბაღდადს ნათქვამი ამბავი,   ნახეთ, გასმიათ ვისი სად!






Strophe/Paragraph: 28 
Verse/Line: a       ხალიფას შესძღვნა ვეზირმან   თვით არმაღანად სეფენი,
Verse/Line: b       მასმცა შეუწმდა სიტყვანი   ხმა-ტკბილად დანამყეფენი,
Verse/Line: c       ყოვლგნით შემოკრბეს მიჯნურნი   ცრემლთა სისხლისა მჩქეფენი,
Verse/Line: d    და   უქეს ყოველთა უკლებლად   სიტყვათა სიიეფენი.





Next part



This text is part of the TITUS edition of Teimuraz, Ioseb-Zilixaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 31.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.