TITUS
Shvidi Mtiebi
Part No. 3
Previous part

Chapter: II  
ეზდიჯირდ ხელმწიფისა ამიერით მიცვალება და ბარამისაგან ტირილი და გლოვა მამისა თვისისა.



Strophe: 42  



Verse: a        ბარამს მამისა სიკვდილი   გულს ცეცხლად მოედებოდა,
Verse: b     Page of Ms. A: 5     სცის თავი ქვასა საკვდავად,   თვით მას თანავე კვდებოდა;
Verse: g        ტიროდა ცხელის ცრემლითა,   ჴმა ყმისა ცას მისწვდებოდა.
Verse: d     და   წლამდის ნიადაგ ცეცხლი   სწვავს, აროდეს დაევსებოდა.



Verse: n.g     
"ვაი ვაგლახობით ტიროდეს" CD. მისცუდებოდა C.



Strophe: 43  



Verse: a        წლამდის იჯდა გულ-მწუხარე   ბარამ მეფე ბნელსა შინა,
Verse: b        მას ზაფრანად გადაექცა   ღაწვი ვარდი, სათი-მინა;
Verse: g        ტანნი მათნი მოეძაძნეს,   დიდებულნი ვინცა ვინა,
Verse: d     და   გლოვა იყო სრულად ქვეყნად,   წლამდის ლხინსა დაეძინა.



Verse: n.a     
ბნელსა _ გულსა C.
Verse: n.b     
ყმასა ზაფრად AC.
Verse: n.g     
ტანი CD.
Verse: n.d     
გლოვად იყვნეს სრულა ქუეყნად" C.
Verse: n.     
43 და 44 სტროფებს შუა D-ში სათაურია: "ამიერიდან მიცვალება ეზდიჯირდ ხელმწიფისა".



Strophe: 44  



Verse: a        რა გათავდა წელი ერთი,   შეკრბეს ერთად დიდებულნი,
Verse: b        ბარამს მუჴლსა მოეხვივნეს,   თავთა, პირთა მიწად ქმნულნი;
Verse: g        კვლა ეაჯნეს მეფეთ შვილნი,   თვით მასთანავე ლხინთა ზმულნი:
Verse: d     და   "ჟამიაო გამოსვლისა,   დაიჯერე ჩვენგან თქმულნი".



Verse: n.d     
იაჯნეს ACD. ჟამიაო _ ჟამი არის D.



Strophe: 45  



Verse: a        ოდეს ესმა მათგან თქმული,   ბარამ მეფე აუტირდა,
Verse: b        მათ უბრძანა: "ეჰა, ძმანო,   გლოვით არ თუ მე მიმჭირდა,
Verse: g        მიმძიმს მისსა ვერამჭვრეტსა,   მე სიკვდილი დამიძვირდა,
Verse: d     და   რად მითქს სული მე უმისოდ,   ძმანო, რადმცა არ გიკვირდა?"



Verse: n.a     
ესმნეს A.
Verse: n.d     
მითქს _ მიდგს D. რამცა D.



Strophe: 46  



Verse: a        არ მოეშვნეს დიდებულნი,   ქებად მორთეს კვლაცა ენა:
Verse: b        "შენ გიჭვრეტდეს შენნი ყმანი,   ამად უნდა თვალთა ჩენა,
Verse: g        მას არ არგებს, ვისცა იგლოვ,   მიწყივ თვალთათ ცრემლთა დენა,
Verse: d     და   კვლაცა კაცი თავის მკვლელი,   უწყი, ღმერთმან შეაჩვენა".



Verse: n.a     
კვლაცა _ მათთვის A.
Verse: n.b     
ამადმისთვის D.
Verse: n.g     
ცრემლთად A, ცრემლთა D.



Strophe: 47  



Verse: a        "ჰე, მეფეო, კმარის შენგან   ესოდენი ვაგლახება,
Verse: b        არ არს წესი ჴელმწიფეთგან   ტახტ-გვირგვინთა მოშორება;
Verse: g        თქმულა: ყოვლი ეშმაკთ საქმე   კაცთა ენით არ იქება,
Verse: d     და   ამას იტყვის ყოვლი ბრძენი:   ჭირსა ახლავს ბოლოს შვება".



Verse: n.a     
ესოდენნი A.
Verse: n.d     
ბოლოდ D.



Strophe: 48  



Verse: a        მუჴლთ-მოხვევით დიდებულნი   ყმას აწვევდეს აბანოსა:
Verse: b        "კმარის ბნელსა მალვა მზისა,   აწ ცად შუქი აბანოსა,
Verse: g        ნარგისთაგან მონაბუქმან   ვარდსა ფერი აბანოსა;
Verse: d     და   მოსთქვამს ტკბილსა მოსასმენსა   ჴმას ბულბული აბანოსა".



Verse: n.d     
ჴმას _ ჴამს A.



Strophe: 49  



Verse: a        ნება ქნა მათი მეფემან,   თუცა არ იამებოდა,
Verse: b     Page of Ms. A: 6     ყმას უბე, კალთა უწყვეტლად   ცრემლითა აევსებოდა,
Verse: g        ღაწვთა ცრემლისა ნაბანსა   ელვა მიდამო კრთებოდა,
Verse: d     და   ვით ვარდსა ზედან ბულბული,   მნახველი მაზედ კრთებოდა.



Verse: n.d     
ბულბულნი: მნახველნი AD.



Strophe: 50  



Verse: a        აბანოსა ვარდის წყლითა   დაიბანა ტანი მჭევრი,
Verse: b        თქვეს მჭვრეტელთა: "მოკაზმული   ქვეყნის მზეა, არ ნადევრი";
Verse: g        მას შვენოდა ვარდსა ზედან   ნარგისთ გარე გიშრის ტევრი,
Verse: d     და   მას დღეს მისთა შემხედველთა   მას შესახებ ქება ბევრი.



Verse: n.g     
შვენოდეს AD.



Next part



This text is part of the TITUS edition of Shvidi Mtiebi.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.