ARMAZI
Text: 7Mt. 
Švidi Mtiebi

(Baramguriani)

The Middle Georgian Metrical Adaptation
by Nodar Cicišvili
of the Persian Epic
on Bahram Gōr and the Seven Princesses



On the basis of the edition
Nodar Cicišvili,
Švidi Mtiebi - Baram-Guri,
. Ḳeḳeliʒis redakciit, gamoḳvlevit da leksiḳonit,
Tbilisi 1930
electronically prepared by Ana Meparišvili and Ketevan Gočiṭašvili,
Tbilisi, 2000;
ARMAZI version by Jost Gippert,
Frankfurt a/M, 28.7.2000 / 20.3.2007





Chapter: Intr. 
შესავალი



Strophe: 1 



Verse: a       უმჯობესი არს ყოველთა,   რაცა თქვას ტურფა ენამან,
Verse: b    Page of Ms. B: 1    მუნ ტურფა, მსგავსი მის მზისა,   რამც ნახოს თვალთა ჩენამან?
Verse: g        თუმც ნახოს წლისა სნეულმან,   პირი ქნას მისკენ ლხენამან,
Verse: d     და   მოგვმადლა მისით ხლებითა   წყალობა ღმერთმან ზენამან.



Verse: n.g     
ნახეს B.
Verse: n.d     
მოგვმადლნა B.



Strophe: 2  



Verse: a        მისსა ვით იტყვის ქებასა   პლატონ ან სოგრატ ბრძნობილი?
Verse: b        უნაკლულოა ყოვლითა,   საღვთოთ საქმითა ცნობილი,
Verse: g        წმიდათა მიმსგავსებული,   ქალწულთა თანაჴმობილი,
Verse: d     და   ეშმაკთ მიმდეგი ყოველი   არს მის წინაშე გმობილი.



Verse: n.b     
საღვთოთა B; ცნობილ B.



Strophe: 3  



Verse: a        ვახლავ მათი ფერხთა მტვერი,   ქნადცა მმართებს მათი ნება;
Verse: b        ჴამს დიდება პატრონისა,   ვის აქვს ლექსთა თქმის შეძლება.
Verse: g        სიბრძნე მქონდეს ათინელთა,   მუნ მათივე ანუ ცნება,
Verse: d     და   ვით ვთქვა ქება შესაფერი,   ვინ ბრძენთაგან არ იქება?


Strophe: 4  



Verse: a        ქება ვთქვი მათი უგბილმან,   არ ღირს ვარ თუმც ჴსენებასა;
Verse: b        მათმან ქებამან დამმართა   სიბრძნეს, ჭკუას და ცნებასა;
Verse: g        მათითა ქებით მივეცი   კვალად ლხინსა და შვებასა,
Verse: d     და   ჴამს, ენით, ჭკუით, გონებით   ვიქმოდე მათსა თნებასა.



Verse: n.a     
ვღირს ვარ B.
Verse: n.b     
სიბრძნესა: ჭჭკუა B.



Strophe: 5  



Verse: a        წინაშე მათსა დავირქვი   სახელი შაირობისა,
Verse: b        მე მათად ქებად მომეცნეს   მცირენი დარგნი ბრძნობისა;
Verse: g        შოთას აქებდეს, აწ რიგი   მე მომხვდა მელექსობისა,
Verse: d     და   სხვას არას ვნუკევ, მიჯნურ   ვარ ოდენ მათისა ყმობისა.



Verse: n.b     
მციერნი B.
Verse: n.g     
შოთან B.
Verse: n.d     
მიჯნური B.



Strophe: 6  



Verse: a        რუსთველს არ დარჩა უთქმელი,   რაც ოდენ მისწვდა გონება,
Verse: b        მისის ლექსების მკითხველსა   სხვა რადმცა მოეწონება?
Verse: g        ტარიელისთვის საქებრად   მას ენა ეადონება,
Verse: d     და   მისთა ამბავთა უამე   კაცს რამცა გაეგონება?



Verse: n.a     
მისცუდა B.
Verse: n.b     
მისთა ლექსებთა B.



Strophe: 7  



Verse: a        თეიმურაზ თქვას ამბავი   იოსებ-ზილიხანისი,
Verse: b        ლეილის ქება, სიტურფე   და მეჯნუნისა ჯანისი;
Verse: g        თქვა ჴელმწიფური ლექსები,   თვით რუსთვლის მოსაწონისი,
Verse: d     და   ლექსთა მკითხველთა მელექსედ   ხან ის აქეს და ხან ისი.



Verse: n.b     
სიტურფე: მეჯნუნის B.



Strophe: 8  



Verse: a        სხვა მელექსე, ვინცა ვინა,   მათად სწორად არ იქების;
Verse: b        თუ ვინ თავსა მათ ადარებს,   ცუდ-მაშვრალობს, ცუდად სცდების;
Verse: g        თუ ვინ იტყვის "ჩემი სჯობსო",   ცუდ-სასჯელი წაუჴდების,
Verse: d     და   ვინ სხვათ ლექსთა მათ ადარებს,   თურე ლექსთა ვერ მიხვდების.


Strophe: 9  



Verse: a        თუ არ შესწევს ძალი ღვთისა   და მათ ორთა მელექსობა,
Verse: b        ლექსთა თქმაცა ვით გაბედა   ნოდარ, ანუ შაირობა?
Verse: g        ვით დავატკბო მათებრ ენა,   თვითცა მქონდეს ქვეყნის ბრძნობა?
Verse: d     და   მაგრამ მართებს, ოდეს კაცსა   გაუჭირდეს, გულოვნობა.



Verse: n.a     
მელექსეთა B.
Verse: n.b     
თქუმამცა... გაბედნა B
Verse: n.     
9 და 10 სტროფებს შუა AD-ში მოთავსებულია ნიკოლოზ ჩაჩიკაშვილის ზედმეტი სტროფი: ჱე, ერთო ღმერთო, უკუდავო... იხ. შესავალი.



Strophe: 10  



Verse: a        სიბრძნე ბაღია კაცისა,   ხე-ჴშირი, მსხმოვიარები,
Verse: b     Page of Ms. D: 131    ბაღისა ვარდი ლექსია,   მკითხველნი _ მობაღნარები;
Verse: g     Page of Ms. A: 01     იტყვის ყოველი მოლხინე,   ყრმა ვინ არს, თუნდა ბერები:
Verse: d     და   "ბაღჩათა შიგან ამოა   ყვავილი ფერად-ფერები".


Strophe: 11  



Verse: a        ვპოვე უცხო მოსასმენი,   ამად ენა გავაყბედე,
Verse: b     Page of Ms. B: 2     ჴელად-ვიღე საქმე ძნელი,   თქმაცა მისი ვით გავბედე?
Verse: g        ღმერთო, შენი მოწყალება   გულსა ჩემსა უიმედე,
Verse: d     და   ყოვლი ძნელი გაადვილდეს,   თუ წყალობით შემომხედე!



Verse: n.b     
თქმამცა BD; გავბოდე D.



Strophe: 12  



Verse: a        ესე ამბავი სპარსრულებ,   გონება-მიუწვდომელი,
Verse: b        ნიზამის უთქვამს განჯელსა,   ბრძენთა ბრძენია რომელი;
Verse: g        მას ჰბაძავს ხოსრო დეჰლევი,   მუნ ენა-დაუშრომელი,
Verse: d     და   მას ხოსრო სჯობს თუ ნიზამი,   ვართ მისი მიუხვდომელი.



Verse: n.a     
მიუცდომელი B.
Verse: n.g     
დაჰლევი B, და ლევი A, დალევი D; ბაძავს BD.
Verse: n.d     
მიუხდომელი ABD.



Strophe: 13  



Verse: a        ნავაის ესე ამბავი   ჩაღათურისა ენითა
Verse: b        უთქვამს, და მისებრ მელექსე   სხვა ვინმცა ვიაზრენითა?
Verse: g        კვლა ჯამის უთქვამს სპარსულად   მუნვე ჭკუითა ბრძენითა,
Verse: d     და   ილხენს ყოველი მკითხველი   მათ ოთხთა ლექსთა სმენითა.



Verse: n.a     
ნავაისს B, ყოველნი მკითხველნი D, მათ _ მუნ BD.



Strophe: 14  



Verse: a        ვით გავაგო მიუმხვდარმან   მათ ოთხთავე ლექსთა ქება?
Verse: b        მათსა ლექსსა მიასწავებს   მათი სიბრძნით აღსავსება;
Verse: g        მწადს ქართულებრ მათთა ლექსთა   გამოთარგმნა, გალექსება,
Verse: d     და   ღვთით გავბედე საქმე ძნელი,   თქმაცა ჩემგან ვით ეგება?



Verse: n.d     
თქმამცა BD.



Strophe: 15  



Verse: a        რას ვაგრძელებ? არას მარგებს   მელექსეთა ცუდთა დევნა,
Verse: b        რადგან ვსთხოვე შემოქმედსა   ლექსთა თქმისა მე შეწევნა,
Verse: g        აწღა უნდა ენა-ტკბილად   მრავალ-გვართა ლექსთა ლევნა,
Verse: d     და   ამო არის სასმენელად   მიჯნურთ შეყრა, კოცნა, ხვევნა.



Verse: n.d     
ამაო D.



Strophe: 16  



Verse: a        ისმინეთ, ვიწყებ ამბავსა,   კაცთათვის გასაგონარსა,
Verse: b        სპარსთ ჴელმწიფეთა ქებასა,   ბრძენთაგან მოსაწონარსა.
Verse: g        სპარსთ ენა-მრავლად უქია,   მეცა ვსცდი ჩემსა ონარსა,
Verse: d     და   ვაფრქვევ გოარსა ურიცხვსა,   თვით ლიტრით ასაწონარსა.



Verse: n.g     
მეც ვაცდი B; მეცა ვცდი D.
Verse: n.d     
გუარსა B.



Next part



This text is part of the TITUS edition of Shvidi Mtiebi.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.