TITUS
Megrelian Texts ed. Qipshidze (Georgian translations)
Part No. 4
Previous part

Text: II  
Page: 7  
Line: 7 
მღვდელი და დიაკვანი


Part: 1   Link to qipsh
Line: 8    ყოფილა ერთი მდიდარი კაცი, რომელსაც ჰქონია სამი სავსე
Line: 9    
ტომარა ფული. მას ჰყოლია სამი შვილი. ამ სამი შვილიდან წერა-კითხვა /ქაღალდი/
Line: 10    
არც ერთმა არ იცოდა. ერთხელ მამამ შეყარა შვილები და უთხრა
Line: 11    
მათ:

Part: 2   Link to qipsh
Line: 12    
-- შვილებო, მე მდიდარი კაცი ვარ და სხვაც ამნაირად
Line: 13    
მიყურებს. ჩემთვის სირცხვილი არის, ერთმა მაინც რომ არ იცოდეთ წერა(და)
Line: 14    
კითხვა. ერთ-ერთმა გადადევით თავი და ისწავლეთ წერა-კითხვა.

Part: 3   Link to qipsh
Line: 15    
როგორც [კი] გაიგონეს ეს შვილებმა, სამივემ მოინდომა
Line: 16    
სასწავლებლად წასვლა. მაგრამ მამამ არ გაუშვა სამივე შვილი ერთად.
Line: 17    
მაშინ უფროსმა შვილმა
Line: 18    
გამოართვა მამას ერთი ტომარა ფული და წავიდა
Line: 19    
სასწავლებლად. გზაზე შეხვდა მღვდელი:

Part: 4   Link to qipsh
Line: 20    
-- გამარჯობა, შვილო, შენი, სანამდე (არის რომ) მიდიხარ? -- ჰკითხა მღვდელმა.

Part: 5   Link to qipsh
Line: 21    
-- მე მივდივარ წერა-კითხვის სასწავლებლად და ვინც მასწავლის,
Line: 22    
ამ ტომარა ფულს ვაჩუქებ, -- უთხრა მდიდრის შვილმა. მღვდელმა უთხრა:

Part: 6   Link to qipsh
Line: 23    
-- მე მომეცი ეს ფულები და წერა-კითხვას მე გასწავლი.

Part: 7   Link to qipsh
Line: 24    
წაჰყვა მგზავრი მღვდელს, მისცა ფულები და წაჰყვა მის სახლში.
Line: 25    
მღვდელმა დაუწყო მგზავრს წერა-კითხვის სწავლება, მაგრამ მიხვდა, რომ ის
Line: 26    
წერა-კითხვას ვერ ისწავლიდა და ცოტა ხნის შემდეგ თავის სახლში გაუშვა.
Line: 27    
შემდეგ წავიდა სასწავლებლად შუათანა ძმა. გზაზე შემოხვდა კვლავ
Line: 28    
ის მღვდელი:

Part: 8   Link to qipsh
Line: 29    
-- გამარჯობა, სანამდე [არის] შენი გზა? -- ჰკითხა მღვდელმა.

Part: 9   Link to qipsh
Line: 30    
-- მე მინდა წერა-კითხვის შესწავლა და მიმაქვს ერთი ტომარა ფული.
Line: 31    
ვინც მასწავლის, ამ ფულებს მივცემ -- უთხრა მგზავრმა.
Page: 8  
Line: 1    
-- მომეცი მე ფულები, წამოდი ჩემთან და წერა-კითხვას მე
Line: 2    
შეგასწავლი -- უთხრა მღვდელმა და წაიყოლა სახლში.

Part: 10   Link to qipsh
Line: 3    
მღვდელმა დაუწყო სწავლება, ასწავლა ერთ ხანს, მაგრამ ვერც ამ
Line: 4    
ძმამ ისწავლა წერა-კითხვა. ცოტა ხნის შემდეგ ფული დაატოვებინა და
Line: 5    
გაუშვა სახლში. ბოლოს უმცროსმა ძმამ გამოართვა მამას მესამე
Line: 6    
ტომარა ფული: -- "ეგებ ჩემი ბედი იყოს წერა(და)კითხვის
Line: 7    
შესწავლა. -- თქვა და გავიდა სახლიდან.

Part: 11   Link to qipsh
Line: 8    
გზაზე ამასაც შემოხვდა ისევ ის მღვდელი. მღვდელმა რომ დაინახა ტომრიანი კაცი,
Line: 9    
გაუხარდა: "ფულიანი უნდა იყოს ეს ტომარა" -- იფიქრა. ტომრის სიხარულით
Line: 10    
მღვდელს გამარჯობის თქმა დაავიწყდა და ჰკითხა მგზავრს:

Part: 12   Link to qipsh
Line: 11    
-- რა არის ტომრით რომ მიგაქვს?

Part: 13   Link to qipsh
Line: 12    
-- ფული. -- უთხრა მგზავრმა.

Part: 14   Link to qipsh
Line: 13    
-- ფული! ვისთან?

Part: 15   Link to qipsh
Line: 14    
-- მასთან, ვინც წერა-კითხვას მასწავლის. -- უთხრა მგზავრმა.

Part: 16   Link to qipsh
Line: 15    
-- ძალიან კარგი, მომეცი ფული მე და წერა-კითხვის სწავლება ჩემი
Line: 16    
საქმე არის, -- უთხრა მღვდელმა.

Part: 17   Link to qipsh
Line: 17    
მგზავრმა დაუჯერა, მისცა ფული და ორივენი წავიდნენ მღვდლის
Line: 18    
სახლში. მღვდელმა ასწავლა ამას წერა-კითხვა და დაიყენა დიაკვნად.
Line: 19    
ერთხელ წირვის შემდეგ მღვდელმა
Line: 20    
გამოგზავნა ეკლესიიდან დიაკვანი სახლში და უთხრა:

Part: 18   Link to qipsh
Line: 21    
-- ცეცხლი დამინთე ისეთი, რომ აქ მათბობდეს.

Part: 19   Link to qipsh
Line: 22    
დიაკვანი წამოვიდა სახლში, დაიწყო ფიქრი, რანაირად უნდა დაენთო
Line: 23    
მას იმნაირი ცეცხლი, რომ მღვდელი ეკლესიაში გაეთბო. წამოვიდა
Line: 24    
და მღვდელს რაც ნაგებობა ჰქონდა, ყველას ერთად ცეცხლი
Line: 25    
წაუკიდა. ეკლესია შორს არ იყო. რომ გაიხედა, მღვდელმა დაინახა, რომ თავის
Line: 26    
სახლს ცეცხლი ეკიდა. მღვდელი სირბილით მოვიდა სახლში და იკითხა,
Line: 27    
თუ რანაირად გაჩნდა ცეცხლი. დიაკვანმა უთხრა:

Part: 20   Link to qipsh
Line: 28    
-- მოძღვარო, გული რატომ(არის რომ) მოგდით? თქვენ მითხარით,
Line: 29    
ცეცხლი დამინთე ისეთი, რომ ეკლესიაში მათბობდეს. მე გაგიგონეთ
Line: 30    
და ცეცხლი დაგინთეთ.

Part: 21   Link to qipsh
Line: 31    
მღვდელი გაგიჟდა, გამოეკიდა დიაკვანს მოსაკლავად, მაგრამ დიაკვანი
Line: 32    
გაიქცა. ცოტა ხანი რომ გავიდა, მღვდელი და დიაკვანი კვლავ შერიგდნენ და
Line: 33    
იყვნენ ერთად დიაკვანს უთხრა მღვდელმა:

Part: 22   Link to qipsh
Line: 34    
-- გადენე ხარები ღელესკენ და წყალი დაალევინე, წინა
Line: 35    
ფეხები რომ არ დასველდეს, ისე.
Page: 9  
Line: 1    
-- დიაკვანმა გადენა ხარები ღელესკენ, წინა ფეხები წააჭრა,
Line: 2    
ხარებს თავი წყალში ჩააყოფინა და დაუძახა მღვდელს:

Part: 23   Link to qipsh
Line: 3    
-- ხარებმა წყალი არ დალიეს და მოდი.

Part: 24   Link to qipsh
Line: 4    
მღვდელს ეს გაუკვირდა და სირბილ-სირბილით მივიდა ხარებთან.
Line: 5    
რომ შეხედა, დაინახა, ხარები ფეხმოკვეთილი ღელეში ეყარნენ.
Line: 6    
მოუვიდა გული მღვდელს, მაგრამ რა უნდა ექნა? გადაწყვიტა მღვდელმა
Line: 7    
დიაკვნის მალულად მოკვლა და დაუწყო დარაჯობა. დიაკვანმა შეიტყო,
Line: 8    
რომ მღვდელი მას უდარაჯებს. წამოვიდა და თავის საწოლზე თხლით
Line: 9    
სავსე გუდა დადო. თვითონ გუდას უკან ამოეფარა. მღვდელი
Line: 10    
შუაღამე მივიდა დიაკვნის მოსაკლავად. მღვდელს გუდა დიაკვანი ეგონა
Line: 11    
და რაც შეეძლო, ნაჯახი მოიქნია და გუდას დაარტყა.
Line: 12    
გუდა გასკდა და თხლემ ყველაფრიანად მოსვარა მღვდელი. დიაკვანმა
Line: 13    
სიცილი ვერ შეიკავა, გამოვარდა და გაიქცა თავის სახლში.



Next part



This text is part of the TITUS edition of Megrelian Texts ed. Qipshidze (Georgian translations).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.