TITUS
Eprem Mcire, Ucqebay
Part No. 3
Previous part

Paragraph: (Apx.)  
Page: 11  
Line: 1        ხოლო აფხაზთათჳს ევაგრე ეპიფანესი საეკლესიოსა მოთხრობასა
Line: 2     
შინა თჳსსა აღსწერს ოცდამეორესა თავსა შინა და
Line: 3     
იტყჳს ესრეთ:

Line: 4        
"მათვე ჟამთა შინა ისტჳნიანეს მეფობისათა აფხაზნიცა
Line: 5     
შეიცვალნეს უმჯობესად და ქრისტეანობისაჲ შეიწყნარეს ქადაგებაჲ,
Line: 6     
რამეთუ პალატსა შინა იუსტინიანე მეფისასა იყო ვინმე საჭურისი,
Line: 7     
აფხაზი ნათესავით და ევფრატა სახელის დებით, რომელი
Line: 8     
წარივლინა მეფისა მიერ ქადაგებად მათდა და აღთქუმად,
Line: 9     
ვითარმედ ამიერითგან არცა ერთიღა ვინ ნათესავისა მათისაგანი,
Line: 10     
განჴუჱულ იქმნეს მამაკაცობისაგან რკინისა Ms. page: 147va  მიერ იძულებითა
Line: 11     
ბუნებისაჲთა. რამეთუ მრავალნი იყვნეს მათგანნი მსახურ
Line: 12     
სამეუფოჲსა საწოლისა, რომელთაჲ საჭურის იცის წოდებაჲ ჩუჱულებამან.
Line: 13     
ვინაჲცა იუსტინიანე ტაძარ წმიდისა ღმრთის მშობლისაჲ
Line: 14     
აღაშენა აფხაზეთს შინა და მღდელნი დაადგინნა მას შინა, რაჲთა
Line: 15     
უგანცხადებულესად ასწავებდენ შჯულსა ქრისტეანობისასა."

Line: 16        
ესე მცირედნი სიტყუანი, ვითარცა თესლის მკრებელმან,
Line: 17     
მიმოგანთესულნი წმიდათა წერილთაგან, ერთად შემოვკრიბენ,
Line: 18     
ჯერჩინებითა შენითა, კაცო ღმრთისაო, რომელმან-ეგე უწყი, ვითარ
Line: 19     
მრავალნი მრავალგზის ამათ პირთათჳს გუკითხვიდეს და
Line: 20     
დაჰბრკოლდებოდეს ჩუენთჳს უმეცრებით, ვითარცა თჳთ განდგომილთა
Line: 21     
საყდრისაგან დიდისა პეტრე მოციქულთა თავისა, რომელნი
Line: 22     
კუალად გულსავსე ყვნა და აღაშენნა ესევითართა თხრობათა
Line: 23     
პოვნითა ზოგად-საფარველმან და თავ-საკიდურმან ყოველთა აღშენებისა
Page: 12   Line: 1     
და დაშენებისამან ქრისტემან,რომლისა მიერ არსმცა და
Line: 2     
ჰგიეს მარადის საფარველსა ზედა მართლმადიდებლობისა მისისასა,
Line: 3     
ვიდრე მოაქამდე უცვალებელად დაცვული ნათესავი ჩუენი, რომელთა
Line: 4     
წილ კეთილ ხუდეს რჩეულთა შორის საწამებელად მართლმადიდებლობასა
Line: 5     
შინა განთქმულებისა წმიდანი ტაძარნი წმიდათა
Line: 6     
შინა ადგილთა, ადგილი თხემისაჲ და ქუაბი ბეთლემისაჲ, ქუაბითურთ
Line: 7     
საბა წმიდისაჲთ და თორნით სჳმონ წმიდისაჲთ. იყვნედ
Line: 8     
ესენი მათდა კიბე და წინდ საუკუნოჲსა ზეცისა სავანეთა მკჳდრობისა, Ms. page: 147vb 
Line: 9     
მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთის მშობლისათა
Line: 10     
და ლოცვითა და ვედრებითა უცხოთ შემწყნარებელისა მაგის და
Line: 11     
მსგავსად ღმრთისა უძლურებათა ჩუენთა მტჳრთველისა წმიდისა
Line: 12     
სჳმეონ საკჳრველთმოქმედისა და ღირსისა დედისა მისისა მართაჲსითა,
Line: 13     
რომელთა ოხაჲ დაფარვაჲ შენდა ყოველთა, რომელნი ჰმსახურებენ
Line: 14     
და უმსახურებია წმიდისა მაგის ეკლესიისადა და სიტყჳთ,
Line: 15     
გინა საქმით მოღუაწე იქმნნეს მოგებასა ამის წმიდისა გიორგისსა.
Line: 16     
ხოლო მე ლოცვითა თქუენითა მოღუაწებაჲ და ჴხსნაჲ პატიჟისაგან
Line: 17     
ურიცხუთა ბრალთა ჩემთაჲსა.

Line: 18        
დიდებაჲ და პატივი, თაყუანის-ცემაჲ და მადლი, დასაბამსა
Line: 19     
და სრულმყოფელსა ყოვლისა კეთილისასა მამასა და ძესა და წმიდასა
Line: 20     
სულსა დაუსრულებელთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამენ.*


This text is part of the TITUS edition of Eprem Mcire, Ucqebay.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.