TITUS
Tetraevangelium (redactio praeathonensis)
Part No. 3
Previous part

Chapter: 3 


Verse: 1  Link to ntkpl   მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა

Verse: 1V    
მათ ] ხოლო მათ B; იოვანე ] იოვანჱ G; იოვანე ] იოჰანე RP; იოვანე ] ი̃ნჱ G; უდაბნოსა + მას FS (ორივეგან გვიან არის ჩაწერილი).


Verse: 2  Link to ntkpl   
და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.

Verse: 2V    
სასუფეველი ] სასუფეველ P


Verse: 3  Link to ntkpl   
რამეთუ ესე არს, რომლისათჳს-იგი ითქუა ესაია წინაწარმეტყუელისა მიერ და იტყოდა: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ-ყვენით ალაგნი მისნი.

Verse: 3V    
რომელისათვის-იგი ] რომელ-იგი RPB; რომელისათვის-იგი ] რომელი-იგი S; ითქუა ] თქუმულ არს RPB; ითქუა ] თქმოლ არს S; ესაია ] ესაჲა G; იტყოდა ] იტყჳს RPSB; განჰმზადენით ] განმზადენით SBF.


Verse: 4  Link to ntkpl   
ხოლო თავადსა იოვანეს ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური.

Verse: 4V    
იოვანეს ] იოჰანეს RP; იოვანეს ] ი̃ნჱს G; საზრდელად ] სარდელად B; იყო ] + იყო S; ველური ] ველორი P


Verse: 5  Link to ntkpl   
მაშინ განვიდოდეს მისა იერუსალჱმელნი ყოველნი და ჰურიასტანისანი და გარემოსოფლები იორდანისაჲ.

Verse: 5V    
განვიდოდეს ] განვიდოდა RP; S (გვიანდელი ხელით). გავიდოდეს ] გავიდოდა B; იერუსალჱმელნი ყოველნი ] ყოველნი იერუსალემჱლნი SG; იერუსალჱმელნი ყოველნი ] იერუსალჱმი RPB; და ] + ყოველი RPB; ჰურიასტანისანი ] ჰურიასტანი RPB; იორდანისაჲ ] იორდაანისაჲ P.


Verse: 6  Link to ntkpl   
და ნათელ-იღებდეს იორდანესა მდინარისა მისგან და აღუარებდეს ცოდვათა მათთა.

Verse: 6V    
ნათელ- ] ნათელს- F; იორდანესა ] + ზედა PRB; იორდანესა ] + შინა S; (გვიანდელი ხელით); მდინარისა მისგან ] მდინარესა მისგან FG; მდინარისა მისგან ] -- RPS; მდინარისა ] -- B; აღუარებდეს ] აუარებდეს SF; აღუარებდეს ] აუვარებდეს G


Verse: 7  Link to ntkpl   
და ვითარცა იხილნა ფარისეველნი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან მომავალისა რისხვისა?

Verse: 7V    
იხილნა ] + მრავალნი S (გვიან); სადუკეველნი ] სადოკეველნი F;


Verse: 8  Link to ntkpl   
ყავთ უკუე აწ ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ,


Verse: 9  Link to ntkpl   
და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. ხოლო ამას გეტყჳ თქუენ, ვითარმედ შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა.

Verse: 9V    
თავით თჳსით ] თავთა თჳსთა B; ხოლო ამას ] რამეთუ S; (გვიანდელი ხელით); ამას ] -- RP.


Verse: 10  Link to ntkpl   
რამეთუ აწვე, ესერა, ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.

Verse: 10V    
დაედვას ] + მე უკუე S (გვიანდელი ხელით).


Verse: 11  Link to ntkpl   
აწ მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად. ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერჱს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ მე ჴამლთა მისთა ტჳრთვად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა.

Verse: 11V    
აწ ] და S (გვიანდელი ხელით); აწ ] -- RPB; ხოლო ] -- G; რომელი ] -- FGRPB; მოვალს ] მომავალი RPB; უძლიერჱს ] უძლიერეს RSBFG; ვერ ] არა RPB


Verse: 12  Link to ntkpl   
რომლისა ნიჩაბი ჴელთა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა, ხოლო ბზჱ დაწუას ცეცხლითა მით უშრეტითა.

Verse: 12V    
ჴელთა მისთა ] ჴელსა მისსა P; იფქლი ] + თჳსი RP; დაწუას ] დაწუა P; მით ] -- RPB


Verse: 13  Link to ntkpl   
მაშინ მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოვანესა ნათლის-ღებად მისგან.

Verse: 13V    
იოვანესა ] იოვანესსა S; იოვანესა ] იოჰანჱსა RP; იოვანესა ] ი̃ნჱსა G; ნათლის-ღებად ] ნათლის-ცემად RP; მისგან ] მის მიერ RPB


Verse: 14  Link to ntkpl   
ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა?

Verse: 14V    
იოვანე ] იოჰანე RP; იოვანე ] ი̃ნჱ G


Verse: 15  Link to ntkpl   
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრჱთ ჯერ-არს აღსრულებად ჩუენდა ყოველი სიმართლჱ. მაშინ მიუშუა მას იოვანე.

Verse: 15V    
ხოლო ] -- SG; იესუ მიუგო ] მიუგო იესუ SG; აწ ] -- RP; ესრჱთ ] ესრეთ SBFG; ჯერ-არს ] შეჰგავს RPB; ჯერ-არს ] შუენის S (გვიან); აღსრულებად ჩუენდა ] ჩუენდა აღსრულებად RPSB; ჩუენდა ] -- F; სიმართლჱ ] სიმართლე SF; მიუშუა ] უტევა RP; იოვანე ] ი̃ნჱ G; იოვანე ] -- RPB.


Verse: 16  Link to ntkpl   
და ნათელ-იღო იესუ. და რაჟამს აღმოვიდოდა წყლისა მისგან, და, აჰა, განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა.

Verse: 16V    
რაჟამს ] მეყსეულად RP S (გვიან) B; აღმოვიდოდა ] აღმოვიდა B; ( RPS-ში გვიანდელი ხელით). აჰა ] -- RP; გარდამომავალი ] + მის ზედა RPB; ვითარცა .. დაადგრა ] -- RPB.


Verse: 17  Link to ntkpl   
და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ.

Verse: 17V    
და .. ზეცით ] -- F; ძჱ ] ძე F



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio praeathonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 15.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.