TITUS
Balavariani, Red. A
Part No. 3
Previous part

Chapter: 3  
Page of edition: 4  
Line of edition: 28        3. [დ]ა შემდგომად ამისა იკითხა მეფემან Manuscript page: 3R  კაცი ერთი ახოვანთა
Line of edition: 29     
მისთაგან(ი), რომელი ფრიად დიდებულ იყო და წარ[მატე]ბულ
Line of edition: 30     
წინაშე მისსა ახოვნებისა და სიბრძნისა მისისათჳს. ხოლო
Line of edition: 31     
კაცსა მას დაეტევა საწუთროჲ ესე და შეუდგა სრულიად ქრისტესა,
Line of edition: 32     
და იქცეოდა უდაბნოს სხუათა თანა ყოველთა მამათა. და
Line of edition: 33     
მეფესა არა ეცნა საქმე ესე.

Line of edition: 34        
მაშინ უთხრეს მეფესა საქმე მის[ი], და ფრიად შეწუხნა მისთჳს,
Line of edition: 35     
და ბრძანა მოყვანებაჲ მისი. და ვითარცა მოიყვანეს იგი და იხილა
Line of edition: 36     
იგი ხატითა მონაზონთაჲთა და სამოსლითა შეურაცხითა, მსგავსად
Line of edition: 37     
კაცთა მათ ღმრთისათა. აღივსო გულის წყრომითა და იწყო გინებად
Line of edition: 38     
მისა რისხვით, და ჰრქუა მას: უგუნურო, შენ იყავ პატივცემულ
Line of edition: 39     
და წარჩინებულ წინაშე ჩემსა და აწ გიყო\ფიეს Manuscript page: 3V  თავი
Page of edition: 5   Line of edition: 1     
შენი უგუნურთა თანა ს(აც)ინელ, და დაამჴჳ დიდებაჲ შენი, რომელი
Line of edition: 2     
გაქუნდა წინაშე ჩემსა, და წარსწყმიდე დიდებაჲ შენი, და
Line of edition: 3     
იქმენ საკიცხელ და საქიქელ* ერსა შორის, და შეუდეგ შენ გზასა
Line of edition: 4     
მას უგუნურთა და წარწყმედულთასა. და მერმე რაჲ-იგი შეამთხჳე
Line of edition: 5     
სახლსა და შვილთა შენთა?! მიუგო კაცმან მან ღმრთისამან და
Line of edition: 6     
ჰრქუა: დაღაცათუ არაჲ ძეს სამართალი ჩემი წინაშე შენსა, თანაგაც
Line of edition: 7     
პატივი თავისა შენისაჲ და დაცვაჲ გონებისა მაგის შენისაჲ
Line of edition: 8     
მტერთაგან მისთა.

Line of edition: 9        
ჰრქუა მას მეფემან: და ვინ არს მტერ გონებისა ჩემისა? ჰრქუა
Line of edition: 10     
მას კაცმან მან: მტერ გონებისა შენისა არს გულის წყრომაჲ შენი,
Line of edition: 11     
რომელი აღსძრავს და შეაშფოთებს მას და წინააღუდგების კეთილთა
Line of edition: 12     
მიმართ. [ა]წ ისმინე სიტყუაჲ ჩემი და შემდგომად ცნობისა
Line of edition: 13     
Manuscript page: 4R  აღასრულე, რაჲ-იგი გნებავს. ჰრქუა მას მეფემან: აჰა ესერა
Line of edition: 14     
აღვიღებ რისხვასა ჩემსა შენგან; აწ მითხარ, თუ გაქუს რაჲ განმართლებაჲ
Line of edition: 15     
თავისა შენისაჲ? ჰრქუა მას კაცმან: აწ მიბრძანე, მეფე
Line of edition: 16     
რომლისა საქმისათჳს აღიძრვი ჩემ ზედა, თავსა ჩემსა რაჲმე შევსცოდეა
Line of edition: 17     
ანუ შენ, მეფესა?

Line of edition: 18        
ჰრქუა მას მეფემან: არა უწყია, უკუეთუ შესცოდო თავსა შენსა,
Line of edition: 19     
ჩემთა მომართ სცოდავ? რამეთუ მე თანა-მაც განგებაჲ ცთომილთაჲ
Line of edition: 20     
სამართალითა ჩემითა, სარჩელითა და სწავლითა ჩემითა და
Line of edition: 21     
რაჲთა შევიწყნარო ყოველი [სი]მართლე ერისა ჩემისაჲ და დავსაჯო
Line of edition: 22     
თანამდები ბრალისაჲ მათ შორის; და უკუეთუ გან-რაჲმე-ჰრყუნა
Line of edition: 23     
თავისა შენისაჲ, რომელსა არაჲ მოაქცევდეს, Manuscript page: 4V  თჳნიერ შჯაჲ
Line of edition: 24     
ჩემი, არა უწყია, ვითარმედ შრომასა შემამთხუევ მას შინა? და აწ
Line of edition: 25     
შენ ესრეთ ხარ ჩემ თანა, ვითარცა სხუანი ერისა ჩემისანი, რამეთუ,
Line of edition: 26     
უკუეთუ ვინმე ბოროტი რაჲმე გიყოს, თანა-მაც, რაჲთა გისაჯო
Line of edition: 27     
მისგან; და ეგრეთვე შენ, უკუეთუ სხუასა ვისმე უყო, თანა-მაც,
Line of edition: 28     
რაჲთა გისაჯო თავისა შენისაგან და უსაჯო თავსა ჩემსა შენგან და
Line of edition: 29     
მერმე სახლსა შენსა და შვილთა შენთა, რამეთუ წარსწყმიდენ.

Line of edition: 30        
ჰრქუა მას წმიდამან კაცმან: თავი სამართლისაჲ არს მიზეზი
Line of edition: 31     
რაჲმე სიტ[ყ]ჳს გებისაჲ ურთიერთას, და არავინ მოიღის სიტყუაჲ
Line of edition: 32     
საშჯელისაჲ თჳნიერ განმართლებისა ცხადად, და არა აქუს ძლევაჲ
Line of edition: 33     
საშჯელსა შინა თჳნიერ მსაჯულისა; არამედ, მეფე, შენ თანა
Line of edition: 34     
ორნი მსაჯულნი არიან, ერთი მათგანი სარწმუნო არს Manuscript page: 5R  ჩემ თანა,
Line of edition: 35     
ხოლო ერთი იგი საეჭუელ არს. აწ უკუეთუ დასუა ჩუენ შორის,
Line of edition: 36     
რომელი-იგი სარწმუნო არს, სამართალი საჯოს, ხოლო უკუეთუ
Line of edition: 37     
დასუა, რომელი-იგი საეჭუელ არს ჩემ თანა, არა მერგოს მის თანა
Line of edition: 38     
სიმართლე ჩემი.

Line of edition: 39        
ჰრქუა მეფემან: და ვინ არიან ორნი იგი მსაჯულნი, ანუ ვინ
Line of edition: 40     
არს მათგანი სარწმუნოჲ ანუ საეჭუელი? მიუგო კაცმან და
Page of edition: 6   Line of edition: 1     
ჰრქუა: სარწმუნო არს ჩემ თანა სიბრძნე და გონებაჲ შენი, ხოლო
Line of edition: 2     
საეჭუელ ჩემდა არს გულის წყრომაჲ და ნებაჲ შენი. ჰრქუა მას
Line of edition: 3     
მეფემან: აჰა ესერა აღვიღებ შენგან გულის წყრომასა და ნებასა
Line of edition: 4     
ჩემსა, და შემოვიღო შორის შენსა და ჩემსა სიბრძნე და სამართალი
Line of edition: 5     
ჩემი, დაღაცათუ ჩანს გონება-წარწყმედულებაჲ შენი, აწ
Line of edition: 6     
მითხარ ყოველი საქმე შენი და ვინ გაცთუნა.

Line of edition: 7        
ჰრქუა კაცმან მან ქრისტეს მოყუარემან: დასაბამი საქმისა ჩემისაჲ
Line of edition: 8     
ესე იყო, რამეთუ მესმა Manuscript page: 5V  სიტყუაჲ ერთი დღეთა ოდენ
Line of edition: 9     
სიჭაბუკისა ჩემისათა და ჩასწუთა ნაწუეთი მისი ჩემ თანა, და ყოვლადვე
Line of edition: 10     
ჴსენებაჲ მისი მაქუნდა გულსა შინა ჩემსა, რასაცა ვიქმოდე,
Line of edition: 11     
და აღორძნდებოდა დღითი-დღე, ვითარცა ნერგი რაჲ
Line of edition: 12     
აღორძნდებინ, ვიდრემდის განსრულდა ნერგი იგი და ესევითარი
Line of edition: 13     
ნაყოფი გამოიღო, რომელსა-ესე ჰხედავ ჩემ თანა. ხოლო სიტყუაჲ,
Line of edition: 14     
რომელი მესმა, ესე არს: ჰგონებნ უგუნური არსსა მას არა-არსად
Line of edition: 15     
და არა-არსსა მას - არსად, რომელმან ვერ გულისჴმა-ყოს არსი იგი,
Line of edition: 16     
ვერ თანა-წარჰჴდეს არა-არსსა მას. ხოლო არსი იგი მერმე იგი სოფელი
Line of edition: 17     
არს და არა-არსი - სოფელი ესე, რომლითა შენ შეპყრობილ
Line of edition: 18     
ხარ.

Line of edition: 19        
და სიტყუაჲ ესე ყოვლადვე მეჴსენა გულსა შინა ჩემსა, ჟამითიჟამად
Line of edition: 20     
განვიხილევდი მას. და ვითარ-იგი ამხილებნ, სულსა ჩემსა
Line of edition: 21     
Manuscript page: 6R  განაკრძალებდა, და განწმდებოდა გონებაჲ შემწედ სულისა. და
Line of edition: 22     
მერმე აღმიდგის ნებაჲ მიდრეკად შუებათა მიმართ და განმაშორებნ
Line of edition: 23     
ჩემგან, რომელი-იგი მიცნობიედ, ვიდრემდის შეითქუნეს სული და
Line of edition: 24     
გონებაჲ. მაშინ განქარდა საცთური ვნებათაჲ და დავინახე სოფელი
Line of edition: 25     
ესე, ვითარ-იგი ყოვლით კერძო ცეცხლ არს. და მიჩუენნა მე ყოველნი
Line of edition: 26     
საცთურნი და საბრჴენი მისნი, რომლითა მოინადირნეს ყოველნი
Line of edition: 27     
მოყუარენი მისნი.

Line of edition: 28        
მაშინ დავაყენე ნებაჲ ჩემი და აღმოვჰფხურენ მიზეზნი გულის
Line of edition: 29     
თქუმისანი და მოვაცალე გონებასა ჩემსა ცნობად კეთილისა და
Line of edition: 30     
ბოროტისა. მაშინ აღმეძარცუა საბურველი მწუხარებისაჲ და მომქარდა
Line of edition: 31     
სიმთრვალე გულის თქუმისაჲ, და გამოჩნდა სარცხჳნელი
Line of edition: 32     
საწუთროჲსაჲ, და განვიცდიდი მომავალსა და განვიხი\ლევდი Manuscript page: 6V 
Line of edition: 33     
წარმავალსა, და გამო(ვ)სცდიდი აღსასრულსა, ვიდრემდის კმა-ვყავ
Line of edition: 34     
მეცნიერებაჲ ჩემი მას შინა. დაღაცათუ მე არა განვიცდიდი, იგი
Line of edition: 35     
გამომეცხადებინ, და მე არა ვჰკითხვიდი და იგი მითხრობნ ვნებათა
Line of edition: 36     
მისთა, რომელნი ჰქონან არა მტერთათჳს, არამედ მოყუარეთა
Line of edition: 37     
და მეგობართა მისთა* მიმართ. და მაშინ დავინახე, რამეთუ
Line of edition: 38     
სიწმიდე მისი სიმრღჳე არს, და სიხარული მისი მწუხარებად, და
Line of edition: 39     
სიმდიდრე მისი სიგლახაკედ, და სიმაღლე მისი სიმდაბლედ და
Page of edition: 7   Line of edition: 1     
შუებაჲ მისი სინანულ. არავინაჲ ვპოვე სიმდიდრისაგან მისისა,
Line of edition: 2     
თუმცა არა ჰქონდა მის თანა მიზეზი ურვისაჲ, რამეთუ ვერ განეგებოდა
Line of edition: 3     
სიმდიდრე იგი, გარნა ურვითა მით, რომელი შეუდგს,
Line of edition: 4     
ვითარცა გლახაკმან ვინმე პოვა ცხენი. აწ ჰხედავა, ვითარ შეხოლო-უდგს
Line of edition: 5     
ურვაი? Manuscript page: 7R  რამეთუ უჴმს მისთჳს საჭმელი და საჴმარი
Line of edition: 6     
მისი და ადგილიცა და მსგავსნი მათნი. და აწ ოდესმე დაილინენ
Line of edition: 7     
გულის თქუმანი ესე, რომელ ერთი-ერთსა შე-ხოლო-უდგს? და ვითარ
Line of edition: 8     
არა მწუხარება არს და ტკივილ სოფელი ესე, რამეთუ არავინ
Line of edition: 9     
არს, რომელმანცა განიხარა მათ შინა შვილთაგან, გინა თუ
Line of edition: 10     
მონაგებთა, უკუეთუმცა არა ეწინეს. ხოლო მიზეზნი ტკივილისა და
Line of edition: 11     
გულის კლებისანი - მოლოდებითა მით მოწევნადთა ბოროტთაჲთა,
Line of edition: 12     
გინა შემთხუევითა სენთაჲთა, გინა მოწევნითა ვნებათაჲთა, გინა
Line of edition: 13     
თუ მოსლვითა სიკუდილისაჲთა თჳთ მის თავადისა ზედა. მაშინ
Line of edition: 14     
სიტკბოებაჲ იგი ვნებათაჲ განუმწარდის. აწ უკუე შუებათა მათ
Line of edition: 15     
მსწრაფლ შე-ხოლო-უდგს მწუხარებაჲ, თჳნიერ ღონისა განშორებაჲ.
Line of edition: 16     
მათგან ჩანს, Manuscript page: 7V  რამეთუ ყოვლადვე არა ჯერ-არს შერევად
Line of edition: 17     
სოფელსა ამას და უფროჲსღა მათ, რომელთა უცნობიან საცთურნი
Line of edition: 18     
მისნი. და უმეტეს ჯერ-არს მათდა მოძულებად და სივლტოლად
Line of edition: 19     
მისგან, რომელთა მისცა თავი თჳსი უხუებით სოფელმან ამან,
Line of edition: 20     
რამეთუ მოელიან დღითი-დღე და ჟამითი-ჟამად დაკლებასა ჟამთა
Line of edition: 21     
დაკლებისაგან, და ეშინის მონაგებთათჳს, გინა თუ წარტაცებისათჳს
Line of edition: 22     
სიკუდილისა, ოდეს-იგი არა მოელოდის. მაშინ არღარა ნეფსით
Line of edition: 23     
დაუტეოს სოფელი, რომლისაგან იგი შეპყრობილ იყო.

Line of edition: 24        
აწ ვსძაგებ, მეფე, შენდამი სოფელსა ამას და განგაკრძალებ
Line of edition: 25     
მისგან, რამეთუ მოუღის, რომელი მისცის, და შეინანის, რომელი
Line of edition: 26     
მიანიჭის, და მერმე ტჳრთ-მძიმე განუტევის; ცოდვითა განსძარცჳს,
Line of edition: 27     
რომელი შეუმოსიედ, ვიდრემდის განაშიშუ\ლის Manuscript page: 8R  სარცხჳნელიცა
Line of edition: 28     
მისი და შეჰმოსის მას სირცხჳლი და ყუედრებაჲ; დაამდაბლის,
Line of edition: 29     
რომელი აღამაღლის, ვიდრემდის ფერიას საცემელ ყვის მტერთა
Line of edition: 30     
მისთა. მაცთური არს მორჩილთა მისთაჲ, მოძულე მოყუარეთა
Line of edition: 31     
მისთაჲ, მცბიერ ერთგულთა მისთაჲ, დაამჴჳს, ვინ მიეყრდნის, და
Line of edition: 32     
წარუკუეთის სასოებაჲ მოსავთა მისთა, განუმწარის სიხარული მოხარულთაჲ
Line of edition: 33     
და ვერვინ განერის მშჳდობით, რომელი ჰყუარობდის
Line of edition: 34     
მას. რამეთუ დადვის სიტყუაჲ მისი და შეიკუეთნის უგუნურნი,
Line of edition: 35     
მათ აღუსრულიან, ხოლო მან უტყუვის. დღეს განუმზადის ჭამადი
Line of edition: 36     
ნოვაგთ-მოყუარესა და ხვალე შესაჭმელად მატლთა მისცის იგი.
Line of edition: 37     
დღეს ჰმსახურებდიან მას და ხვალე დაამსახურის იგი სხუათა.
Line of edition: 38     
დღეს ახარის მოშურნეთა მტერთა მიმართ და ხვალე ახარის
Line of edition: 39     
მტერთა მის ზედა. Manuscript page: 8V  დღეს მეფედ გამოაჩინის და ხვალე დაამონის
Line of edition: 40     
იგი სხუასა თანა. დღეს განჰმარტის ჴელი მისი მიცემად და
Line of edition: 41     
ხვალე განჰმარტის ჴელი მისი თხოვად. დღეს დაადგის გჳრგჳნი
Page of edition: 8   Line of edition: 1     
შემკობილი ქვათაგან პატიოსანთა თავსა მისსა და ხვალე დაუცის
Line of edition: 2     
ღაწჳ მისი სამარესა შინა. დღეს შეამკვის მანიაკითა ქედი
Line of edition: 3     
მისი და ხვალე ჴელ-ბორკილითა რკინისაჲთა დაამდაბლის იგი. დღეს
Line of edition: 4     
საყუარელ არნ იგი მეგობართა და ხვალე საძულელ მათდა. დღეს
Line of edition: 5     
აღუდგინნის მაქებელნი შესხმით და ხვალე აღუდგინნის მგურინავნი
Line of edition: 6     
ტყებით. დღეს საყუარელ არნ მახლობელობაჲ მისი და ხვალე საწადელ
Line of edition: 7     
არნ განშორებაჲ მისი, და ამისა შემდგომად დაუმკჳდრის
Line of edition: 8     
გეჰენიაჲ იგი გარესკნელი და ცეცხლი. არცა სტირნ წარმავალთა,
Line of edition: 9     
არცა სწ\ყალობს Manuscript page: 9R  დარჩომილთა. ყოველი სთნავს ნაცვალად ყოვლისა
Line of edition: 10     
და უპყრიეს დარჩომილი ნაცვალად წარსრულისა, დასხნის
Line of edition: 11     
უკეთურნი ადგილსა სახიერთასა და ჩუკენნი ადგილსა ახოვანთასა,
Line of edition: 12     
და ურწმუნონი ადგილსა მორწმუნეთასა. და ყოველნივე შეკრიბნა
Line of edition: 13     
გზასა დალევნისასა, ვიდრე მოღებადმდე საწადელისა მათისა, რამეთუ
Line of edition: 14     
საწუთროჲსანი ამისთჳს მჴდომ არიან ურთიერთას* და შეიჭამებიან
Line of edition: 15     
და იკბინებიან ვითარცა ძაღლნი, რამეთუ იციან სიმოკლე
Line of edition: 16     
და იწროებაჲ დროჲსაჲ და ვითარმედ მსწრაფლ წარმავალ არს
Line of edition: 17     
მათგან. ამისთჳს ერთიერთსა უსწრობს და მოყუასი მოყუასსა
Line of edition: 18     
ჰმძლავრობს, რაჲთა მო-რაჲმე-იტაცოს, ვიდრე განსლვამდე მისა.
Line of edition: 19     
ამისთჳს Manuscript page: 9V  გარდარეული ჴდომაჲ და შური აქუს. ხოლო (საუკ)უნოჲსანი
Line of edition: 20     
[იგი] ცნ(ო)ბილ არიან მის მიერ, რომელმანცა-იგი იჩინნა,
Line of edition: 21     
რამეთუ აქუს სასოებაჲ წარუვალობისაჲ, მერმ[ეთა] მათ კეთილთაჲ,
Line of edition: 22     
რომელთა მიემთხუევიან წმიდანი. ამისთჳსცა არა აქუს ჴდომაჲ
Line of edition: 23     
და შური ურთიერთას და არცაღა გონებასა მოუვალს, რამეთუ
Line of edition: 24     
მრავალ[ნი] სავანესა მას სურვიელ არიან, რომელი აღუთქუა მხოლოდ-შობილმან
Line of edition: 25     
ძემან ღმრთისამან მამისა მიერ თჳსისა, რომელ
Line of edition: 26     
არს ცათა შინა. და ესე არიან ძმანი და მოყუასნი ჩემნი, რომელთა
Line of edition: 27     
შევეყავ და შევიწყნარე. ხოლო რომელთა ვჰგონებდი მოყუარედ
Line of edition: 28     
და ძმად, იგინი უმტერეს არიან ყოველთა მტერთა ჩემთა. ამისთჳსცა
Line of edition: 29     
განვეშორე მათგან და მოვიძიე მშჳდობაჲ და მივ\სდევდი Manuscript page: 10R  მას.

Line of edition: 30        
ესე არს ხატი სოფლისა ამის არა-ა(რს)ისაჲ, ხოლო უკუეთუ
Line of edition: 31     
გნებავს ხატი საუკუნოჲსაჲ მის, მე მიგცე იგი, ვითარცა მოვიღე,
Line of edition: 32     
არამედ ვერვის ჴელ-ეწიფების გულისჴმის-ყოფად ნიჭთა მათ ქრისტესთა
Line of edition: 33     
წარუვალთა, უკუეთუ ვისმე არა აქუნდეს ფლობაჲ ნებასა
Line of edition: 34     
და გონებასა თჳსსა ზედა.

Line of edition: 35        
მიუგო მეფემან და ჰრგუა მას: წარწ[ყ]მედულო, ვერ დაინახე
Line of edition: 36     
და ვერცა რაჲ მოიპოვე, გარნა წარწყმედაჲ თავისა თჳსისაჲ, რამეთუ
Line of edition: 37     
აღილესე ენაჲ შენი გარდაქცევად ერისა, და უკუეთუმცა არა
Line of edition: 38     
დამედვა აღთქუმაჲ ჩემი შენ თანა, აღებასავე სიტყჳსა შენისასა,
Line of edition: 39     
მი-მცა-ვსცენ ჴორცნი შენნი* დასაწუველად. და აწ აღდეგ და ივლტოდე
Page of edition: 9   Line of edition: 1     
ამიერ სამეფოჲსაგან ჩემისა. და წარვიდა
Line of edition: 2     
კაცი იგი მუნვე, უდაბნოსა გარე წმიდათა
Line of edition: 3     
მამათა თანა.

Line of edition: 4        
Manuscript page: 10V  მაშინ აღიძრა მეფე ყოველთა ზედა
Line of edition: 5     
ქრისტეანეთა და უმეტეს მონაზონთა ზედა
Line of edition: 6     
მეუდაბნოეთა, რამეთუ თქუა: ესე არიან მავნებელნი
Line of edition: 7     
და წინააღმდგომნი ნებისა ჩემისანი
Line of edition: 8     
შუებათა და განცხრომათა მიმართ. და შესძინა
Line of edition: 9     
ამის გამო დევნულებაჲ ყოველთა ქრისტეანეთაჲ
Line of edition: 10     
და უმატა დიდებასა კერპთასა,
Line of edition: 11     
და წარჩინებულ ყვნა მსახურნი მათნი.


Next part



This text is part of the TITUS edition of Balavariani, Red. A.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 30.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.