ARMAZI
Ioane Petrici, Explanatio in Proclum Diadochum
Part No. 4
Previous part

Chapter: 3  
Line: 28 
თავი 3
Line: 29 
ქმნულისა ერთისათჳს


Line: 30       ხოლო აწ წინამდებარესა თავსა შორის იტყჳს ქმნულისა
Line: 31    
ერთისათჳს და განყოფს მას უქმნელისა ერთისგან. უქმნელ უკუე
Line: 32    
ერთ არს პირველი და ზესთ ერთი, რომლისა სხუაჲ არღ იყოს უპირმშოეს.
Line: 33    
ვინაჲ ამის უქმნოჲსა ერთისა მიერ წარმოდგეს მხოლონი
Line: 34    
ქმნულთა ერთთანი. ხოლო გაეყოფვისო, იტყჳს აქა, ქმნული ერთი
Page: 24   Line: 1    
უქმნელსა ერთსა, ამისთვს რომელ უქმნელი ერთი არა მხოლოთაგან
Line: 2    
შედგა, ვიოარ იგი ქმნული, რამეთუ ქმნულსა ერთსა ჰქონან თვსნი
Line: 3    
ნაწილნი, ესე იგი არს რიცხუნი ანუ ბუნებითნი იყვნენ ანუ მათიმატიკებრნი
Line: 4    
ანუ საღმრთისმეტყუელონი, რამეთუ სამად განიყოფვის
Line: 5    
ანაქუსი არსთაჲ.

Line: 6       
შეისწავე, რამეთუ მხოლონი ნამდვილ მყოფისანი, რომელ არს
Line: 7    
პირველი აღმკული და პირველი არსებაჲ საღმრთოჲ და ზეს არსი,
Line: 8    
პირველი რიცხვ არს და პირველი საზდვარი და პირველი უსაზღვროობაჲ.
Line: 9    
რამეთუ ამათ მიერ შედგა პირველი შედგმული და პირველი
Line: 10    
ანაქუსი ნამდვლ მყოფისაჲ მის ერთისა მიერ, რომელი ზესთა ძეს ყოველსა
Line: 11    
შედგმასა და ნაწილთა მისთა. და კუალად ვითარ ბუნებითთა
Line: 12    
და სწავლულებითთა შორის, რომელნი ითქუნეს პირველსა სხოლიონსა
Line: 13    
შორის. ვინაჲ აწ შემოკლებულად გაიმეცნე, რომელ ყოველი ქმნული
Line: 14    
ერთი ურთიერთას ზიარებით იქმნების ერთ, მოიდე სახედ იგივე
Line: 15    
რიცხჴ იყოს და ხუთი. აწ ესე ნაწილნი ხუთისანი ურთიერთას იზიარნეს
Line: 16    
და შეადგინეს არსებაჲ ხუთისაჲ. ხოლო ხუთი, ვითარ ხუთი, არს
Line: 17    
სათუალავი რიცხუთა-შორისი, არამედ ვითარ ხუთობაჲ არა სათუალავ
Line: 18    
და არცა ვითარ რიცხუთ შორის, არამედ ოდენ გუარ და მხოლო
Line: 19    
და ბუნება, რამეთუ უსქეტო არს. ხოლო ხუთი რიცსუთა შორის
Line: 20    
იხილვების და სქესსა და მწყობრსა თუალავთასა, ვინაჲ
Line: 21    
ამას ყოველსა ნაწილსაცა და გუარსაცა მის დაზესთაებულისა
Line: 22    
ერთისგან მიიღებს და დაიხატავს თვს შორისცა და ზედაცა შორის,
Line: 23    
ვითარ ნაწილთა შორის ზედა, ვითარ გუარ ქმნასა თვსსა ზედა. ესეცა
Line: 24    
შეისწავე, გესმაა? რამეთუ, ოდეს სთქუა "ხუთი" ანუ სხუაჲ რაჲვე
Line: 25    
რიცხვ, ესე ნაწილნი ხუთისანი და რომელთა მიერ ხუთ რიცხუ არიან,
Line: 26    
ვითარ ნაწილნი რიცხვსანი ხოლო ოდეს ხუთი არ ვითარ ხუთი
Line: 27    
მიიღო, არამედ ვითარ ხუთობაჲ, გინა ვითარ ათობაჲ, რომელ არს
Page: 25   Line: 1    
გუარ და ბუნება, განაყენო რიცხჳსაგან და უსქესო ჰყო. არცაღა
Line: 2    
ნაწილნი მისნი იყვნენ, ვითარ ნაწილნი რიცხჳსანი, არამედ ვითარ
Line: 3    
ნაწილნი ამის ვინაჲსამე გუარისანი; და არღარა რიცხუს შორის გამთუალნი,
Line: 4    
ვითარ რიცხუნი, არამედ ვითარ ასონი საზღვართანი. მოიღე
Line: 5    
სახედ სიცხადისათჳს, ვითარ, ოდეს სთქუა "კაცი", აწ ნაწილნი
Line: 6    
ამის კაცისა საზღვრისანი არა არიან მარტივ ანუ ცხოველ, ანუ სიტყჳერ,
Line: 7    
ანუ მოკუდავ, ანუ ზედმიწევნულებისა შემწყნარებელ, არამედ ვითარ
Line: 8    
ნაწილნი მის ოდენ გუარისანი, რამეთუ ცხოველი, კაცისა მიერ
Line: 9    
მიღებული, არ თუ მარტივად ცხოველსა დაჰნიშნავს. და ესთავე
Line: 10    
სხუანი ნაწილნი საზღვრისანი. ვინაჲ აწ ესე სახენი და სიტყუანი
Line: 11    
ბუნებითნი ველთავე ზედა იხილნე.

Line: 12       
ხოლო "არს თუ იგიო ერთ, არა იქმნეხ ერთ. რამეთუ მყოფი
Line: 13    
არა იქმნების რომელი გუარითა წარმოდგომილ იყოს. ესე არისტოტელი
Line: 14    
"ბუნებითთა" შორის აღმოაჩინა, იტყჳს ვითარმედ
Line: 15    
"მყოფი არა იქმნებისო წარმოდგომილი გუარითა." ესე არს ესე, ვითარმედ
Line: 16    
უკუეთუ არს, ვითარღა იქმნეს არსი; რამეთუ ყოველი ქმნილი არა
Line: 17    
არსისგან არსებად იქმნების, ხოლო, ოდეს ქმნაჲ გესმას, გაიგონე,
Line: 18    
რამეთუ არს მრავალსახე, რამეთუ ანუ სრულიად არაობისაგან მიიღებს
Line: 19    
აობასა, ვითარ ყოველნი შობადნი ანუ ყოველნი ნაჴელოვნებნი,
Line: 20    
რამეთუ არა მყოფნი იქმნეს და წარმოდგეს ანუ კუალ წარმოდგომილნი
Line: 21    
და წარმოგუარებულნი იქცეს და იქმნნეს სხუად. ვითარ ვიხილავთ
Line: 22    
ყოველთა შემთხუეულთა. და ზედშემოსრულთა ზედა, ვითარ
Line: 23    
მწუხარებისგან სიხარულად და სიგრილისგან სიმჴურვალედ. ესე და
Page: 26   Line: 1    
ესე ვითარიცა ითქმის ქმნად, მაგრა შემთხუეულად და ზედშემოსრულად
Line: 2    
და არა არსებითად და ბუნებითად. ვინაჲ აწ აქა იტყჳს, ვითარმედ
Line: 3    
"ქმნული და წარმოდგომილი გუარითა არა იქმნებისო". ამათ კანონთა
Line: 4    
მიერ და ბუნებისა მიერ საქმეთაჲსა ცხად არს, ვითარმედ
Line: 5    
მყოფი არა იქმნების რომელი გუარითა წარმოდგომილ არს და, თუ
Line: 6    
ქმნილი ერთი მყოფ და წარმოდგომილ არს, მაშა არა იქმნეს, არამედ
Line: 7    
ესე შეუძლებელ. თუ ქმნილ და წარმოდგომილ არს და მაარსებელ
Line: 8    
თჳსდად ოდენვე ერთისა ქმნაჲ რამეთუ ყოველსა ქმნასა ანუ
Line: 9    
ჟამი ეუფლების, ანუ საუკუნოჲ, და ვერ ვინაჲ განევლთას ამათ ორთა
Line: 10    
დასაბამთა, რამეთუ ანუ ჟამითთა შორი ყოველი აგებული. და ბუნებასა
Line: 11    
და ქცევასა თანა შეკრული, ანუ საუკუნესა-შორისი შეკრული
Line: 12    
წესსა თანა არსთასა. ხოლო მყოფი, ვითარცა მყოფი, არა იქმნეს
Line: 13    
გუარითა, რამეთუ ქცევითი ქმნაჲ შესაძლო არს, რაჲთა ზედ მიექმნას
Line: 14    
მყოფსა ამას, არამედ ბუნებითსა და ჟამის-ქუეშესა და არა საუკუნოსა
Line: 15    
შორის დამსჭუალულსა. რამეთუ ყოველი აიდიოჲ მიუდრეკელ
Line: 16    
გუარითაცა და ზედშემონაქმითა რომელობითა, რამეთუ რომელთა
Line: 17    
აქა შემთხუევითად ვიტყჳთ გონიერსა აღმკულსა შორის არიან არსება.
Line: 18    
არამედ განუკუეთელთა და ნაწილებითთა შემთხუევათა არა არს
Line: 19    
გუარი და იგავი გონიერსა აღმკულსა შორის, არამედ ოდენ სამარადისოთა
Line: 20    
გუარითა, ვითარცა დიდი პლატონ აღმოაჩენს.



Next part



This text is part of the ARMAZI edition of Ioane Petrici, Explanatio in Proclum Diadochum.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 22.8.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.