ARMAZI
Author: Gior.Mon. 
Georgius Monachus
Book: Chron. 
Chronicon


On the basis of the edition by
Simon Q̣auxčišvili,
Xronoġrapi Giorgi Monazonisay /
S. Kauchčišvili,
Georgii Monachi Chronicon,
Ṭpilisi 1920
(Monumenṭa Georgica. Publicationes Universiṭaṭis Tphilisensis,
III: HISTORICA, No. 1)
(Ṭpilisis Universiṭeṭis Gamocema,
daibeč̣da sibrʒnis-meṭq̇velebis paḳulṭeṭis 1920 c̣lis tebervlis 11-is dadgenilebit
deḳani . Ḳeḳeliʒe,
mdivani G. Axvlediani)
,
electronically prepared by Beka Topuria,
Frankfurt a/M / Tbilisi, 1999-2002;
ARMAZI version by J. Gippert,
Frankfurt a/M, 22.8.2010





Page: 3 
Line: 1 
ხრონოღრაფი
Line: 2 
გიორგი მონაზონისაჲ


Chapter: 1  
Line: 3 
[წიგნი პირველი.]

Line: 4 
[ადამის-თჳს.]


Line: 5    ........... მეორე ქვისა მტკიცისა, და დაწერნეს მათ ზედა პაპისა მათისა სეითისა
Line: 6    
მიერ გარდაცემულნი ზეციერნი ყოველნივე, რამეთუ თქუეს ვითარმედ
Line: 7    
"უკუეთუ წყლითა წარირღუნას სოფელი, ქვისა ესე სუეტი დაშთეს და მას ზედა
Line: 8    
გამოჭრილნი ასონი; ხოლო [უკუეთუ] ცეცხლითა განიხრწნას, ალიზისა [იგი
Line: 9    
დაშთეს] და მას ზედა გამოხატულნი". რომელიცა სუეტი შემდგომად წყლითრღუნისა
Line: 10    
დაშთა მთასა ზედა სიდირონსა [და არს] ვიდრე აქამომდე, ვითარცა
Line: 11    
დასწერს იო[სიპოს].



Line: 12  ნებროთის-თჳს.


Line: 13       
მერმე შემდგომად ამათსა გამოჩნდა [გმირი ვინმე] სახელით ნებროთ, ძე
Line: 14    
ხუს ეთ[იოპელისა], ტომისაგან ქამისა, რომელმან აღაშენა ბაბილონი ქალაქი და
Line: 15    
გამოაჩინა მონადირეობაჲ და მოგობაჲ და ეუხუცესა სპარსთა; და ასწავა მათ
Line: 16    
ვარსკულავთ-მრიცხუველობაჲ და ვარსკულავთ-მზმნელობაჲ, და მოძრაობასა ცისა[სა]
Line: 17    
.....აჲ ვითარებასა შობადთა შემთხუევისასა, რომელთაგან ისწავეს რაჲ
Line: 18    
ელენთა შობათ-მეტყუელებაჲ....... მიმართ ვარსკულავთასა... ....ასა შობადთა,
Line: 19    
ვითარ სახისაცა ჩუეულებათასა. და ესრეთ ვარსკულავთ-მრიცხუველობამან ვიდრე-მე
Line: 20    
და ვარსკულავთ-მეტყუელებამან და შობათ-მეტყუელებამან სპარსთამან მიიხუნა
Line: 21    
დასაბამი. რომელნიცა განღმრთობასა ნებროთისასა [და] ვარსკულავთა
Page: 4   Line: 1    
შორის ზეცათა შინა ყოფასა მისსა იტყჳან, რომლისათჳს იტყჳს მოსე: "შეიქმნა
Line: 2    
დასაბამი მეფობისა მისისა ბაბილონი და ხალანი ქუეყანასა სენარისასა, სადა/იგი
Line: 3    
გამოვიდა ფილისტიმ."



Line: 4  კრონოს[ის-თჳს].


Line: 5       
ხოლო ტომისაგან სემისა და ასურისა _ რომლისაგან ასურასტანელნი, _ რომელმან
Line: 6    
დაიპყრა ასურეთი და სპარსეთი და სხუანი კერძონი აღმოსავალისანი,
Line: 7    
გამოჩნდა სხუაჲცა ვინმე კაცი, ნათესავით გმირი, სახელით კრონოს თანამოსახელეობისა-ებრ
Line: 8    
ცთომილისა მის ვარსკულავისა. ხოლო იქმნა ესეცა ძლიერ ფრიად
Line: 9    
და მრავალნი დაიმორჩილნა და ეუფლა და პირველად წარმოაჩინა მეფობაჲ და
Line: 10    
მპყრობელობაჲ სხუათა კაცთაჲ და იქმნა დასაბამ მეფობისა ასურასტანელთაჲსა
Line: 11    
ორმეოც და ათექუსმეტ წელ; და მოიმორჩილა ყოველი ქუეყანაჲ სპარსეთისაჲ
Line: 12    
დამწყებელმან ასურეთით. ხოლო ესხნეს ძენი ორნი და ასული ერთი: და ერთსა
Line: 13    
მას უწოდა დია სახელად ცთომილისა მის ვარსკულავისა, ხოლო მეორესა სახელ
Line: 14    
სდვა ნინონ; ხოლო ასულსა ირა, რომელიცა მიიყვანა ცოლად პიკოს, რომელსა
Line: 15    
ერქუა ზევსცა, დაჲ თჳსი ირა.



Line: 16  [ნინონის-თჳს.]


Line: 17       
ხოლო შემდგომად კრონოჲსა მეფე იქმნა ნინოს, ძე მისი, ორმეოც და
Line: 18    
ათორმეტ წელ, რომელმანცა დედაჲ თჳსი სემირამი მიიყვანა რაჲ ცოლად თჳსსა,
Line: 19    
სჯულად მიიღეს სპარსთა მიყვანებაჲ დედისა და დათაჲ დიაჲს მიერ მითხოისათჳსცა
Line: 20    
დისა თჳსისა ირაჲსსა. ხოლო ნინოს, მპყრობელ რაჲ ექმნა ასურასტანსა
Line: 21    
და აღაშენა მას შინა ქალაქი დიდი ფრიად ადგილსა სამისა დღისა გზისასა,
Line: 22    
რომელსა უწოდაცა სახელი სახელსა თჳსსა ზედა ნინევი, პირველად მეფე იქმნა
Line: 23    
მას შინა; რომლისა ნათესავისაგან გამოჩნდა ზოროასტროს, სახელ-განთქუმული
Line: 24    
იგი ვარსკულავთ-მრიცხუველი სპარსთაჲ, რომელსა ეგულებოდა რაჲ აღსრულებაჲ,
Line: 25    
ილოცა ცისა მიმართ რათა განსალევნელ იქმნეს ცეცხლისა, და ჰრქუა სპარსთა:
Line: 26    
"უკუეთუ დამწუას მე ცეცხლმან, დამწუართაგან ძუალთა ჩემთა მიიხუენით
Line: 27    
და ჰმარხენით, და არა მოაკლდეს მეფობაჲ ქუეყანისაგან თქუენისა, ვიდრემდის
Line: 28    
ჰმარხვიდეთ ძუალთა ჩემთა, და, ვითარცა ილოცა ორიონისა მიმართ, განილია
Line: 29    
ცეცხლითა ჰაერისაჲთა და მიიხუნეს სპარსთა ავლ ქმნილნი იგი ძუალნი, რომელთა
Line: 30    
ჰმარხვენ ვიდრე აქამომდე."



Page: 5  
Line: 1  [თურრას-თჳს.]


Line: 2       
ხოლო შემდგომად ნინონისსა მეფე იქმნა ასურასტანს თურრას ვინმე სახელით,
Line: 3    
წელიწადთა ოცდაათთა, რომელსა სახელ სდვესცა სახელად ცთომილისა
Line: 4    
მის ვარსკულავისა არეა და რომლისა-თჳს ძეგლიცა აღჰმართეს პირველად ასურასტანელთა;
Line: 5    
და ვიდრე მოაქამდე, ვითარცა ღმრთისა თაყუანისმცემელნი მისნი,
Line: 6    
უწოდენ სპარსულად ვაალ, რომელ არს ღმერთი, ვინაჲცა არს არის ღმერთ
Line: 7    
ბრძოლათა, რომელსა დანიელცა მოიჴსენებს, ვითარცა სპარსთა მიერ თაყუანისცემულსა
Line: 8    
და მსახურებულსა.



Line: 9  [ლამინის-თჳს სარდანაპალოჲს-თჳს.]


Line: 10       
ხოლო შემდგომად არესსა მეფე იქმნა ლამის ოც წელ და შემდგომად
Line: 11    
ლამინისსა განმეფნა სარდანაპალოს დიდი ოც და ათხუთმეტ წელ და მოიკლა
Line: 12    
სპარსთა მიერ, რომლისაცა მაქებელთა და მიმსგავსებულთა მისისა ჴორცთ-მოყუარებისა
Line: 13    
და ნაყროვნებისა და გემოთ-მოყუარებისათა წარწერნეს საფლავსა მისსა
Line: 14    
ზედა ვითარცა რეცა თჳთ მის მიერ წარწერილად პოვნილნი ესე ვითარნი
Line: 15    
რაიმე ვითარმედ "ვჭამდი და ვსუემდი და ტრფიალებით და შუებით ვმოქალაქობდი
Line: 16    
რომელნიცა მქონან აწ და სიმდიდრედ ჩემდა მიმიხუმან ყოველნი,
Line: 17    
და რამეთუ აწ ნაცარ ქმნილვარ დიდისა ნინევისა მეფე". არამედ ტყუილით
Line: 18    
სადმე დაწერეს ესე წარმწერელთა მათ მისთა, რამეთუ არა რაჲ აქუს აღსრულებულსა
Line: 19    
მათგან, რომელთა იგი ჭამდა და სუმიდა, არამედ სულმყრალობითად
Line: 20    
ხრწნილებად მიიწია ყოველი იგი: გარნა აქუს ხოლო უსჯულოჲსა
Line: 21    
ცხორებისა სულმყრალობაჲ, რომელი სამარადისოდ ლმობილ ჰყოფს ვნებულსა
Line: 22    
და საწყალობელსა სულსა მოჴსენებითა მათითა, რომელნი იგი უძღებებით და
Line: 23    
უსჯულოებით ექმნენ უბადრუკსა მას.



Line: 24  [პერსევის-თჳს.]


Line: 25       
ხოლო შემდგომად სარდანაპალლოჲსა მეფე იქმნა პერსევს, ძე პიკუჲსი, ესე
Line: 26    
იგი არს დიოსისი, რომელმანცა ბრძოლა უყო და სძლო ლჳკაონელტა და ქალაქი
Line: 27    
აღაშენა მუნ და ძეგლი თჳსი აღჰმართა და სახელ სდვა ქალაქსა მას იკონიაჲ
Line: 28    
ხატისა მის გამო თჳსისა. ხოლო მოიმორჩილნა სხუანიცა სოფელნი და ისავრიას
Line: 29    
და კილიკიას მოწევნ/ული გარდაჰჴდა ჰუნისაგან თჳსისა და დაასვო წინაჲ
Line: 30    
კერძი ტერფისა თჳსისაჲ მიწასა, სადა იგი აღაშენაცა ქალაქი, და უწოდა მას
Line: 31    
ტარსონი ფერჴისა გამო ტჳსისა, რამეტუ ტარსონად უწოდიან თითთა კერძოსა
Line: 32    
ნაწილსა ტერფისასა. და წარემართა ასურასტანად და მოკლა სარდანაპალლოს და
Line: 33    
დაიპყრა ასურასტანი და იმეფა მატ ზედა ორმეოც და ათსამეტ წელ რომელმანცა
Page: 6   Line: 1    
სახელისა-ებრ თჳსისა სპარსად უწოდა მათ მომღებელმან ასურასტანელთაგან მეფობისამანცა
Line: 2    
და სახელისამან; და ასწავა მათ საძაგელიცა მემსხუერპლეობაჲ და
Line: 3    
მიდუსად სახელდებული მოგობაჲ, რომლისაგან მიდიად სახელ ედვა სოფელსა
Line: 4    
მათსა მოსაწყინელისა მის-თჳს სწავლულებისა რომლისა-ზე ცეცხლი გარდამოჴდა
Line: 5    
ზეცით სპარსეთს შინა. რომელი იხილა რაჲ, დაუკჳრდა და აღანთო ლამპარი
Line: 6    
მუნით და აღაშენა ტაძარი და ცეცხლი იგი დადვა მას შინა და უწოდა ტაძარსა
Line: 7    
მას ტაძარი უკუდავისა ცეცხლისაჲ. ხოლო დაადგინნა მუნ შინა კაცნი განკრძალულნი,
Line: 8    
რათა ჰმსახურებდენ და დაუშრეტელად ჰმარხჳდენ მას, რომელთაცა
Line: 9    
სახელ სდვა მოგუად. რომელიცა ჩუეულებაჲ ვიდრე მოაქამდე მრავლითა პატივითა
Line: 10    
უპყრიეს სპარსთა და ცეცხლის მსახურ არიან მოცემისაებრ მეფისა მათისა
Line: 11    
პერსევისა აწ უკუე პირველი ვიდრე-მე არს ასურასტანელთა, ესე იგი არს ბაბილოვნელთა,
Line: 12    
მეფობაჲ, ხოლო მეორე სპარსთა თანა-მოსახელე ასურასტანელად
Line: 13    
და ბაბილოვნელად სახელდებულთა მათ.



Line: 14  სოსტრის-თჳს.


Line: 15       
ხოლო შემდგომად პერსევისსა და მისსა შემდგომთა ჟამთა და მეფეთასა
Line: 16    
მეფე იქმნა ეგჳპტეს პირველად/ ნათესავისა[გან ქა]მისა კაცი ვინმე მრავალღონე,
Line: 17    
სახელით სოსტრი, ოც წელ, რომელმან ბრძოლა უყოცა ასურასტანელთა და
Line: 18    
დაიმორჩილნა იგინი, და ქალდეველთა და სპარსთა ვიდრე ბაბილოვნამდე; ესრეთვე
Line: 19    
ასიასაცა და ევროპსა და სკჳთიასა ბრძოლა უყო და დაიმორჩილნა იგინი.
Line: 20    
რომლისა-ზე იყო ერმი სამდიდებული, კაცი მეგჳპტელი და განსაკჳრვებელი სიბრძნითა
Line: 21    
წარმართთა შორის.



Line: 22  ფარაოჲს-თჳს.


Line: 23       
ხოლო შემდგომად სოსტრისა მეფე იქმნა ეგჳპტეს ფარაო, რომელსა ნარახოცა
Line: 24    
ეწოდებოდა, ორმეოც და ათ წელ, რომლისაგან ყოველნი მეფენი ეგჳპტისანი
Line: 25    
ფარაოდ სახელ ისხნეს. ხოლო პირველ მოჴსენებულთა მათ პიკოჲს,
Line: 26    
ესე იგი არს დიოჲს, ჟამთა შინა გამო-ვინმე-ჩნდა კერძოთაგან დასავალისათა,
Line: 27    
ტომისაგან იაფეთისა, სოფელსა შინა არგიელთასა, სახელით ინახოს, რომელიცა
Line: 28    
პირველ მეფე იქმნა მას ქუეყანასა შინა, სადა იგი ქალაქიცა აღაშენა სახელსა
Line: 29    
ზედა მთოვარისასა და უწოდა მას იოპოლი. ხოლო ლჳვიი, ასულმან დიოჲსმან,
Page: 7   Line: 1    
შეყოფილმან სახელით პოსიდონის ვისმან-მე, შვნა ვილონ და ანკჳორა;
Line: 2    
და ვილონ ვიდრე-მე წარვიდა ეგჳპტედ და მიიყვანა ცოლი, სახელით სიდა. და
Line: 3    
შვა ძე და უწოდა მას ეგჳპტე, რომლისაგან ეგჳპტემან მიიღო სახელის დებაჲ
Line: 4    
თჳსი, რომელი მეფე იქმნაცა მას შინა. ხოლო ანკჳორა მოიწია ფინიკედ და
Line: 5    
მიიყვანა ცოლი სახელით ტჳრო და აღაშენა ქალაქი სახელად მისსა, რომელსა
Line: 6    
შინა წარჰმართაცა მეფობაჲ. და შვნა ძენი სა/მნი და ასული ერთი, ფინიკია და
Line: 7    
ასურ და კილიკა და ევროპი, რომელიცა ტავროს მეფემან კრიტელთამან წარიყვანა
Line: 8    
ტყუედ და ქუეყანასა თჳსსა თრაკისს მიიყვანა და, ვინაჲთგან ქალწულ და
Line: 9    
შუენიერ იყო, იპყრა იგი თავისა თჳსისა ცოლად და უწოდა კერძოთა მათ სახელისა-ებრ
Line: 10    
მისისა ევროპია. ხოლო ეგულებოდა რაჲ სიკუდილი ანკჳორს, განაჩინა
Line: 11    
ყოვლისავე მის მორჩილებასა მისსა ქუეშე მყოფისა ქუეყანისა სამად განყოფაჲ
Line: 12    
სამთა ძეთა მისთა ზედა: და ფჳნიკა უკუე მიიღო ტჳროსი და საზღვარნი
Line: 13    
მისნი და უწოდა მას ფჳნიკია; ხოლო ასურ ხუედრებულსა მისდა ქუეყანასა სახელ
Line: 14    
სდვა ასურეთი, ეგრეთვე კილიკა სახელი თჳსი უწოდა ქუეყანასა ნაწილსა
Line: 15    
თჳსსა, რომელ არს კილიკიაჲ ხოლო ჟამთა ფჳნიკის მეფობისათა იყო ირაკლი
Line: 16    
ტჳროელი ფილოსოფოსი, რომელმან მოიპოვა საღებავი პორფირისაჲ: რამეთუ
Line: 17    
იქცეოდა რაჲ ზღჳს კიდესა ტჳროჲსასა, იხილა სამწყემსოჲ ძაღლი, რომელი
Line: 18    
ჭამდა კონქჳლად სახელდებულსა მას კოხლიოსა. ხოლო მწყემსმან ჰგონა, ვითარმედ
Line: 19    
სისხლი დამოსდის ძაღლსა; ამის-თჳს მიიღო საწმისი მატყლისაჲ და მოჰჴოცა
Line: 20    
შთამომავალი იგი პირისაგან მისისა, და, ვითარცა შეიღება მატყლი, გულის-ხმა
Line: 21    
ყო ირაკლი, ვითარმედ არა სისხლი, არამედ საღებავი არს იგი, რომელიცა
Line: 22    
დაუკჳრდა და, ვითარცა დიდი რაჲმე ნიჭი, მიართუა იგი მეფესა ფჳნიკს,
Line: 23    
რომელსა უფროჲსღა [მისსა] დაუკჳრდა და ბრძანა კონქჳლისაგან შეღებვაჲ
Line: 24    
მატყლისაჲ და ქმნად მის-თჳს შესამოსელი. და ესრეთ პირველ შეიმოსა რაჲ მან
Line: 25    
პორფირი შესამოსელი, ყოველთა დაუკჳრდა უცხოჲსა მის შესამოსლისა სახე;
Line: 26    
რომლისა-თჳს ბრძანებაჲ დადვა მეფემან ფინიქს, რათა არავინ მეფობისა მისისა
Line: 27    
მიმდგომთაგანმან იკადროს შემოსაჲ მისი, არამედ მხოლოდ მან ოდენ და შემდგომთა
Line: 28    
მისთა მეფეთა ფინიკიაჲსათა; რომლისა მიერ მეფედ იცნობებოდეს მჴედრობისაგან
Line: 29    
და ყოვლისავე სიმრავლისა ფერითა ეგე ვითარისა მის შესამოსლისაჲთა.
Line: 30    
რამეთუ პირველ არა უწყოდეს კაცთა ღებვაჲ სამოსელთა ფერებისაჲ, რომლისა-თჳს
Line: 31    
არცა ადვილად გამოირჩეოდა მეფე მიმდგომთა თჳსთაგან.



Page: 8  
Line: 1  ელადელთა-თჳს.


Line: 2       
ხოლო შემდგომად ჟამთა მათ და მეფეთა მეფე იქმნა ელლადას პელოფს
Line: 3    
ვინმე ლჳდი, რომელმან აღაშენა მუნ ქალაქი და უწოდა მას სახელი პელოპონნისონ,
Line: 4    
რომლისა მიერ პელოპონნისოდ იწოდებიან ელადელნი.



Line: 5  კჳროსის-თჳს სპარსისა და კრისსოჲს-თჳს.


Line: 6       
აწ უკუე მეფე იქმნა ასურასტანს კრონოს და ნინოს და სარდანაპალლოს და
Line: 7    
შემდგომითი შემდგომად მათსა სხუანი ვიდრე მაროდაქისამდე და ნაბუქოდონოსორისსა
Line: 8    
და შვილთა მისთა. ხოლო შემდგომად მათსა და დარიოსისა მეფე იქმნა
Line: 9    
კჳროს სპარსი ოც და ათორმეტ წელ და მოიკლა სპარსეთს. რომლისა ზედა
Line: 10    
აღდგა რაჲ კრისსოს, მეფე ლჳდთაჲ, დამორჩილებისა-თჳს მახლობელთა მისთა
Line: 11    
სოფელთა და მშორობელთა სა/მთავროთა, მიუმცნო კჳროსს, რათა ანუ მიუტეოს
Line: 12    
მას მეფობაჲ სპარსთაჲ, ანუ ბრძოლით შეემთხჳოს მას მიმავალსა ხოლო კჳროსს
Line: 13    
ვითარცა ესმნეს ესე, ყოვლით-ურთ შეშინებულ და შეურვებულ იქმნა და
Line: 14    
მოვლინებულთა ვიდრე-მე პასუხ უგო და წარავლინნა, ხოლო თჳთ ჰინდოეთსა
Line: 15    
ქუეყნად განიზრახა სივლტოლაჲ. რომელი ესე ისწავა რაჲ ცოლმან მისმან ჰრქუა
Line: 16    
მას: "რაჲსა ესრეთ შეურვებულ და უღონო ქმნილ ხარ და განუზრახველად გნებავს
Line: 17    
ქმნაჲ ამისი." ხოლო მან ჰრქუა მას: "და რაჲ ვინ სხუა განმაზრახოს
Line: 18    
ქმნად"; და მან მიუგო: "დარიოსის-ზე პირველისა ქმრისა ჩემისა იყო ვინმე
Line: 19    
ებრაელი წინაჲსწარმეტყუელი, სახელით დანიელ, ნატყუენავისაგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა,
Line: 20    
ძლიერი სიტყჳთა და საქმითა. რომელი დიდად პატიოსნად და განიზრახად
Line: 21    
ფრიად გამოცდილად აქუნდა დარიოსს და რომელი აწ მოხუცებულებისა-თჳს
Line: 22    
მისისა მისდად განკუთნვილსა ქუეყანასა შინა იქცევის თჳსაგან, რომლისა
Line: 23    
უკუეთუ შენცა მსმენელ იქმნე განზრახვისა, კეთილად ჰყო". ხოლო კჳროსს ესმა
Line: 24    
რაჲ ესე, მეყსეულად წარავლინნა წარჩინებულნი თჳსნი, რათა მრავლითა პატივითა
Line: 25    
მოიყვანონ იგი მისსა. რამეთუ საყუარელ არს ჭირთა შინა მრავალთა უსასწრაფოესად
Line: 26    
შერაცხაჲ ღონიერებისა დედათაჲსაჲ მამათაჲსასა და ღმრთისა მიმართისა
Line: 27    
მილტოლვისა უსაკუთრესად და უმჴურვალესად შეხებაჲ ხოლო კრის/სოს
Line: 28    
შემდგომად უკუმოქცევისა კჳროსის მიმართ მივლინებულთა მათ მისთაჲსა.
Line: 29    
წარავლინნა კაცნი სარწმუნონი სამისნოდ, რათა იმისნოს პჳთიაჲსაგან, უკუეთუ
Line: 30    
მძლე ექმნებისა კჳროსს სადა იგი შე-რაჲ-ვიდა მისანი და ილოცა, მიიღო გამოცხადებაჲ
Line: 31    
პჳთიაჲსაგან ვითარმედ "კრისსოს, ალჳნს მდინარესა წიაღსრულმან,
Page: 9   Line: 1    
მთავრობაჲ დიდი დაჰჴსნას." რომელი დაწერა ქარტასა ზედა და მისცა კრისსონის
Line: 2    
მიერ მოვლინებულთა მათ. ხოლო საღმრთოჲ დანიელ, მოიწია რაჲ კჳროსისა,
Line: 3    
ჰრქუა მას კჳროს: "მითხარ მე უფროჲსად ბრძენო, უკუეთუ მძლე ვექმნები
Line: 4    
ლაღსა და ამპარტავანსა კრისსონს." ჰრქუა მას დანიელ: "მინდობილ იყავ,
Line: 5    
ვითარმედ სძლევ კრისსონს და მიიყვანებ მას ტყუედ, რამეთუ შენთჳს თქუა
Line: 6    
ესაია წინაჲსწარმეტყუელმან. "ესრეთ იტყჳს უფალი ცხებულსა კჳროსს, რომლისასა
Line: 7    
უპყარ მარჯუენესა დამორჩილებად წინაშე მისსა ნათესავნი და ძალი
Line: 8    
მეფეთაჲ განვაქარვო. მან აღაშენოს ქალაქი ჩემი და ტყუეობაჲ ერისა ჩემისაჲ
Line: 9    
მოაქციოს, თქუა უფალმან საბაოთ." ხოლო კჳროსს ესმნეს რაჲ ესე,
Line: 10    
დავარდა ფერჴთა-თანა დანიელისთა და თქუა: "ცხოველ არს უფალი ღმერთი
Line: 11    
შენი. მე განუტევო ისრაჱლი ქუეყანით ჩემით, რათა ჰმსახურებდენ
Line: 12    
ღმერთსა მათსა იერუსალჱმს შინა." და აღჭურვილმან წყობა ყო კრისსონის
Line: 13    
მიმართ. ხოლო კრისსონს ვითარცა ესმა მიგებაჲ იგი სამისნოჲსა მის ხრიზმოსისაჲ,
Line: 14    
მიიმართა კჳროსის მიმართ სიმრავლითა ძალისაჲთა და წია/ღმოჴდა
Line: 15    
მდინარესა ალჳნსა და, შეემთხჳა რაჲ კჳროსს სიფიცხესა ზამთრისა დიდისასა,
Line: 16    
იძლია: და ეგულებოდა სივლტოლაჲ ერისა-თანა თჳსისა, გარნა სავსებითა მდინარისა
Line: 17    
მის წყალთაჲთა ვერ შეუძლო წიაღსლვაჲ. ამისა-თჳს ტყუედ წარქცეულ
Line: 18    
იქმნა და დაეცა სიმრავლე ოთხასი ათასისა მბრძოლისაჲ, რომელთაგანნი დაშთომილნი
Line: 19    
ტყუედ წარიყვანნა დარიოს. ხოლო კრისსონ შეკრული აღაბა ძელსა
Line: 20    
და განქიქებული უჩუენა ყოველსა სიმრავლესა მჴედრებისა თჳსისასა. ამის შემდგომად
Line: 21    
აღიყვანა სპარსეთად და მუნ სიკუდილსა მისცა იგი. და უცხოთა და
Line: 22    
ზეშთა ძალისათა გულის-მთქუმელმან თავიცა თჳსი და თჳსნი წარწყმიდნა სიმრავლითა
Line: 23    
უძღებებისაჲთა ხოლო ძენი ისრაჱლისანი ყოველნი მეყსეულად ზორობაბელის-თანა
Line: 24    
განუტევნა აღსლვად იერუსალჱმად. და ესრეთ კჳროსის მიერ
Line: 25    
დაიჴსნა მუფობაჲ ლჳდთაჲ მპყრობელ-ქმნილი ორას ოც და ათორმეტ წელ.



Line: 26  დარიოსის-თჳს.


Line: 27       
ხოლო შემდგომად კჳროსისა მეფე იქმნა დარიოს, ძე მისი, რომელსა
Line: 28    
კამვისოსცა ეწოდებოდა, რვა წელ.



Line: 29  არტაქსერსის-თჳს.


Line: 30       
ხოლო შემდგომად კამვისოჲსა მეფე იქმნა არტაქსერქსი, მოჴსენედ სახელდებული,
Line: 31    
ოც წელ, რომლისა-ზე იყო ვინმე იტალიას მპყრობელი სამთავროჲსა
Page: 10   Line: 1    
ერთისაჲ, სახელით პალას, რომელმან აღაშენა სახლი ყოვლად დიდი, რომლისა
Line: 2    
მსგავსი არა იპოებოდა გარემოსა მას სოფლებსა, და პალატად სახელ სდვა მას.
Line: 3    
რომლისა გამო პალატად ეწოდების სა/მეფოსა სამკჳდრებელსა.



Line: 4  ჰრომისა-თჳს.


Line: 5       
მერმე შემდგომად ამათსა მეფე იქმნა რომოს, მაშენებელი ჰრომისაჲ, და
Line: 6    
რიმოს, ძმაჲ მისი. რომელთა განაახლეს და აღაშენეს პალატად წოდებული სამეფოჲსა
Line: 7    
პალატისა სახლი და ტაძარი დიდი აღჰმართეს და სახელ სდვეს მას
Line: 8    
კაპეტოლიონად ჰრომისა, რომელ არს ჰრომაულად თავი ქალაქისაჲ. ვინაჲცა
Line: 9    
მეფობასა მათსა შინა ურთი-ერთას მტერობად მოვიდეს იგინი: და მოიკლა რომოჲს
Line: 10    
მიერ რიმონ, და მეფობდა მარტოჲ რომოს და, ვითარცა განასრულნა
Line: 11    
ზღუდენი და შეამკო ქალაქი და ტაძარი არეოჲსი აღაშენა და თუესა მარტისასა
Line: 12    
სრულ ყო ენკენიობაჲ მისი და უწოდა თუესა მას მარტი, რომელსა პირველ
Line: 13    
ტრიმონ ეწოდებოდა, რომელ არს არეოს. რომლისაცა დღესასწაულსა წლითი-წლად
Line: 14    
აღმასრულებელნი ჰრომნი სახელ სდებენ დღესა დღესასწაულისასა მოქცევად
Line: 15    
მარტისა. ხოლო აღაშენა ცხენთ-სარბიელიცა, რათა განწვალოს სიმრავლე
Line: 16    
ერისა ჰრომაელთაჲსაჲ, რამეთუ შფოთებით ზედა-აღუდგებოდეს მას ჰრომნი
Line: 17    
სიკუდილისა-თჳს ძმისა მისისა. და პირველად ჰრომეს შინა სრულ ყო მან ცხენთ-სარბიელი,
Line: 18    
რომელ არს იპპოდრომი. და დღესასწაულად მზისა და ოთხთა ნივთთად
Line: 19    
განაჩინა იგი: ქუეყანისა, ჰაერისა, ცეცხლისა და წყლისა, და უწოდა პირველსა
Line: 20    
მას მწუანე და მეორესა თეთრი, მესამესა მწითური და მეოთხესა მჴიე. და
Line: 21    
შეასწავა მათ, ვითარმედ ამისთჳს ბედ................................



Line: 22  [ალექსანდრესისა-თჳს მაკედონელისა.]


Line: 23    
............. და გამოიკულია, თუ ვითარი არს შესახედავად და ცნა, ვითარმედ არა
Line: 24    
გრძელ არს ჰასაკითა და კბილნი ასხენ დიდნი და მჩენნი გარეგნით ბაგეთასა;
Line: 25    
და ვითარმედ ერთი თუალი ჩხიაჲ, ხოლო მეორე შავი არს მისი; და თავსა
Line: 26    
შორის თჳსსა თჳსაგან შესწავებულად იპყრა ქმნულებაჲ ესე სახისა მისისაჲ. და
Line: 27    
აჰა, შევიდა მისსა მიმართ მის მიერ მივლინებულთა მოციქულთა-თანა და ცნობილ
Line: 28    
იქმნა მის მიერ ზემო-წარმოთქუმულთა მათ ნიშანთაგან, მეყსეულად შეიპყრა
Line: 29    
იგი და ჰრქუა: "ალექსანდრე მეფეო, სოფელი დაიპყარ და დედაკაცისა მიერ
Page: 11   Line: 1    
შეპყრობილ იქმენ."ხოლო მან ჰრქუა მას: "მრავალ ღონეობისა-თჳს და სიმარჯჳანობისა
Line: 2    
ცნობისა შენისა უვნებელად დაგიცვა შენ და ძენი შენნი და სამეფოჲ
Line: 3    
შენი, და შენ მოგიყვანო ცოლად ჩემდა.."რომელიცა წარმოიყვანა და ეგჳპტეს
Line: 4    
მოწევნულმან დიდი ალექსანდრიაჲ სახელსა თჳსსა ზედა აღაშენა, ხოლო თჳთ
Line: 5    
კუალად იქცა ბაბილოვნადვე, სადა მოცაკუდა წელიწადთა ოცდაათორმეტთაჲ.
Line: 6    
რომელსა ათორმეტი ხოლო წელი წარმოევლო მეფობასა შინა, და რომლისანი
Line: 7    
მრავალნი და ბევრეულნი/ არიან სხუანიცა მძლეობანი და წარმართებანი და მითხრობად
Line: 8    
შეუძლებელნი მჴნე-კაცობანი, რომელნი მან აღასრულნა და ქმნნა. ამისთჳსცა
Line: 9    
ფრთოსანსა ვეფხსა მიამსგავსა იგი წინაჲსწარმეტყუელმან, მყის სიმალით
Line: 10    
ცეცხლის სახედ მოვ//////////////////////ლ არს, თუ ესმა ფილოსოფოსისა
Line: 11    
ვისგანმე მეტყუელისა ვითარმედ "აღურიცხუველნი არიან სოფელნი".
Line: 12    
რომელსა ზედა დიდად სულთ-ითქუნა და თქუა: "უკუეთუ აღურიცხუველთა სოფელთაგან
Line: 13    
ვერცა ერთი ოდენ დავიპყარ მე.."ესოდედ დიდ გონება, დიდ სულითა
Line: 14    
და მჴნე იყო, რომლისა-თჳსცა ყოვლით კერძო მიმოდაითქუმოდა და საკჳრველ
Line: 15    
იქმნებოდა უფროჲსღა და სიწმიდის მოყუარებისა-თჳს მისისა და გულის-ხმის-ყოფისა
Line: 16    
და ფრიადისა სიბრძნისა-თჳს და გონიერებისა. რამეთუ არისტოტელის
Line: 17    
მოწაფე ქმნილმან ყოველივე სიტყჳერებითი კელოვნებაჲ მიერ კერძო
Line: 18    
საზომისა დაისწავლა. ხოლო მჴნე და კადნიერ იყო ბრძოლათა შინა. რომელმან
Line: 19    
იხილა ოდესმე თანამოსახელე ვინმე თჳსი ჭაბუკი მოშიშ ქმნილად ბრძოლასა
Line: 20    
შინა და ჰრქუა: "ჭაბუკო. ანუ წესი შეიცვალე, ანუ სახელი". ხოლო სიწმიდის
Line: 21    
მოყუარებაჲ თჳსი უგანცხადებულესად უჩუენა ყოველთა შემდგომად მძლეობისაცა:
Line: 22    
რამეთუ, ტყუედ მოიყვანნა რაჲ ასულნი დარიოსისნი, განსაკჳრვებელისა
Line: 23    
შუენიერებისა მქონებელნი, არცაღა თუ ხილვაჲ თავს იდვა მათი, არამედ
Line: 24    
ფრიადად უმსჯავროებად საჯა, უკუეთუ სიქველით მძლენი, მამათანი
Line: 25    
საწყალობელად იძლინენ დედათაგან. რომელიცა ვიდრე უშინაგნესად
Line: 26    
ჰინდოეთამდე და გარემოჲს ყოვლისა ქუეყანისა დიდად მდი/[ნარისა] .............
Line: 27    
......../ სარწმუნოებისაჲთა. და ესე მეზობლობასა შინა მახლობელთა მათთა
Line: 28    
ჰინდოთასა, რომელნი ყოველთავე ბოროტთა წარჴსნილობით მოქმედ არიან. და
Line: 29    
რომელთა უშინაგანესნი-რე ნათესავნი კაცის-მჭამელ და უცხოთა მკლველ, უფროჲსღა
Line: 30    
ძაღლთა-ებრ დამბძარველ არიან. კუალად შჯულ ქალდეველთა და
Page: 12   Line: 1    
ბაბილოვნელა არს პირუტყულისა აღრევისა, მოსისხლეობისა და ყოვლისავე ღმრთისმოძაგებულისა
Line: 2    
საქმისა ვითარცა სათნოებისა ქმნაჲ. მერმე კუალად შჯულ გილიელთა
Line: 3    
არს მუშაკობაჲ და მაშენებელობაჲ დედათაჲ და ქმნაჲ საქმეთა სამამაკაცოთაჲ
Line: 4    
ამას-თანა სლვაჲცა შემდგომად გულის-თქუმისა გულთა მათთაჲსაჲ
Line: 5    
თჳნიერ ყოვლისავე მაყენებელობისა და აღშურვებისა ქმართაჲსა რომელნი იგი
Line: 6    
მბრძოლცა არიან ძლიერ და კდემულებად შეურაცხია არა თუ უმჴეცეს იყვნენ
Line: 7    
მჴეცთასა, და ჴელმწიფებენ და უფლებენ თჳსთა ქმართა ზედა. ხოლო ვრეტანიას
Line: 8    
მრავალგზის მრავალნი მამანი ერთსა იცნობენ დედაკაცსა, და კუალად მრავალნი
Line: 9    
დედანი ერთსა ეზრახებიან მამაკაცსა, და უშჯულოსა ამას საქმესა, ვითარცა
Line: 10    
კეთილსა და მამულსა შჯულსა, უშურველად და დაუყენებელად სრულ ჰყოფენ.
Line: 11    
ხოლო ამაზონელთა შორის მამაკაცი არა იპოების, არამედ ვითარცა პირუტყუნი
Line: 12    
ცხოველნი ერთგზის წელიწადსა შინა შემოსლვასა არისასა საზღვართა თჳსთაგან
Line: 13    
ჰვ/ლიან და მეზობელთა მათთა მამაკაცთა შეეყოფვიან, ვითარცა კრებად რადმე
Line: 14    
და დღესასწაულობად დიდად შემრაცხელნი მის ჟამისანი. რომელთაგან მუცელქუმულ
Line: 15    
რაჲ იქმნენ სახიდვე მათდა მიიქცევიან ყოველნი. ხოლო ჟამი რაჲ შობისაჲ
Line: 16    
მოიწიოს, წულსა ვიდრემე წარსწყმედენ, ხოლო ქალსა აცხოვნებენ და
Line: 17    
მოსწრაფებით აღჰზრდიან და განაპოხებენ.

Line: 18       
ესრეთ უკუე შემდგომად სიკუდილისა ალექსანდრესისა მრავალ მთავრობად
Line: 19    
განიყო მეფობაჲ მისი, და არინდეოს, ძმაჲ ალექსანდრჱსი, რომელსა ფილიპეცა
Line: 20    
ეწოდებოდა, მაკედონიისა მპყრობელ იქმნა. ხოლო ანთიპატროს ევროპისა
Line: 21    
მეფობაჲ დაიპყრა, ხოლო ეგჳპტისაჲ პტოლემეოს ლაღუსმან, და ფინიკიაჲ და
Line: 22    
ასურეთი სელევკოს, ხოლო კილიკიაჲ ფილოტას, და ასიაჲ ანტიღონოს, [კ]არიაჲ
Line: 23    
კასანდროს, ხოლო ელისპონტოჲ ლეონას; პაფლაღონიაჲ ევმენის, თრაკისი
Line: 24    
ლჳსიმახოს. და არა მოაკლდა ურთი-ერთას ბრძოლაჲ ვიდრემდის მეფობამან
Line: 25    
ჰრომთამან დაჰჴსნნა ადგილთ მპყრობელობითნი მთავრობანი.

Line: 26       
აწ უკუე ამათისა ესრეთ და ესოდენ თქუმისა შემდგომად სათანადო-ყოფად
Line: 27    
ვჰგონე ქმნაჲ კუალად ქცევასა სიტყჳსასა. და რათა კუალად ადამსვე თანა-დაწყებითა
Line: 28    
თითოეულთა საჩინოთა კაცთა წელიწადნი ცხორებისანი შემოკლებულად წარმოვთქუნეთ
Line: 29    
და შემდგომითი შემდგომად გამოჩინებულნი მთავარნი და მეფენი
Line: 30    
ისრაჱლისანი სულ მცირედ მოვიჴსენნეთ. და ეგრეთ თჳსსავე წესსა ჟამთა-აღმწერელობითისა
Line: 31    
საქმიერობისასა შევეერთნეთ, ხოლო აღრიცხუვაჲ ჟამთაჲ ნეტარისა
Page: 13   Line: 1    
მოსჱს მსგავსად ვყოთ, რომელი იგი უპირველესადცა და უბრძნესად და
Line: 2    
უჭეშმარიტესად ყოველთავე მათ ძუელთა წარმართთა ბრძენთა და აღმწერელთასა
Line: 3    
სამართლად შეისწავების. რამეთუ მოსე იცნობების პირველად ბრძნად, ვითარცა
Line: 4    
დასწერს ევპოლემოს, და პირველად ებრაელოა მიმცემელ ექმნების წერილისა.
Line: 5    
რომელი იგი საღმრთომან აბრაჰამ მოიღო ქალდეველთაგან, რამეთუ ესრეთ
Line: 6    
იტყჳს იოსიპოს ვითარმედ "პირველად აბრაჰამ ქადაგა დამბადებელად ღმერთი
Line: 7    
და პირველ შთავიდა ეგჳპტეს და მრიცხუველო.ბითი და ვარსკულავთ-მეტყუელებითი
Line: 8    
სიბრძნე ასწავა მეგჳპტელთა." რამეთუ პირველად ქალდეველთა
Line: 9    
მოეპოვნეს ესენი, ხოლო ებრაელთაგან მიიღეს ფინიკელთა, რომელთაგან
Line: 10    
კადმოს უკუე მოიხუნა ელლენთა მომართ; ხოლო ისიოდოს უშუენიერესად
Line: 11    
შეაწყვნა და გულის-ხმიერად ელლენ ყვნა იგინი. ვინაჲცა კლიმი და აფრიკიანოს
Line: 12    
და ტატიანე და წინადაცუეთილებისაგანნი იოსიპოს და იუსტოს ინახოჲს-ზე
Line: 13    
იტყჳან ყოფასა დიდისა მოსჱსსა, რამეთუ თითოეულმან ამათგანმან
Line: 14    
ძუელთა თხრობათაგან/ ყო ამისი გამოჩინებაჲ, ხოლო მრავალ სწავლულმან და
Line: 15    
მრავალთა თხრობათა წარმომეტყუელმან ევსევიოს, ვითარცა უგამომეძიებელესისა
Line: 16    
ჟამთა-აღწერისა მოქმედმან, ინახოჲს უკუე ჟამთა-საკჳრველი იაკობ პოვა გამოჩინებულად,
Line: 17    
ხოლო მოსე კეკროპოჲსთა. რამეთუ ჟამთა-აღმწერელობითისა კანონისა
Line: 18    
მჴუმეველმან თანად ურთი-ერთას შეატყუნა მასვე და ერთსა ჟამსა მძლავრ
Line: 19    
ქმნილნი და შემოკრიბნა წელნი ქალდეველთა მეფობისანი, ლაკედემონელთა,
Line: 20    
კორინთელთა, თეტტალოელთა და მაკედონელთაჲსანი, რომელსა ძუელად კიტიელთაჲ
Line: 21    
ეწოდებოდა ლატინოელთა, ლატინოჲსაგან მეფისა მათისა, და იტალიელთა
Line: 22    
მათ ზედა მთავარ ყოფილისა ვისმე მიერ სახელითა ამით სახელდებულთა, და
Line: 23    
უკუანაჲსკნელ ჰრომაელად წოდებულთანი რომოჲსგან და რიმოჲს, აღმაშენებელთა
Line: 24    
ჰრომისათა. ამათნი ჟამნი და წელნი ერთბამად შემოკრიბნა და თითოეულისა
Line: 25    
ნათესავისა მეფეთა წელიწადნი ურთი-ერთას შეატყუნა და თანა-მოჟამედ დასხნა
Line: 26    
წელნი ასურასტანელთა მეფისა, სემერამისნი წელიწადთა-თანა აბრაჰამისთა რამეთუ
Line: 27    
სემირამის-ზე იცნობებოდა აბრაჰამ; ხოლო იაკობ ინახოჲს-ზე, ხოლო მოსე
Line: 28    
კეკროპოჲს-ზე ორბუნებისა, რომელიცა პირველად მეფედ ატტი/კელთად შეისწავეს
Line: 29    
ელენთა. ამისთჳს უმოხუცებულესად იპოების მოსე ძუელთა მათ ბრძენთა
Line: 30    
წარმართთასა, ომიროჲსსა ვიტყჳ და ისიოდოჲსსა და ტროელთასა, ირაკლისსა
Line: 31    
და მუსაჲსსა; მერმეცა ლიდიუჲსსა და ორფეოჲსსა და დიოსკუროჲსსა და ასკლიპიოჲსსა,
Page: 14   Line: 1    
დიონჳსსა და ერმისსა, აპოლლონისსა და საწარმართოთა საიდუმლოთა
Line: 2    
და მემსხუერპლეობათა და თჳთ მათ დიოჲს საქმეთასაცა. რომლისა-თჳსცა იპოებიან
Line: 3    
ურჩეულესნი ვინმე მათ შორის მიმხუეჭელად აღწერილთაგან მისთა. რამეთუ ესე
Line: 4    
ყოველნი შემდგომად კეკროპოჲსა გამოჩნდეს და რომლისასა ფრიად უუკუანაჲსკნელეს
Line: 5    
იყვნეს ჟამთა ომიროს და ისიოდოს. ესრეთ ყოველთავე ბრძენთა მოძღურად
Line: 6    
შეისწავების მოსე, ვითარცა გამოუთქუმელთა საქმეთა მომთხრობელი
Line: 7    
და უსაღმრთოესი გამომეტყუელი ჭეშმარიტებისაჲ. რამეთუ მეგჳპტელთა სიბრძნისა
Line: 8    
შეურაცხის-მეოფელმან უფროჲსად წარჩინებული აღმწერელობაჲ იჴუმია
Line: 9    
სოფლისა ამის აგებულებისა-თჳს, ცხად არს, ვითარმედ ყოველთა ზედაჲსა და
Line: 10    
ყოველთა დაბადებულთა სიბრძნით დამბადებელისა ღმრთისა მიერ მობერვილობითა
Line: 11    
ჭეშმარიტებისაჲთა, რამეთუ თქუა: "დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და
Line: 12    
ქუეყანაჲ." რომლისა წინააღმდგომსა ამათსა თქუმად მკადრებელნი მრავალნი
Line: 13    
ელენთაგანნი სიღრმესა უმეცრებისა და უღმრთოებისასა დაინთქნეს, და ფრიადცა
Line: 14    
სამართლად: რამეთუ კაცობრივისა გონებისა მიერ მოპოვნებულნი სჯულნი უძლურ
Line: 15    
არიან და უგულისხმო, რომლისა-თჳს არცა ერთი ვინ მათგანი დაადგრა მტკიცესა
Line: 16    
სიტყუასა ზედა, არამედ მარადის მეორე დამჴსნელ იყვის პირველისა;
Line: 17    
გარნა არა რად სათანადო არს აწ ჩუენგან მხილებაჲ მათი, რამეთუ თჳთ კმა
Line: 18    
არიან ურთი-ერთას მარღუად მოგონებათა თჳსთა. და რამეთუ უმეცრებითა ღმრთისაჲთა
Line: 19    
შეპყრობილთა, სხუამან სხუაჲ რაჲმე და კუალად სხუამან სხუაჲ იოცნა
Line: 20    
დასაბამად და მიზეზად არსთა ყოფისა და დგომისა და ძრვისა. და ნამდჳლვე
Line: 21    
დედაზარდლისა ქსელთა მქსოველ იქმნნეს ეგე ვითართა მათ აღმწერელნი და
Line: 22    
ეგოდენ უნდოთა დასაბამთა ცისა, ქუეყანისა და ზღჳსათა უგუნურებით წარმომეტყუელნი
Line: 23    
რამეთუ ვერ მოიგონეს თქუმად, ვითარმედ "დასაბამად ქმნა ღმერთმან
Line: 24    
ცაჲ და ქუეყანაჲ."




Next part



This text is part of the TITUS edition of Georgius Monachus, Chronicon.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.