ARMAZI არმაზი ARMAZI

ქართული ენის ფონეტიკური დახასიათება


ქართული ენის ფონეტიკური სისტემა აერთიანებს 32 თანხმოვანსა და 5 ხმოვანს. მათგან 5 ფონემა (ჱ, ჳ, ჲ, უ̂, ჵ) მხოლოდ ძველი ქართული ენის კუთვნილებაა და დღეისათვის ქართული ენის მეცნიერული კვლევის მიზნით გამოიყენება მხოლოდ.

ქართული ენის ფონეტიკური სისტემისათვის დამახასიათებელია:

1. თანხმოვანთა სიმდიდრე-მრავალფეროვნება და ხმოვანთა სიმარტივე: თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის 33 ბგერიდან 28 თანხმოვანია, ხმოვანი მხოლოდ ხუთია: ყველა მარტივი (ა ე ი ო უ). ქართულმა არ იცის არც გრძელი და არც უმლაუტიანი ხმოვნები.

2. ქართული ენის თანხმოვნები ქმნიან წყვილეულებსა ( - , - , - ...) და სამეულებს ( - - , - - , - - , - - , - - ...). ყოველი სამეული შეიცავს მჟღერს, ფშვინვიერსა და მკვეთრს. სხვადასხვა სამეულის წევრი იწარმოება სხვადასხვა ადგილას (შდრ. ბაგისმიერი და წინაენისმიერი ) ან განსხვავდება სიმარტივე-სირთულით (შრდ. წინაენისმიერი სადა და წინაენისმიერი რთული ).

ქართულ სიტყვაში თანხმოვანი და ხმოვანი შეიძლება ერთურთს მოსდევდეს, მაგრამ შეიძლება თანხმოვნები ერთად იყრიდეს თავს:
ა) თანხმოვანთა ჯგუფი ჩნდება მაშინ, როცა თავსართები მხოლოდ თანხმოვნისაგან (ან თანხმოვნებისაგან) შედგება და ფუძეც თანხმოვნით იწყება: მ-თხოვს, მ-ზრდის... გვ-ხვდება, გვ-წვრთნის...
ბ) ორი ერთნაირი თანხმოვანი სიტყვის ფუძეში შეუძლებელია; თუ სიტყვა უცხო წარმომავლობისაა, ორი თანხმოვნის ნაცვლად ერთიღა გვრჩება: პრესა და არა პრესსა, პროგრამა და არა პროგრამმა... უცხო წარმომავლობის სიტყვებში ორი ერთნაირი ხმოვანი არ მარტივდება: მასლაათი, ჯამაათი, გეენია...
გ) ორი ერთნაირი თანხმოვანი ქართულ სიტყვაში თავს იყრის და რჩება მაშინ, თუ ერთი მათგანი ფუძისეულია, მეორე - აფიქსისეული: მ-მართებს, გ-გავს... გემ-მა, ფას-ს...
დ) თანხმოვანთა თავის მოყრას ხშირად იწვევს ფუძისეული ხმოვნის ამოვარდნა აფიქსის დართვისას (მეგობარი - მეგობრის, გრძელი - გრძლად...);

ფუძეში თანხმოვანთა თავის მოყრის ერთ-ერთი წყაროა ჰარმონიული კომპლექსების შექმნისადმი მიდრეკილება. ქართულისათვის ბუნებრივია ჰარმონიული კომპლექსების დეცესიური წყება: პირველი წევრი წინაენისმიერია, მეორე - უკანაენისმიერი. დეცესიური კომპლექსებია: ტკ, ტყ, წკ, წყ, ჭკ, ჭყ, ცქ, ცხ, ჩქ, ჩხ...



წყაროები:

არნ. ჩიქობავა, ქართული ენის ზოგადი დახასიათება, ქეგლი, ტ. I, თბილისი, 1950 წ.




Copyright ARMAZI Project / Manana Tandashvili, Frankfurt / Tbilisi 2000. All rights reserved.

საავტორო უფლება ეკუთვნის "არმაზის" პროექტს და მანანა თანდაშვილს, ფრანკფურტი / თბილისი 2000 წ.